სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/258002619_3226647084249109_3578089591801592318_n.jpg

სულ მალე პფაიზერით აცრა ხარაგაულშიც იქნება შესაძლებელი

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის  და დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართვლოს უფროსის გოჩა გიორგიძის   აქტიური მუშაობით, სულ მალე  ფაიზერით აცრა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებაშიც იქნება შესაძლებელი  .

როგოც  ჩვენთან  საუბარში საზოგადოებრივი  ჯანდაცვის  ცენტრის  დირექტორი,  ალექსანდრე  ტაბატაძე  განმარტავს,   მოხდა  კლინიკის ორი  მედპერსონალის  გადამზადება  და    ფაიზერით  ვაქცინაცია,    რეგიონულ  ჯანდაცვის  ცენტრში,  ორშაბათობით  განხორციელდება.

აღსანიშნავია,  რომ ადგილობრივი  ხელისუფლებისა  და ჯანდაცვის  ცენტრის  ძალისხმევით,  თვეში  ერთხელ ხარაგაულში  ჩამოდის სპეციალური  ბრიგადა, რომელიც  უზრუნველყოფს  ფაიზერით  აცრას  იმ  მოქალაქეებისათვის, რომლებიც არსებული ვაქცინით  სარგებლობას ვერ ახერხებენ.

12 იანვარს  ხარაგაულის  ჯანდაცვის  ცენტრში,  ფაიზერის  ვაქცინის  ბუსტერ  დოზით   59  ადამიანი აიცრა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია,   ქუთაისის ჩხობაძის სახელობის კლინიკის ექიმებმა  განახორციელეს.

ალექსანდრე ტაბატაძის  ინფორმაციით,  მუნიციპალიტეტში  ამჟამად  ვაქცინირებული 6500 მოქალაქეა.

შეგახსენებთ,  რომ კორონავირუსის  ვაქცინაციის  წახალისების  200 -ლარიანი პროგრამა  კვლავ  გრძელდება. პროგრამით  სარგებლობა   50  წლისა  და  უფროსი  ასაკის  მოქალქეებს  შეუძლიათ  და  თანხა  მათ ავტომატურად  ჩაერიცხებათ.

#ვაქცინა_გვიცავს!

#ავიცრათ-ერთმანეთისთვის!

ნანახია: 614 - ჯერ