სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/buro%20sakrebulo_1.jpg

ვარლამ ჭიპაშვილი: ხარაგაულის მერიამ გასული წლის ბიუეჯეტი გადაჭარბებით შეასრულა

დღეს, ბიუროს სხდომაზე, გასულის წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, გარკვეული სახის განმარტებები გააკეთა, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა .
მისი განცხადებით, პროგრესია, როგორც ბიუჯეტის შესრულების ისე გადასახდელების (ხარჯების) ნაწილში.
ვარლამ ჭიპაშვილი:
,,უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ბიუჯეტში ასახული ციფრები მეტყველებს, რომ პროგრესი გვაქვს, როგორც შემოსულობების შესრულების ასევე ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების დაფინანსების მხრივ.
წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, შემოსავლების შესრულების მხრივ, გეგმა გადაჭარბებით 106,7%-ით არის შესრულებული.
გეგმა ასევე გადაჭარბებით შესრულდა გადასახდებისა და არაფინანსური აქტივების კლებიდან.
საერთო ჯამში შემოსულია 3 345 000 ლარით მეტი, რაც ნამდვილად არ არის მცირე თანხა.
 
2021 წელს წინა წელთან შედარებით 2 000 000 ლარით მეტი დავხარჯეთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
გაზრდილია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა ისე შესრულების მაჩვენებელი.
გასულ წელს ხარაგაულის მერიამ პირველად 200 ათასი ლარის თანადაფინანსება გასწია ,,სოფლის მხარამჭერი“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესასრულებლად.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაზრდილია დაფინანსება სოციალური მიმართულებით ,რაზეც ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებდნენ და არ სჯეროდათ, რომ ამ მიმართულებით დაფინანსება მილიონ ლარს გადააჭარბებდა. აღსანიშნავია,რომ წინა წელთან შედარებით 230 000 ლარით მეტი მოხმარდა სოციალური პროგრამების დაფინასებას.
ინფორმაციისთვის, ერთჯერადი დახმარებების ლიმიტი წლის დასაწყისიდანვე გაიზარდა, ანუ გაზრდილია არა მარტო იმ ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებსაც დავემხარეთ არამედ თვითონ დახმარების ზღვრული ოდენობა. გასულ წელს ჩვენ სოციალურ პროგრამებს დაემატა ვეტერანთა დახმარების და გადაუდებელი დახმარების პროგრამა, რაც 2021 წლისთვის სიახლე იყო" - განმარტა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა.
ნანახია: 509 - ჯერ