სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_77.jpg

კობა ლურსმანაშვილი: მიროწმინდის უძველეს ტაძართან არსებული ინფრასტრუქტურის და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია სრიგპ პროგრამის ფარგლებში მოხდება

სოფელ მიროწმინდაში წმ.ნიკოლოზის სახელობის უძველეს ტაძართან არსებული ინფრასტრუქტურის და მისასვლელი გზის რეაბილიტაციის იდეა, იმერეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ უკვე მოიწონა და პროექტი ამ ეტაპზე დაფინანსების მიღების მოლოდინშია.

ხარაგაულის მერიის მიერ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს წარდგენილი იდეები  ტურისტული ლოკაციების, რეკრეაციული სივრცეებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

წელს კონკურსში, დასაფინანსებლად, ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა იმერეთის სამხარეო საბჭოს სამი საპროექტო წინადადება წარუდგინა.

სოფელ მიროწმინდაში წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი VI საუკუნით თარიღდება. ტაძარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე წლის წინ დაცული ძეგლის სტატუსი მიანიჭა, რომელიც  ფონდი ,,ქართუს" მიერ იქნა რეაბილიტირებული.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

,, ჩვენს მიერ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პროექტი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის დაფინანსების 1 % თანამონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება. განხორციელდება მიროწმინდის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. ეს ტაძარი მოგეხსენებათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია , რომელიც  ფონდი ,,ქართუს" მიერ იქნა რეაბილიტირებული. პროექტის ღირებულება გახლავთ 258,491  ათასი ლარი.

პროექტი მოიწონა საკრებულომ და ასევე იმერეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ.

ამ დროისთვის, უკვე მომზადებულია მირონწმინდაში გზის რეაბილიტაციის პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

ამჯერად დაფინანსების მოლოდინში ვიმყოფებით, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.

 ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, უნდა მოწესრიგდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მისასვლელი გზების საფარი, და ასევე მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა. ეს კარგია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ასევე გათვლილია სხვა კულტურულ აქტივობებზე. მოგეხსენებათ, მიროწმინდის ტაძარი უბისის და კოზმანის  სალოცავების საერთო სივრცეშია განთავსებული, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან არც ისე შორსაა და ვფიქრობ რომ მნიშვნელოვან დანიშნულებას შეიძენს  ტურისტული აქტივობების  კუთხით, არ გამოვრიცხავთ მომავალში ტაძარი გახდეს მოქმედი.“

ხარაგაულის მერია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს კიდევ 2 პროექტს წარადგენს, ესენია:

1.დაბა ხარაგაულში კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია;

2.ჩხერის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ამ ორი პროექტიდან იმერეთის სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მიერ მოწონებულია ხარაგაულის ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია. ველოდებით მთავრობის განკარგულებას. ჩვენ გვინდა რომ ხარაგაულს ჰქონდეს განახლებული ცენტრალური პარკი.ჩვენ ჯერ არ გვაქვს პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ამიტომ პროექტის ზუსტი ღირებულება  ჯერ არ ვიცით.

ხარაგაულის მერია ეცდება მაქსიმალურად მაღალი სტანდარტებით განხორციელდეს პროექტის შესყიდვა. მნიშვნელოვანია სწორად იყოს დამუშავებული ტექნიკური მოთხოვნები, რომ შემოვიდეს მაღალი დონის საპროექტო ორგანიზაცია, რომელიც პარკის განვითარების გეგმას, პროექტს და ხარჯთაღირცხვას დადებს და შემდეგ ეტაპზე ვისურვებდით ისეთი პასუხისმგებლობის მქონე სამშენებლო კომპანიას, რომელიც პროექტს მაღალ დონეზე შეასრულებს და ხარაგაულის ცენტრალურ პარკს ძველებურად მიმზიდველს და გამორჩეულს გახდის.

ჩვენ ასევე გვაქვს ორი ალტერნატიული პროექტი , ერთი გახლავთ ჩხერის ციხის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ციხემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასევე განიხილება ნადაბური - ციცქიურის -ხევის დარჩენილი დამაკავშირებელი გზის, დარჩენილი მონაკვეთის  რეაბილიტაციის პროექტი. ჩხერის ციხის საპროექტო წინადადება იმერეთის სამხარეო საკონულტაციო საბჭოს მიერ მოწონებულია.

რაც შეეხება ნადაბური - ციცქიური - ხევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას, აღნიშნულ პროექტს არ აქვს გავლილი შესაბამისი პროცედურები და ეს ეტაპები გასავლელია.

აქედან ან ორივე პროექტს განვახორციელებთ , ან ერთ-ერთს მაინც. შესაძლებელია ასევე აღნიშნული პროექტები სხვა ფონდებიდან  დაფინანსდეს.

2021 წელს სრიგპ-ს  პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში 2 მასშტაბური პროექტი დაფინანსდა.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,, 2021 წელს, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში  ორი პროექტი დაფინანსდა.სოფელ ხუნევში ბაღის მშენებლობა და  დევების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის შექმნა.

ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხარაგაულში  12  საბავშვო ბაღი აშენდა. იმ 8 საბაშვო ბაღიდან, რომელიც დაგვხვდა. 7 ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა. ხუნევის საბავშვო ბაღი იყო ერთადერთი ძველი შენობა , რომელიც შემოგვრჩა და რომლის ადგილზეც   ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში სრულიად ახალი ბაღი აშენდება. 

ხუნევის ბაღის მშენებლობა უკვე დაიწყო, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, პროექტის ღირებულება 619 170 ლარია.”

რაც შეეხება ,,დევების“ რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც 282 000 ლარით დაფინანსდა, მერია ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს."

,,ჩვენი სურვილია, დევები ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკრეაციულ ზონად ვაქციოთ, აქ არ არის მხოლოდ არსებულის განახლებაზე საუბარი, პროექტის ფარგლებში უფრო მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება. ვფიქრობთ, კლდოვანი ნაწილის ზემოთ მოეწყოს სკვერი, და დევების ტერიტორიასა და სამომავლოდ შექმნილ რეკრეაციულ ზონასთან დამაკავშირებელი ასასვლელი გაკეთდეს, სადაც იქნება სველი წერტილები, ტურისტული ინფრასტრუქტურის შესაბამისი შენობა ნაგებობები. განახლებას საჭიროებენ  თვითონ დევების მონუმენტებიც. საერთო ჯამში,  ამ პროექტზე ნახევარი მილიონი დაიხარჯება, ეს არის ხარაგაულელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვნი ადგილი. ხარაგაული ამ ადგილზე ეგებება და ხვდება სტუმრებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადგილის მოწესრიგება, რომელიც ქმნის განწყობას ხარაგაულზე და სიმბოლურ დატვირთვას ატარებს”- აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.

იმერეთში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 69 656 927 ლარია გამოყოფილი.

 საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით.

 

 

 

 

ნანახია: 861 - ჯერ