ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სერბაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ვახანის ცენტრიდან სერბაისის მიმართულებით, ცენტრალური გზის 1,5 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სერბაისში რეგიონული განვითარების ფონდიდან 192 006 ლარით ფინანსდება.
პროექტის ფარგლებში გზის გასწვრივ მოეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები.
გზის სიგანე 3მ-ია.
სერბაისში მოასფალტებული გზა არასდროს ყოფილა. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება.