სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/316056942_501975998636468_9097545446754554618_n.jpg
17/11/2022 17:28

ხარაგაულელებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს იმერელი აზნაურის ტრაგიკული სულისკვეთება

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრმა ქალაქ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი” ითამაშა. ხარაგაულის თეატრალური დასი ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიწვევით და ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით გაემგზავრა. სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ დიდი ქართველი დრამატურგის, დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს მიეძღვნა. საინფორმაციო სააგენტო alion.ge სპექტაკლთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. წერილში ვკითხულობთ: ,,ხარაგაულელებმა ერთხელ კიდევ შეგვახსენეს მწერლის მიერ გულისმომკვლელი და სევდიანი სინამდვილით ასახული, უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი იმერელი აზნაურის ტრაგიკული სულისკვეთება.  მართალია ტრაგიკული, მაგრამ მაინც ღიმილისმომგვრელი პიროვნებაა 4 გასათხოვარი ქალის მამა დარისპანი, რომელსაც კარდაკარ დაჰყავს თავისი უფროსი ქალიშვილი კაროჟნა და უნიადაგო სიამაყესა და უადგილო ტრაბახს არ იშლის. რეჟისორ ირინა  ჩხეიძეს საინტერესოდ აქვს გადაწყვეტილი სპექტაკლის რეჟისურა. ამასვე ვიტყოდით მხატვრობაზეც. პროლოგში ბათუ კიკნაძეს საინტერესოდ გადაჰყავს მაყურებელი წარსულში და სცენზე თანდათან ცოცხლდებიან ძველ ფოტოებზე ასახული კლდიაშვილის გმირები. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ირინა ჩხეიძე(მართა ქვიტირიძისა), ლუიზა კიკნაძე (პელაგია საბელაშვილისა), ლია ჭიპაშვილი (ნატალია), ვასილ კიკნაძე(დარისპან ქარსიძე), მაია ბერაძე (კაროჟნა), ნიკოლოზ დეკანოსიძე (ონისიმე მათარაძე), დავით ჭყოიძე (ოსიკო ხარებაძე); სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება _დავით კვირიკაშვილი, ქორეოგრაფი _ზაზა ლურსმანაშვილი). სპექტაკლის დასრულების შემდეგ თეატრის რეჟისორმა ირინა ჩხეიძემ მადლობა გადაუხადა ოზურგეთელებს, რომ გურიაში აღნიშნეს დიდი ქართველი მწერლის უკვდავი „დარისპანის გასაჭირი“, რომელიც საუკუნეზე მეტია არ ჩამოდის ქართული თეატრის სცენიდან. სტუმრებს მიესალმნენ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორი ავთანდილ სურგულაძე და ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ვასილ ჩიგოგიძე. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ქალბატონი ირინა ჩხეიძე გაზეთ „ალიონს“ ესაუბრა. ხარაგაულის თეატრალური ცხოვრება გასული საუკუნის დამდეგიდან იღებს სათავეს. 30-იანი წლებიდან ხარაგაულში უკვე მუდმივი დასი არსებობდა, რომელსაც 1943-47 წლებში სახელმწიფო თეატრის სტატუსი ჰქონდა. 1959 წლიდან თეატრს სახალხოს წოდება მიენიჭა. თეატრი საერთაშორისო ფესტივალების გრან-პრის მფლობელია, წარმატებით მართავს სპექტაკლებს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ბოლო წლებში თეატრმა მონაწილეობა მიიღო თურქეთში და ლატვიაში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში, 2014 წელს ბელგიაში _ქ. ბრიუსელში. 2015 წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლმა „დარისპანის“ გასაჭირი“, ნომინაცია _„საუკეთესო ანსამბლური სპექტაკლი“ მოიპოვა. იმევე წელს გორში გამართულ საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალზე ნომინაცია _„საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი“ დაიმსახურა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს და ხარაგაული მერიას ხელშეწყობისათვის _აღნიშნა ირინე ჩხეიძემ.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0007.JPG
17/11/2022 11:45

ფარცხნალი - გაიგე რა გაკეთდა შენს სოფელში 2022 წელს

ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში 4 სოფელი - ფარცხნალი, ახალსოფელი, ისლარი და ღუდუმექეთი შედის. 2022 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან  ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულში ორი პროექტი დაფინანსდა. დასრულდა ისლარი, ფარცხნალი, ახალსოფელი , ოკიშურას დამაკავშირებელი 9 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. ბეტონის საფარი დაიგო ბარის უბანში. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს  ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ: მოსახლეობის მოთხოვნით, გარე განათების ქსელი მოეწყო ახალსოფელში. გასწორხაზოვნდა ახალსოფლის, ღუდუმექეთის  და ფარცხნალის საუბნო გზები. სანიაღვრე არხის მოეწყო სოფელ ისლარში. მოსახლეობის თხოვნით, წყლის სისტემა მოეწყო სოფელ ფარცხნალსა და ღუდუმექეთში. მოეწყო სოფლის წისქვილი. ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ოთხი სოფლის  ფარცხნალის ღუდუმექეთის, ისლარის და ახალსოფლის მთავარი საავტომობილო გზები სრულად მობეტონებულია. მიმდინარე წელს სოფელ ფარცხნალში 250 ოჯახი გაზიფიცირდა. საერთო ჯამში, ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირებულია სამი სოფელი ახალსოფელი, ფარცხნალი და ისლარი. ავთო თაბუკაშვილი ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულში, მერის წარმომადგენლის პოზიციაზე 2020 წლიდან მუშაობს.  მასთან ერთად უფლებამოსილებას ინაწილებს, სპეციალისტი ზურაბ მაღრაძე. ,,2022 წელი ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულისთვის მნიშვნელოვანი პროექტის ისლარი , ფარცხნალი,  ახალსოფელი, ოკიშურას დასრულების წელი იყო. წელს წინსწრებით დასრულდა 9 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია,  რომელმაც ოთხი სოფელი დააკავშირა მუნიციპალიტეტის ცენტრსა და კიცხის -ზესატაფონის დამაკავშირებელ გზას. მოსახლეობა  ძალიან კმაყოფილია, აღნიშნული პროექტის განხორციელებით, რადგან  რთულ მონაკვეთზე გადაადგილება გამარტივდა. სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში უბნებში მოიხრეშა ჩიხები, გაკეთდა სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. დიდი ყურადღება ექცევა წყლის სისტემების მოწესრიგებას, გარე განათების ქსელის მოწყობას.  წელს ეს პრობლემები იმ უბნებში გადაწყდა სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროება იყო. მაქსიმალურად ვცდილობთ,  მერთან, კობა ლურსმანაშვილთან მუდმივი კომუნიკაციით გადაწყდეს ის პრობლემები, რომელიც სოფელს აწუხებს. მომავალი წელი ძირითადად ფარცხნალში  წყლის სისტემების მოწესრიგებას დაეთმობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ადგილობრივი თვითმართველობის დაფინასებასთან ერთად სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს გამოვიყენებთ. სოფელ ფარცხნალში მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნებია: წყლის სისტემის მოწესრიგება, უბნებში გზების მობეტონება, გარე განათების მოწყობა დარჩენილ უბნებში, ნაგვის ურნების დამატება და ღუდუმექეთში ბუნებრივი გაზის შეყვნა. როგორც მერის წარმომადგენელი, ავთო თაბუკაშვილი განმარტავს, მოსახლეობისთვის შუამდგომლობის გაწევა  მერიასთან ძირითადად  წამლებზე, ერთჯერად ფინანსურ დახმარებაზე, სტიქიით დაზიანებულ სახლებსა და ოპერაცია-გამოკვლევების დაფინანსებისთვის უხდება. 2022 წელს მერის წარმომადგენელმა ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში სულ  131 შუამდგომლობა გასცა. მისთვის, როგორც მერის წარმომადგენლისთვის, მომავალი წლის პრიორიტეტები ასე გამოიყურება: ა)რეზო თაბუკაშვილის სახლამდე მისასვლელი გზის მობეტონება და გარე განათების დამონტაჟება;   ბ) გალაქტიონ ტაბიძე სადაც ცხოვრობდა იმ სახლამდე გზის მობეტონება (70 მეტრი).   გ) სოფლის შემოსასვლელში, ფარცხნალის მკვიდრი, ცნობილი მოღვაწეებისა და გამოჩენილი პიროვნებების მემორიალური დაფის მოწყობა.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0165_1.JPG
16/11/2022 16:23

ხარაგაულში რა? სად? როდის? მოსწავლეებს შორის გაიმართა

დღეს ხარაგაულის „კულტურისა და ხელოვნების“ ცენტრის და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, საჯარო სკოლების  მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. პირველ ტურში ოთხი საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. პირველ ადგილზე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია გავიდა, მეორე ადგილი მარელისის საჯარო სკოლამ დაიკავა. თანაბარი ქულებით, მეორე ეტაპზე გადავიდა დაბა ხარაგაულის მერე და ღორეშას საჯარო სკოლა. თითოეულ გუნდი 6 მოსწავლით იყო დაკომპლექტებული. დასმულ  20 ინტელექტუალურ თითოეულ შეკითხვაზე გუნდს პასუხის მოსაფიქრებლად ერთი წუთი ჰქონდა. მეორე ტურში საუკეთესო გუნდები ცალცალკე ითამაშებენ მრგვალ მაგიდასთან. მათგან საუკეთესო ზამთრის სერიის გამარჯვებული გახდება.   გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრით, ასევე, გამოვლინდება სეზონის მოაზროვნე მოსწავლეებს შორის, რომელსაც „ბროლის ბუ“ გადაეცემა.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0003_3.JPG
16/11/2022 16:11

ხარაგაულის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

დღეს, ხარაგაულის მერიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტის დოკუმენტები წარუდგინა. სხდომაზე, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილებ ის უფროსმა , ნინო მაღლაკელიძემ წარადგინეს.  როგორც მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა განმარტა, პროექტი საბოლოო არაა და მერია მზადაა მიიღოს არგუმენტირებული შენიშვნები  2023 წლის ბიუჯეტის პროექტში  ცვლილებების შესატანად.  2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა ხარაგაულის საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში გაგრძელდება. პროექტის საჯარო განხილვა 24 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება.     დანართი N 9 დადგენილების პროექტი მუნიციპალიტეტი 2023 დანართი N 7 განმარტებითი ბარათი დან. N 1 ხარაგაულის 2023 -2026 წლების პრიორიტეტეტების დოკუმენტი-საბოლოო აპარატის განცხადება  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ljghsdgh.png
16/11/2022 16:10

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით , განცხადებას აკეთებს.   გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დარეგისტრირდა მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადმოგზავნილი „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი“. საკრებულოს აპარატი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 85 - ე 108 -ე და 135-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტებს აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე და ა.ა.ი.პ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის მეშვეობით. დაინტერესებულ პირებს დოკუმენტის ნახვა ასევე შეუძლიათ ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე განთავსებულ საკრებულოს აპარატში. მისამართზე დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა N15. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება მიმდინარე წლის 24 ნოემბრს დღის 12:00 საათზე ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე. აქვე გაცნობებთ, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებში გაიმართება შემდეგი განრიგით: საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისია - 18 ნოემბერი დღის 11;00 საათი; საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - 18 ნოემბერი დღის 12: 00 საათი; საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხთა კომისია 21 ნოემბერი დღის 12:00 საათი; საკრებულოს იურიდიული,სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია 21 ნოემბერი დღის 11: 00 საათი; საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია 22 ნოემბერი დღის 11:00 საათი; კომისიის სხდომები ჩატარდება ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე განთავსებულ კომისიების სამუშაო კაბინეტებში, მისამართზე 9 აპრილის ქუჩა N15. გთხოვთ საკითხით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და ორგანიზაციებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგინოთ საკრებულოს   აპარატში არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 25 ნოემბრის დღის 12:00 საათისა. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის პატივისცემით საკრებულოს აპარატი ლენა კალანდაძე საკრებულოს აპარატი-აპარატის უფროსი   დანართი N 9 დადგენილების პროექტი მუნიციპალიტეტი 2023 დანართი N 7 განმარტებითი ბარათი დან. N 1 ხარაგაულის 2023 -2026 წლების პრიორიტეტეტების დოკუმენტი-საბოლოო აპარატის განცხადება  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_2_1_3.png
15/11/2022 17:24

16 ნოემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

16 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განსახილველად ერთი საკითხი იქნება წარმოდგენილი.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განსახილველად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. მომხს: მანანა ბარბაქაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_2_1_2.png
15/11/2022 16:24

16 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრებს მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო. აღნიშნულ თემას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 16 ნოემბერს გაიმართება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd654564as65d4a654ds654ads1.jpg
15/11/2022 15:54

,,იმერეთის 100 ძეგლი“ - ხარაგაულში გიორგი დვალაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, თბილისის სახელმწიოფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის, გიორგი დვალაშვილის ავტორობით  წიგნი ,,იმერეთის 100 ძეგლი“ გამოიცა. წიგნში ხარგაულის მუნიციპალიტეტიდან შესულია: ხარაგაულის მუზეუმი; ჩხერის ციხე; ვახანის ციხე; უბისის ტაძარი; კახორის წმინდა გიორგი; დევისხვრელის მღვიმე; ლეღვანის ტბა; ცაშეკრულას კანიონი; რკინისჯვრის მთა; ზვარე; ნუნისის ხეობა. ნაშრომში ასევე წარმოდგენილია იმერეთის ძეგლების ფოტოები, მუნიციპალიტეტების რუკები, ობიექტების შესახებ არსებული ლეგენდები და თქმულებები, სამეცნიერო-პოპულარულად დაწერილი საცნობარო ტექსტები. თითოეული ძეგლის ადვილად მისაგნებად წიგნში წარმოდგენილია ობიექტების ზუსტი მდებარეობა, სიმაღლე ზღვის დონიდან, მისასვლელი გზა (მანძილი თბილისიდან, ქუთაისიდან, ადმინისტრაციული ცენტრიდან), აგრეთვე გეოგრაფიული კოორდინატები. წიგნი არის ა4 ფორმატის და მოიცავს 124 ფერად, ილუსტრირებულ გვერდს. წიგნის პრეზენტაცია 22 ნოემბერს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, ,,DMO იმერეთის“ - ,,იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცი”-ისა და ხარაგაულის მერიის ორგანიზებით გამართულ ერთობლივ სამუშაო შეხვედრაზე მოხდება.  დასაწყისი 10 საათზე.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/314719520_196670511_n_1.jpg
15/11/2022 15:39

,,DMO იმერეთი“ - ხარაგაულში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო რეკომენდაციებზე იმუშავებენ

22 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ა(ა) იპ “იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცი”-ისა და ხარაგაულის მერიის ორგანიზებით ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. სამუშაო შეხვედრას ,,DMO იმერეთის“ აღმასრულებელი დირექტორი მარი დევიძე და  მარკეტინგის და პროდუქტის განვითარების მენეჯერი  ლალი ჟორჟოლიანი წარუძღვება. შეხვედრაზე დასასწრებად ვიწვევთ, ადგილობრივი კერძო სექტორის (სასტუმროები, საოჯახაო მარნები, რესტორნები, ტურიზმის სექტორში ჩართული ადამიანები) წარმომადგენლებს,  ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებს, მერის წარმომადგენლებს, ეთნოგრაფებს, ისტორიკოსებს, მასწავლებლებს, და ასევე მხარეთმცოდნეობის სპეციალისტებს. შეხვედრას ,,DMO იმერეთთან“  ერთად გაუძღვება ცნობილი მკვლევარი გიორგი დვალაშვილი. შეხვედრის მიზანია, შემუშავდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის საჭირო რეკომენდაციები. მსგავსი ხასიათის შეხვედრებს ,,დმო იმერეთი“  იმერეთის რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში გამართავს. შეხვედრების დასრულების შემდეგ შეიქმნება იმერეთის რეგიონის ერთიანი სარეკომენდაციო პაკეტი. აღნიშნული დოკუმენტი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამისს უწყებებს. შეხვედრაზე ასევე გაიმართება, ცნობილი გეოგრაფის, პროფესორის გიორგი დვალაშვილის წიგნის ,,იმერეთის 100 ძეგლი” პრეზენტაცია. შეხვედრა 22 ნოემბერს , ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, 10:00 საათზე დაიწყება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asg88roiiluyi_DSC0352.JPG
14/11/2022 12:48

ხარაგაულში სამედიცინო აქცია გაიმართა

12 ნოემბერს, ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებაში, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. აქციაში ქუთაისის ჩხობაძის სახელობის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ექიმები მონაწილეობდნენ. აქციის ფარგლებში, დაბის მოსახლეობას საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, რევმატოლოგის, ინფექციონისტის, კარდიოლოგის, ექოსკოპისტისა და უროლოგის კონსულტაციით. აქცია, ხარაგაულში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით,   რეგიონული ჯანდაცვის ცენტრთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად ჩატარდა.  რეგიონული ჯანდაცვის ცენტრთან კომუნიკაციაში აქტიურად იყო ჩართული ხარაგაულის მერია და საკრებულო, ასევე- ლ .საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, ხარაგაულის საკრებულოს წევრი, გოჩა გიორგიძე. სამედიცინო აქციის პროცესს გაეცნო მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ლ .საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, ხარაგაულის საკრებულოს წევრი, გოჩა გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე. ხარაგაულის კლინიკაში, ჩხობაძის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი, მსგავსი სახის სამედიცინო აქციას, ყოველთვიურად გამართავს.  
სრულად