სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9B.jpg

ხარაგაულელი ევსემ შველიძე საქართველოს ჩემპიონია

22  წლის, ხარაგაულელი ევსემ შველიძე , თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ჩემპიონატზე, რომელიც რუსთავში გაიმართა  ევსემ შველიძე 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის, 79.კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა.

მან ამ გამარჯვებით ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ევსემ შველიძე სპორტის ამ სახეობაში  5 წლიდან ვარჯიშობს. არის მრავალგზის საქართველოს პრიზიორი, ჭიდაობით მამამ დააინტერესა, და მან მისცა მოტივაცია, გაჰყოლოდა და სერიოზულად მოჰკიდებოდა სპორტის ამ სახეობას.

თვლის, რომ ამ ეტაპზე მისი ცხოვრების მთავარ მიღწევა საქართველოს ჩემპიონობაა, ყველაზე დიდ გულშემატკივრად ოჯახს მიიჩნევს, რომელიც ყველანაირად გვერდით უდგას , რომ თავის მიზნებს მიაღწიოს. დიდი სურვილი აქვს მოიგოს ევროპის და  მსოფლიოს ჩემპიონატი და რაც მთავარია ოლიმპიადა.

მანამდე კი მარტის თვეში ევსემი მონაწილეობას  მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში 6-13  მარტს გაიმართება.

რევაზ შერგელაშვილი, მწვრთნელი:

ევსემმა თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიში  პირველი კლასიდან დაიწყო. ის 15 წელია რაც ჭიდაობით არის დაკავებული. თავიდან ევსემს ანზორი მასწავლებელი ავარჯიშებდა, შემდეგ რაც მე ჩავუდექი ამ მეტად საპასუხისმგებლო სპორტის სახეობას სათავეში მე ვავარჯიშებდი. ევსემი სკოლის დამთავრებამდე ხარაგაულში ვარჯიშობდა. შემდეგ თავისი მიღწევების დამსახურებით საქართველოს ნაკრები წევრი გახდა, რის შემდეგაც თბილისში გადავიდა და ვარჯიში იქ გააგრძელა.  იგი ძალიან შრომისმოყვარეა და სწორედ  თავისი შრომით გახდა იგი 23 წლამდელთა  შორის  საქართველოს ჩემპიონი. 

ევსემი ჯერ ახალგაზრდაა, მას ქვს საუკეთესო მონაცემები, რომ დიდ ჭიდაობაში თავისი სიტყვა თქვას.

ამ შეჯიბრზე ევსემიმ სამი შეხვედრა მოიგო ორი შეხვედრა ფინალამდე აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა. ხოლო ფინალში ევსემს  ევროპის პრიზიორი შეხვდა და მასთან 4:6  ანგარიშით დაასრულა შეხვედრა.

 

ვულოცავთ ევსემ შველიძეს ამ დიდ გამარჯვებას!

ნანახია: 763 - ჯერ