29 მაისს "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს ორგანიზებით, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამსახურისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელშეწყობით სპორტდარბაზში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი გაიმართა.
კონკურსი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო და მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ახალგაზრდა მხატვრებს შემდეგ თემებზე შეეძლოთ ემუშავათ:
1. "ეს ჩემი საქართველოა"
2. "მომავალი ჩვენია"
3. "თავისუფალი ფანტაზია".
გამარჯვებულებს კომპენტენტური ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულთა დაჯილდოება და საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა 3 ივნისს, 13:00 საათზე, კინოთეატრის ფოიეში მოეწყობა.