საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/DFGFHGFHJHJ_1.JPG

“გენდერული თანასწორობის საბჭოები და გარემოს დაცვითი ინიციატივები” ხარაგაულში

არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ხარაგაულის საკრებულოს გენდერული საბჭოსთან ერთად პროექტი - „გენდერული თანასწორობის საბჭოები და გარემოს დაცვითი ინიციატივები“ განახორციელა.

პროექტის ფარგლებში ხარაგაულში ერთ-ერთი კედელი ფერადად მოიხატა. პანო, რომელიც  ხარაგაულელმა მხატვარმა გია მეიფარიანმა შეასრულა,  საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებასა და არსებულ ეკოლოგიურ გამოწვევებს ეძღვნება.

ფერად პანოსთან, დღეს, ხარაგაულის საკრებულოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, საბჭოს მდივანი, მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში ინგა ბერაძე, საბჭოს წევრები, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის, მერიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის - „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ხელმძღვანელმა, ხათუნა მანჯავიძემ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე და ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის აუცილებლობაზე  ისაუბრა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასმელი წყლის დაბინძურების ხარისხი გამოიკვლიეს, მერის წარმომადგენლების ჩართულობით მოიძიეს ინფორმაცია სოფლებში მეწყერსაშიში ზონების შესახებ, ასევე, შეიკერა და დარიგდა  ჩანთები, და ამით  მესიჯი გაეგზავნა საზოგადოებას, რომ პოლიეთილენის პარკების ნაკლები გამოყენებით ხელი  შევუწყოთ გარემოს დაცვას.

დღეს შეხვედრაზე ასევე აღინიშნა , რომ ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭომ დაამტკიცა  2018-2019 წლების ,,მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა“ , რომლის ფარგლებშიც დაგეგმილ აქტივობებს გენდერული საბჭო თანმიმდევრულად განახორციელებს.

ნანახია: 8125 - ჯერ