საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/adasfaf.jpg

ხარაგაულის მერი გასახლების ზოლში მოხვედრილ მოსახლეობას შეხვდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსი, მიხეილ უჯმაჯურიძე და დეპრტამენტის წარმომადგენლები, ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე, დღეს, ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში განსახლების ზოლში მოხვედრილ მოსახლეობას შეხვდნენ.
მოგეხსენებათ იმერეთის რეგიონში იწყება E60 მაგისტრალის F2 მონაკვეთის - ხევი-უბისას 12 კმ -იან მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ მონაკვეთზე იგეგმება 35 ხიდის, 3 სატრანსპორტო კვანძისა და 13 გვირაბის მოწყობა. 
დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას იმ კონკრეტულ დეტალებზე ესაუბრნენ, რაც განსახლების პროცესში უმთავრესია და ყველა მოსახლეს უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული. საუბარია მიწებისა და საცხოვრებელი სახლების რეგისტრაციაზე. გაიცა რეკომენდაციები, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები. 
დღესვე შეხვედრები გაიმართა ხუნევისა და ხევის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან.

 

ნანახია: 5657 - ჯერ