სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfxb.jpg

11 აპრილს ბორითის კლინიკაში აქცია გაიმართება

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ბორითის კლინიკის, აღმასრულებელი მენეჯერი დიმიტრი კოჩაძე , 11 აპრილს 12 :00 სთ-დან ბენეფიციარებს აქციის ფარგლებში უმასპინძლებს.

კონსულტაციას რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულების  გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ჩაატარებენ:  

1.  ექიმი პედიატრი და ოჯახის ექიმი - ნანი არევაძე ,

2.  ექიმი კარდიოლოგი და ექოკარდიოსკოპისტი - ვლადიმერ თხელიძე ,

3.  ექიმი ნევროლოგი და ფტიზიატრი - ქეთევან აბრამიშვილი, ექიმი ექოსკოპისტი - ხატია გელაშვილი,

4.  ექიმი კარდიოლოგი - გია უგრეხელიძე.

 

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა  რაიონიდან გაუსვლელად, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ბორითის კლინიკაში  მიიღოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების უფასო კონსულტაცია,  საჭიროებისამებრ ადგილზე  ჩაიტაროთ საჭირო დამატებით  კვლევა ( ელექტროკარდიოგრამა, ექოსკოპია). ბენეფიციარის გასინჯვის  და დიაგნოსტიკის შემდეგ ადგილზე მოხდება სამკურნალო-პრევენციული ღონისძიებების შერჩევა და დაგეგმარება.  

 

ბორითის სამედიცინო ცენტრი, მადლობას უხდის შპს“ რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორს ბატონ - გიორგი აბაიაძეს, შპს“ რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დირექტორს ქალბატონ ნანა მგალობლიშვილს და  მოწვეულ სპეციალისტებს გაწეული დახმარებისთვის.  

 დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:  577 480 018. 

 

ნანახია: 603 - ჯერ