ხარაგაულის ბაღების გაერთიანების დირექტორის , მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში საბავშვო ბაღებში სწავლა 7 თებერვლამდე შეჩერდება.
დღეის მდგომარეობით სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ხარაგაულის 10 საბავშვო ბაღში.
ბაღების გაერთიანების დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი:
,, ხარაგაულის მერიასა და ბაღების გაერთიანებას შორის შედგა ერთობლივი კონსულტაცია და შექმნილი ეპიდვითარების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, უსაფრთხოების მიზნით, ხარაგაულში საბავშვო ბაღებში სწავლა 7 თებერვლამდე შეწყდეს.“