საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/rkinigza-5.jpg
21/08/2018 11:38

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

ქვეყნდება ,, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 2011 წლიდან სს „საქართველოს რკინიგზა“ (შემდგომში რკინიგზა) ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს (შემდგომში პროექტს), რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. პროექტის მთავარი მიზნია უღელტეხილის მონაკვეთზე მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის დროის შემცირება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობიდან ექვსივე გვირაბის მშენებლობა დასრულებულია. მოდერნიზაციის პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საუღელტეხილო მონაკვეთის გამტარუნარიანობა გაიზრდება 48 მლ ტონამდე, ხოლო სრული ავტობლოკირების სისტემის დანერგვის შემთხვევაში 100 მლ ტონამდე. ამას გარდა შემცირდება რკინიგზის ექსპლუატაციის და მოვლის ხარჯები. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა სხვადასხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (შემდგომში საექსპროპრიაციო ქონება), მათ შორის:   ეთერ ცხოვრებაძის (პ/ნ 35001052396) საკუთრებაში არსებული, N 17.33.152 ს/კ (მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. მოლითი) რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიან 505 კვ.მ; გელა ცხოვრებაძისა (პ/ნ 01033005355) და გოჩა ცხოვრებაძის (პ/ნ 01033005214) თანასაკუთრებაში არსებული, 17.31.071 ს/კ (მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნებოძირი) რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად და N36.17.31.052 ს/კ (მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნებოძირი) რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 561 კვ.მ; თინა კვინიკაძის (პ/ნ 56001020037) საკუთრებაში არსებული, 17.33.123 ს/კ (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნებოძირი) რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 187 კვ.მ და N36.17.33.234 ს/კ (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნებოძირი) რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 180 კვ.მ; მანანა ლომსაძის (პ/ნ 01027042496) საკუთრებაში არსებული, N17.33.172 ს/კ (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ანეულა) რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად და მანანა ლომსაძისა (პ/ნ 01027042496) და გიორგი ბანცაძის (პ/ნ 01027052208) თანასაკუთრებაში არსებული, N36.17.33.126 ს/კ (მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. მოლითი) რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად; ნიკო კაკიაშვილის (პ/ნ 35001047923) საკუთრებაში არსებული, N17.33.233 და N36.17.33.029  საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნებოძირი, ანეულა) სრულად; რკინიგზის მხრიდან წარმოებული მოლაპარაკებების მიუხედავად, აღნიშნულ მოქალაქეებთან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება საექსპროპრიაციო ქონების მორიგებით გამოსყიდვის თაობაზე. მედიაციის რესურსის ამოწურვის შემდეგ, მოქალაქეებს დამატებით, წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის თაობაზე და მიეცათ პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, სსიპ „ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ განსაზღვრული ღირებულების სანაცვლოდ. მესაკუთრეები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, რკინიგზა იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად, რაც ითვალისწინებს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევას შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და კანონის დანაწესის შესაბამისად, რკინიგზამ დაიწყო ექსპროპრიაციის პროცედურები.  „სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1-1/388 ბრძანებით, რკინიგზას მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, პროექტის ზემოქმედების ქვეშ არსებული, ზემოთ ჩამოთვლილი ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ბრძანება გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე. რკინიგზა, უახლოეს მომავალში მიმართავს სასამართლოს, საექსპროპრიაციო ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0005khjgsdkahgsd.JPG
15/08/2018 09:46

ნადაბურში გზის მშენებლობა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში მისასვლელი 6 კმ-მდე გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.  ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებმა სოფელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მონიტორინგი განახორციელეს. პროექტის ფარგლებში ნადაბურში, გზის მთელ სიგრძეზე, საჭიროების ადგილებზე მოეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები. მნიშვნელოვანია, რომ გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულია ორი ადგილობრივი მოსახლე. სახელშეკრულებო ვადებით საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სოფელში ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.  პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 727 502 ლარით დაფინანსდა.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sxtyjcghjghj.JPG
13/08/2018 10:56

სკოლების სატრანსპორტო მომსახურება მუნიციპალიტეტებს დაექვემდებარება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ მერის მოადგილესთან, თემურ ჩხეიძესთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სკოლების სატრანსპორტო მომსახურების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც სამომავლო გეგმები დასახეს. შეგახსენებთ, რომ სკოლების სატრანსპორტო მომსახურება ადგილობრივი თვითმმართველობების დაქვემდებარებაში, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა, ილია ბეგიაშვილმა და მზია გიორგობიანმა იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადეს, ახალი სასწავლო წლიდან გადავა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sfghbsvbzcv_1.JPG
09/08/2018 14:42

დათო ტურაშვილი ხარაგაულში

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართა. მწერალმა ბიბლიოთეკის მკითხველს საჩუქრად წიგნები გადასცა და საზოგადოებას საკუთარი შემოქმედების შესახებ ესაუბრა. დათო ტურაშვილმა დასმულ კითხვებს უპასუხა და ყურადღება საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა. როგორც მწერალმა აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალი, რაც ქვეყანას გააჩნია ესაა საგანმანათლებლო სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესება და იმ ადამიანების შრომის დაფასება, რომლებიც ჩვენი, მომავალი, თაობების აღზრდაზე არიან პასუხისმგებლები. შეხვედრის დასასრულს, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტის“ დირექტორმა, ნიკოლოზ მაჭავარიანმა მწერალს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და წარმატებები უსურვა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0047gghhj.JPG
08/08/2018 08:44

ათი წელი აგვისტოს ომიდან

ხარაგაულში აგვისტოს ომის გმირს პატივი მიაგეს. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. სოფელ ხიდრის მკვიდრი, 28 წლის ზაზა გლუნჩაძე, ერთადერთი იყო ხარაგაულიდან, რომელიც ბრძოლის ველიდან დაჭრილი მეგობრის გამოყვანის დროს მტრის ტყვიამ იმსხვერპლა.    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მოადგლე არჩილ მაღრაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული გმირის ზაზა გლუნჩაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილს პატივი მიაგეს. გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მამა გაბრიელმა (კურტანიძე). რუსეთ-საქართველოს ომს იმერეთიდან 34 ახალგაზრდა ემსხვერპლა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/jjagsdgagsdaass.JPG
07/08/2018 15:14

12 მილიონი ლარი ხარაგაულში გზების რეაბილიტაციისთვის

ბოლო ორი წლის განმავლობაში ხარაგაულში სასოფლო გზების მოსაწყობად 12 მილიონამდე ლარი დაიხარჯა!  წლის ბოლომდე კეთილმოწყობილი იქნება ხარაგაულის 52 სოფლის გზა, რაც, ჯამში, 80 კმ.-დე მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგებას გულისხმობს.  პროექტები რეგიონული განვიათრების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა! ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 78 სოფელია!   წინასაარჩევნო დაპირება - გზა ყველა სოფელს - გრძელდება და 2021 წლისთვის გზების კაპიტალური რეაბილიტაცია 78-ივე სოფელში დასრულდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/38435748_987935851386535_2697864087571791872_n.jpg
03/08/2018 15:29

სერბაისში გზის მშენებლობა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სერბაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ვახანის ცენტრიდან სერბაისის მიმართულებით, ცენტრალური გზის 1,5 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება.  საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სერბაისში რეგიონული განვითარების ფონდიდან 192 006 ლარით ფინანსდება.  პროექტის ფარგლებში გზის გასწვრივ მოეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები.  გზის სიგანე 3მ-ია. სერბაისში მოასფალტებული გზა არასდროს ყოფილა. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0014.JPG
02/08/2018 17:09

ქროლში გზის მშენებლობა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქროლში ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სოფელში, გზის რეაბილიტაცია რამდენიმე მონაკვეთზე ჩატარდება და ჯამში, 2 000 მეტრამდე გზა კეთილმოეწყობა.    საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქროლში რეგიონული განვითარების ფონდიდან 258 990 ლარით ფინანსდება.  გზის გასწვრივ, საჭიროების ადგილებზე მოეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები. სახელშეკრულებო ვადებით სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულდეს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0255.JPG
01/08/2018 11:49

მაღალმთიან სოფელ ნუნისში გზის მშენებლობა მიმდინარეობს

ნუნისი - მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. სოფელში მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი „სამთა ნუნისი“.  ნუნისში სოფლის ცენტრალური გზის  რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი 2,5 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყობა და რეაბილიტირებული გზა ნუნისის ბერების მონასტრამდე მივა. რეგიონული განვითარების ფონდიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ნუნისში 311,444 ლარით დაფინანსდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0164_1.JPG
01/08/2018 11:44

ხარაგაულში სტიქიით დაზიანებული ობიექტების აღდგენა წლის ბოლომდე მოხდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, სტიქიით დაზიანებული  ობიექტების აღსადგენად, სტიქიის ფონდიდან, 2 მილიონამდე ლარი გამოეყო. უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ხარაგაულის სოფლებში ეტაპობრივად მიმდინარეობს. სოფლების გარკვეულ ნაწილში აღდგენილია ხიდები და ხიდბოგირები, მოეწყო ნაპირსამაგრი სამუშაოები, აშენდა გაბიონები, მოხდა ძლიერი ქარის შედეგად დზიანებული სახლების სახურავების გამოცვლა, მობეტონდა გზები და მოეწყო სანიაღვრე არხები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებთან ერთად, სტიქიის ფონდით აღდგენილ ობიექტებზე მონიტორნგი განახორციელეს. სამუშაოები გრძელდება და წლის ბოლომდე სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურა ყველა სოფელში აღდგება.
სრულად