სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/263042516_908649926704380_4263225954806121595_n.png

სიახლე ვებ-გვერდზე kharagaulinews.gov.ge

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე  kharagaulinews.gov.ge შეიქმნა მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლატფორმა, რომლის მიზანია შეფასდეს მოქალაქეების მხრიდან მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სერვისები/პროგრამები.

თუ ხართ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოქალაქე  და გისარგებლიათ მუნიციპალიტეტის 2021 საბიუჯეტო წლის კონკრეტული სოციალური პროგრამითა თუ სერვისით, გაქვთ შესაძლებლობა ელექტრონულად დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება გაწეული სერვისისა თუ პროგრამის სარგებლიანობაზე, ამისათვის მიყევით მოცემულ ბმულს:https://kharagaulinews.gov.ge/Citizens_feedback/?page=1

გარდა აღნიშნულისა პლატფორმა გთავაზობთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი  მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებების შესახებ. ამისათვის შემუშავდა უნივერსალური კითხვარი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ასახოთ არსებული საჭიროება/პრობლემა და ამასთანავე მიუთითოთ თქვენი მოსაზრება/რეკომენდაცია  აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებთან დაკავშირებით. ამისათვის კი უნდა მიყვეთ შემდეგ ბმულს: https://kharagaulinews.gov.ge/Citizens_feedback/?page=2

ყოველივე მიმართულია იქეთკენ, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს არსებული პროგრამები და მოერგოს მოქალაქეთა ინტერესებსა და საჭიროებების.

ნანახია: 759 - ჯერ