სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0607.JPG

მერიის სახელით მრავალშვილიან დედებს საჩუქრები და ყვავილები გადაეცა

ხარაგაულის მერიამ, დედის დღე, მრავალშვილიან, მარტოხელა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს მიულოცა.

მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,მინდა დღეს, ყველა დედას, განსაკუთრებულად ვუსურვო მშვიდობა. საქართველოს ისტორია ქალების, დედების გმირობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითია. სწორედ ყველაზე ძლიერ ადამიანებს ვულოცავ გაზაფხულის პირველ და ულამაზეს დღესასწაულს, დედის დღეს!"

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა დედის დღე უშუალოდ მიულოცა სოფელ ღორეშაში მცხოვრებ მრავალშვილიან დედას ირინე ჩხიტუნიძეს.

კულტურის სამსახურის ორგანიზებით , დედის დღეს  საჩუქრები (საოჯახო ტექნიკა) და ყვავილები მრავალშვილიან (7 და მეტი შვილი) დედებს გადაეცათ.

საჩუქრები მრავალშვილიან დედებს მერიის სახელით, კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ და ამავე სამსახურის თანამშრომელმა ლელა შარიქაძემ გადასცა.

3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის მერიის სახელით, საჩუქრები (საოჯახო ტექნიკა) და ყვავილები გადაეცა ასევე მარტოხელა (რომლებიც შშმ ბავშვებს ზრდიან) და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს.

ხარაგაულის მერია გამოხატავს პატივისცემას და მზაობას მრავალშვილიანი დედების დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

ჩვენ გვახსოვს და პატივს მივაგებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირებს და მათ დედებს.

მერია ზრუნავს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებზე.

 

ნანახია: 815 - ჯერ