სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/rtu.jpg

ინტელექტუალური თამაშის გაზაფხულის სერიის პირველი თამაში გაიმართა

დღეს ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, ხარაგაულის კინოთეატრში, კულტურის და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაშის „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერის პირველი თამაში გაიმართა. 

ინტელექტუალური შეჯიბრი განსხვავებული ფორმატით წარიმართა. თამაშში დაბის I (გივი კურტანიძის ექვსეული) , დაბის II (დავით ჩადუნელის ექვსეული), საღანძილის, მარელისის, ვახანის და ზვარის გუნდები მონაწილეობდნენ.

ყველა მონაწილე გუნდმა   20 ერთნაირ ინტელექტუალურ შეკითხვას უპასუხა.  მათგან ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი,საღანძილის ექვსეული და  დაბის I (გივი კურტანიძის ექვსეული) შემდეგ ეტაპზე,  ,,მრგვალ მაგიდასთან," გააგრძელებს ბრძოლას „ბროლის ბუს“ მოსაპოვებლად.

ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერიის ფინალი 15 მაისს გაიმართება.

ნანახია: 308 - ჯერ