სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sa-mer_2.png

რა საკადრო ცვლილებები განხორციელდა ხარაგაულის მერიაში

 

ხარაგაულის მერიაში  საკადრო ცვლილებებია.

 ეკონომიკისა და ქონების მართვის  და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს.

 მერიის ადმინისტრაციული სამსახურის , საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში ია ტაბატაძის ინფორმაციით,

ხარაგაულის მერიაში ვაკანტური იყო, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის პოზიცია.

ასევე ვაკანსია გამოცხადდა ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე , კეთილმოწყობისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში დასახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის, მესამე რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში.

 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრლის  204 დადგენილების „ საჯარო სამსახურში კონკურსის წესის ჩატარების შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად, აღნიშნულ პოზიცებზე გამოცხადებული იყოს შიდა, ღია და დახურული  კონკურსი პოზიციების შესაბამისად.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მერიაში არსებულ ვაკანსიებზე,

        შიდა კონკურსის საფუძველზე მომხდარიყო კარიერული განვითარება:

      კერძოდ, განხორციელდა საჯარო მოხელის კარიერული განვითარება და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი,  იურიდიული განყოფილების უფროსი ინგა ლურსმანაშვილი დაინიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2022 წლის 1 მარტიდან განუსაზღვრელი ვადით.

      ასევე განხორციელდა საჯარო მოხელის კარიერული განვითარება და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი  პეტრე შარიქაძე დაინიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის,  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2022 წლის 1 მარტიდან განუსაზღვრელი ვადით.

 

 ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩა:

       ია არღუნაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე კეთილმოწყობისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში, 2022 წლის 1 მარტიდან 12 თვის გამოსაცდელი ვადით, 2023 წლის 1 მარტის ჩათვლით.

 დახურული კონკურსის საფუძველზე შეირჩა

     ნინო ხარაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის, მესამე რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში 2022 წლის 1 მარტიდან განუსაზღვრელი ვადით.

ინფორმაციისთვის:
- შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.- შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს,     

-  დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მოქმედ  პროფესიულ საჯარო მოხელეს, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, თუ იგი არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში და აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით  გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

- ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ნანახია: 1051 - ჯერ