ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქროლში ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, სოფელში, გზის რეაბილიტაცია რამდენიმე მონაკვეთზე ჩატარდება და ჯამში, 2 000 მეტრამდე გზა კეთილმოეწყობა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქროლში რეგიონული განვითარების ფონდიდან 258 990 ლარით ფინანსდება.
გზის გასწვრივ, საჭიროების ადგილებზე მოეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები.
სახელშეკრულებო ვადებით სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულდეს.