სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd52244adsDSC0158.JPG

ახალი შესაძლებლობა სოფლებს, 28 თებერვალს ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

28 თებერვლიდან ხარაგაულის მერია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრებს იწყებს.
პირველი შეხვედრა ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართება.
შეხვედრებს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრებიან.
 
,,ჩვენ უნდა გამოვიყენოთ წინა წლების გამოცდილება. მოსახლეობა კარგად უნდა იყოს ინფორმირებული, რა ფინანსური რესურსი აქვს მის დასახლებას,(რომელიც მაცხოვრებლების რაოდენობის შესაბამისად ნაწილდება), რომ სოფლის კონკრეტული საჭიროება, კონკრეტულ თანხებს შეუსაბამოს.მერია წელსაც მოახდენს პროექტების თანადაფინანსებას. გვაქვს მოტივაცია ხარაგაულში ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები ვადებში და ეფექტურად სრული ღიაობით და გამჭვირვალობით წარიმართოს-" აცხადებს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.
რა ხდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში გამართულ საერთო კრებაზე?
სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას დაესწროთ თქვენი სოფლის საერთო კრებას და თქვენი მონაწილეობით, თანასოფლელებთან ერთად განკარგოთ ის თანხა, რომელიც თქვენი სოფლისთვის არის გამოყოფილი.
კრების ჩატარების გრაფიკი და თქვენი სოფლისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა შეგიძლიათ იხილოთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3JPVLBg
#ყურადღება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე იდეა, რაც უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს უბანს , სოფელს და ემსახურება თემის კეთილდღეობას და განვითარებას.
გამოაგზავნეთ თქვენი საპროექტო განაცხადის იდეები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში 28 თებერვლამდე.
საპროექტო წინადადების ფორმა შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3p8glFp
როგორ უნდა შეავსოთ #საპროექტო #განაცხადი და ვის უნდა გაუგზავნოთ?
თქვენ შეგიძლიათ საპროექტო წინადადების ფორმა ელექტრონულად გადააგზავნოთ მერიაში pr.kharagauli@gmail.com
ასევე თქვენ შეგიძლიათ თქვენი იდეა ზეპირი სახით აუხსნათ (მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში), რომელიც დაგეხმარებათ ფორმის შევსებაში და თქვენს განაცხადს მერიაში წარადგენს.
თქვენ შეგიძლიათ ტელეფონით დაუკავშირდეთ მერიის უფლებამოსილ პირს ან მერის წარმომადგენელს და აუხსნათ მათ თქვენი პროექტის იდეა. უფლებამოსილი პირი თავად შეავსებს საპროექტო განაცხადს და პროექტის ავტორის გრაფაში მიუთითებს თქვენს მონაცემებს.
#გახსოვდეთ, საპროექტო იდეების წარმოდგენა შესაძლებელია 28 თებერვლამდე.
,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში გამართულ კრებაზე თქვენ, თქვენს თანამოაზრეებთან ერთად უნდა დაიცვათ თქვენს მიერ წარდგენილი იდეა.
#ეს_მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მხოლოდ ის იდეა,რომელსაც მეტი მხარდამჭერი ეყოლება.
მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემდეგი სახის პროექტები დაფინანსდება:
სასმელი წყლის პროექტები, (მათ შორის , ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე და გამწმენდი ნაგებობები, ჭა )
სარწყავი სისტემები
ნაპირსამაგრი სამუშაოები
გზები და გზისპირა მოსაცდელები
ხიდები, ცხაურები ,ხიდბოგირები, გადასასვლელები
გარე განათება
სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი
ამბულატორიის შენობები
სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა
სპორტული ინფრასტრუქტურა , მოედნები და მოედნების ინვენტარი
სკვერები მათ შორის საბავშვო სკვერები , შესაბამისი ინვენტარით, აგერეთვე სარეკრეაციო სივრცეები
წისქვილების რეაბილიტაცია
მინიჰესი
 
 
ნანახია: 823 - ჯერ