სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asddsaDSC0395.jpg

ბიუროს სხდომაზე გასული წლის ბიუჯეტი შეაფასეს

დღეს, ბიუროს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.

საკითხის განხილვას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი.

2021 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ დეტალურად ისაუბრა.

„გასული წლის დამტკიცებული ბიუჯეტი, შემოსულობების ნაწილში განისაზღვრებოდა 8 018 900  ლარით, წლის განმავლობაში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად შემოსულობები გაიზარდა 10. 210 6 ათასი ლარით, რომელიც საბოლოოდ განისაზღვრა 18 229,5 ათასი ლარით. შემოსავლები გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდიდან გამოყოფილი ტრანსფერის -9 080.3 ათასი ლარით და საკუთარი შემოსავლები 715,0 ათასი ლარის დამატების შედეგად.”

ბიუროს სხდომაზე, გასულის წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, გარკვეული სახის განმარტებები გააკეთა, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა .

მისი განცხადებით, პროგრესია, როგორც ბიუჯეტის შესრულების ისე გადასახდელების (ხარჯების) ნაწილში.
ვარლამ ჭიპაშვილი:
,,უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ბიუჯეტში ასახული ციფრები მეტყველებს, რომ პროგრესი გვაქვს, როგორც შემოსულობების შესრულების ასევე ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების დაფინანსების მხრივ.
წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, შემოსავლების შესრულების მხრივ, გეგმა გადაჭარბებით 106,7%-ით არის შესრულებული.
გეგმა ასევე გადაჭარბებით შესრულდა გადასახდებისა და არაფინანსური აქტივების კლებიდან.
საერთო ჯამში შემოსულია 3 345 000 ლარით მეტი, რაც ნამდვილად არ არის მცირე თანხა.
 
2021 წელს წინა წელთან შედარებით 2 000 000 ლარით მეტი დავხარჯეთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
გაზრდილია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა ისე შესრულების მაჩვენებელი.
გასულ წელს ხარაგაულის მერიამ პირველად 200 ათასი ლარის თანადაფინანსება გასწია ,,სოფლის მხარამჭერი“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესასრულებლად.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაზრდილია დაფინანსება სოციალური მიმართულებით ,რაზეც ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებდნენ და არ სჯეროდათ, რომ ამ მიმართულებით დაფინანსება მილიონ ლარს გადააჭარბებდა. აღსანიშნავია,რომ წინა წელთან შედარებით 230 000 ლარით მეტი მოხმარდა სოციალური პროგრამების დაფინასებას.
ინფორმაციისთვის, ერთჯერადი დახმარებების ლიმიტი წლის დასაწყისიდანვე გაიზარდა, ანუ გაზრდილია არა მარტო იმ ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებსაც დავემხარეთ არამედ თვითონ დახმარების ზღვრული ოდენობა. გასულ წელს ჩვენ სოციალურ პროგრამებს დაემატა ვეტერანთა დახმარების და გადაუდებელი დახმარების პროგრამა, რაც 2021 წლისთვის სიახლე იყო" - განმარტა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით   საკუთარი შეხედულებები გამოთქვეს დეპუტატებმა.

 სხდომაზე ასევე განხილული იყო ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში, რომელიც  ამავე სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა წარადგინა.

საკრებულოში კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია კომისიის თავმჯდომარემ - ოთარ ლურსმანაშვილმა. ფრაქციის სახელწოდებით „ხარაგაულელებისთვის“ შემადგენლობაში გაერთიანდებიან კოტე ბერაძე და ირმა ვეფხვაძე პარტია(„გახარაია საქართველოსთვის“) და ომარ გაგოშიძე(პარტია „ლელო").

სხდომაზე წარდგენილი საკითხები შემდგომი განხილვისთვის დარგობრივ კომისიებს გადაეგზავნებათ.

 

საკრებულოს მორიგი სხდომა 7 მარტს გაიმართება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში.

ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/3oZicw0

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ 

ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/36to5LE

 

 

 

 

 

ნანახია: 495 - ჯერ