საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/fgkhflghkgh.jpg

ლიტერატურული თეატრი ბორითში სპექტაკლს და სამხატვრო პლენერს ჩაატარებს

13 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების ადგილზე, სოფელ ბორითში, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილ, იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლს -  „საქართველოს შიშველი სატევარი“ გამართავს.
ამავე დღეს, ლიტერატურული თეატრი გახსნის ტრადიციულ სამხატვრო პლენერს -„გამა“. პლენერში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მხატვრები, რომლებიც  ხარაგაულის ულამაზეს ხედებს დახატავენ და ნამუშევრებს რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულ თეატრს გადასცემენ საჩუქრად.

პლენერის დახურვა და პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოხდება, სოფელ უბისაში, უბისის მონასტერთან ახლოს 14 ოქტომბერს, 15:00 საათზე.

 

 

 

ნანახია: 7950 - ჯერ