სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/tr_1.jpg

ხარაგაულის მერიამ იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახალი ტრაქტორი შეიძინა

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია  იაპონიის საელჩოს-„ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის(GGP)“ -გამარჯვებული გახდა და ახალი ექსკავატორ-დამტვირთველის (JCB ტრაქტორი) შეიძინა.

 კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მერი:

,,მადლობა  იაპონიის  საელჩოს  მუნიციპალიტეტის დახმარებისა  და  მხარდაჭერისთვის. გრანტის  ფარგლებში შეძენილი სპეც- ტექნიკით შესაძლებელი იქნება შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, თოვლის საფარისაგან  გზების გაწმენდა, ინერტული მასალების გატანა და სხვადასხვა სამუშაოების განხორციელება. ასევე, ტექნიკა გამოყენებული იქნება სხვადასხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურული სერვისების გასაუმჯობესებლად.“

 ,,საამაყოა, რომ ხარაგაულის მერიამ მაღალი კონკურენციის პირობებში შეძლო დაფინანსების მოპოვება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხარაგაულის მერიას გრანტი არასდროს მიუღია და მისასალმებელია, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა."- აღნიშნავს კობა ლურსმანაშვილი.

  სპეც-ტექნიკით შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა, ინერტული მასალების გატანა და სხვადასხვა სამუშაოების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა.

 1998 წლიდან დღემდე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოში 200-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინა.

ნანახია: 704 - ჯერ