სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd_1.jpg

9 აპრილს ხარაგაულში

9 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები 14 საათზე,  9 აპრილის სკვერში,  მემორიალს ყვავილებით შეამკობენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. 
 
ხარაგაულის მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თომა (ლაცაბიძე) 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს აღავლენს. 
 
 ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეები ლიტერატურულ კომპოზიციას წარმოადგენენ.
 
 
 
1989 წლის, 9 აპრილს, თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ ძალისმიერად დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.
 
 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
ნანახია: 470 - ჯერ