საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/gvhnmvbn.jpg

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეების საყურადღებოდ

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 10 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, შეხვედრას გამართავს. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და საქართველოს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ციბაძე გახსნიან. 

შეხვედრაზე შემდეგ თემებს განიხილავენ მომხსენებლები:

„გზების დაგეგმარება“ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, პავლე გამყრელიძე;

„საგზაო უსაფრთხოება“ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მამუკა პატაშური;

„გენდერული თანასწორობისთვის“ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი და გენდერზე პასუხისმგებელი პირი,  ეკატერინე ფურცელაძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე.

შეხვედრია დასასრულს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მომხსენებლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღონ პასუხები.

შეხვედრა ხარაგაულის კინოთეატრში, 14:00 საათზე, ალაფურშეტით გაიხსნება.

 

ნანახია: 6729 - ჯერ