ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილთან ერთად, სოფელ ლაშეში, კიკალიშვილებისა და ცისკაძეების უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
კომპანია „ბორი-85“-მა კიკალიშვილებისა უბანში ბეტონის საფარი გზის 700 მეტრიან, ხოლო ლაშეში 600 მონაკვეთზე დააგო.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 106 924 ლარით დაფინანსდა. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა თანხის 5%-ს შეადგენს.