სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0388%20-%20Copy.JPG
26/08/2022 16:52

მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ჩრდილში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 კობა ლურსმანაშვილი სოფელ ჩრდილში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.  სოფელ ჩრდილში, ტალახაძეების და გოგნაძეების საუბნო გზების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.  ადგილობრივი მაცხოვრებელები მერთან საუბარში აღნიშნავენ, რომ სოფლისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა. სოფელ ჩრდილში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, დაფინანსება ხარაგაულის მერიამ საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის და მერის, კობა ლურსმანაშვილის ერთობლივი მუშაობის და ძალისხმევის შედეგად მიიღო.  შესრულებულ სამუშაოებს ხარაგაულის მერი, პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან დავით კიკნაძესთან, საკრებულოს წევრებთან პაატა გოგოლაძესთან, ბესიკ კვირიკაშვილთან და მერის წარმომადგენელთან , ბესიკ დალალიშვილთან ერთად გაეცნო.  ტალახაძეების უბნის გზის რეაბილიტაციისათვის 481 512 ლარი გაიხარჯება. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი გზის 1024 მეტრ მონაკვეთზე დაიგება.  გოგნაძეების უბანში გზის მშენებლობის ღირებულება 313 181 ლარს შეადგენს, სადაც გზა 535 მეტრ მონაკვეთზე მობეტონდება.  ინფრასტრუქტურული პროექტები ორ ეტაპიანია.სამუშაოების მწარმოებელი კომპანია შპს ,,გგ“ პროექტებს წინსწრებით ასრულებს.  მეორე ეტაპის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/301444194_5382689255101639_3393402517473824870_n.jpg
26/08/2022 13:22

უკვე მესამე დღეა მოლითში ხანძრის კერებს აქრობენ

 უკვე მესამე დღეა მოლითში ,სოფელ ბეჟათუბნის და გოლათუბნის ტყეებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხანძრის კერებს აქრობენ.  ხანძრის პირველივე წუთებიდან ადგილზე იმყოფებოდა და ყოველდღიურ რეჟიმში, საგანგებო მდგომარეობის მართვის პროცესში ჩართული გახლდათ ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.  სახანძრო-სამაშველო მანქანების გადაადგილებისთვის მოხდა ახალი გზის გაყვანა ტყის მასივში.  შესაბამისი ღონისძიებების დროულად გატარების შემდეგ სოფელში ცეცხლის გავრცელების საფრთხე აცილებული იქნა.  ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის განყოფილების უფროსის, ივანე ბურჯანაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის კერები თითქმის სრულად ლოკალიზებულია ბეჟათუბნის ტყეში.  მიმდინარეობს სოფელ გოლათუბნის მახლობლად , ტყეში გავრცელებულ ხანძრის ძირითადი კერების ლიკვიდაცია.  ცეცხლის კერების ლოკალიზებაში ხარაგაულის სახანძრო- სამაშველო ჯგუფებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების თანამშრომლები და ადგილობრივი მოხალისეები.  სახანძრო- სამაშველო ბრიგადები ხანძრის ახალი კერების გაუვნებელყოფვის მიზნით მუშაობას კვლავ აგრძელებენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/301669515_5382715678432330_242713917498351889_n.jpg
26/08/2022 13:21

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ხანძრის პირველი წუთებიდან ადგილზე იმყოფება

 უკვე მესამე დღეა მოლითში ,სოფელ ბეჟათუბნის და გოლათუბნის ტყეებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხანძრის კერებს აქრობენ.  ხანძრის პირველივე წუთებიდან ადგილზე იმყოფებოდა და ყოველდღიურ რეჟიმში, საგანგებო მდგომარეობის მართვის პროცესში ჩართული გახლდათ ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.  სახანძრო-სამაშველო მანქანების გადაადგილებისთვის მოხდა ახალი გზის გაყვანა ტყის მასივში.  შესაბამისი ღონისძიებების დროულად გატარების შემდეგ სოფელში ცეცხლის გავრცელების საფრთხე აცილებული იქნა.  ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის განყოფილების უფროსის, ივანე ბურჯანაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის კერები თითქმის სრულად ლოკალიზებულია ბეჟათუბნის ტყეში.  მიმდინარეობს სოფელ გოლათუბნის მახლობლად , ტყეში გავრცელებულ ხანძრის ძირითადი კერების ლიკვიდაცია.  ცეცხლის კერების ლოკალიზებაში ხარაგაულის სახანძრო- სამაშველო ჯგუფებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების თანამშრომლები და ადგილობრივი მოხალისეები.  სახანძრო- სამაშველო ბრიგადები ხანძრის ახალი კერების გაუვნებელყოფვის მიზნით მუშაობას კვლავ აგრძელებენ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_11.png
23/08/2022 14:54

  5 სექტემბერს საკრებულოს სხდომა გაიმართება

                                                                                  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 5 სექტემბრის მორიგი   სხდომის                                                              დღის წესრიგი N48 ხარაგაულის საოლქო სააჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 08 აგვისტოს N 02/ 2022 განკარგულების გაცნობა „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს გამოკლებული წევრის ნაცვლად მისი ადგილმონაცვლის ცნობის შესახებ                                                                                      მომხს:  ოთარი ლურსმანაშვილი  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო  სამსახურის  ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ                                                                                                        მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო  კომისიის  ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ                                                                                           მომხს:  პავლე კიკალიშვილი   „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  ეკონომიკის,  ქონების  მართვისა  და  ინფრასტრუქტურის  საკითხთა  კომისიის  შემადგენლობის  ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133720  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                                                                             მომხს:  ოთარი ლურსმანაშვილი    „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ              საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის                                                  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N 69.692133722                          განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                 მომხს:  ოთარი ლურსმანაშვილი    სხვადასხვა :   ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია                                                                                                  მომხს: მარინე ხვედელიძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს. „ხარაგაული - 2011“ -ს ლიკვიდაციის პროცესის დასაწყებად მზადების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია                                                                                                   მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი                       საკრებულოს თავმჯდომარე                                    მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdDSC0137%20(1).JPG
22/08/2022 22:16

კობა ლურსმანაშვილი: მთავარია გუნდური, კოორდინირებული მუშაობა

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა  მერიის სამსახურების და განყოფილებების უფროსებთან და ა(ა)იპების ხემძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. მერმა თათბირზე გუნდურობის, კოორდინირებული მუშაობის, მოსახლეობასთან დროული და ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტები. მერის გადაწყვეტილებით ყოველ ორშაბათს , სამუშაო ფორმატში , ერთ სივრცეში მოხდება იმ თემების, გამოწვევების და მიღწევების განხილვა , რაც თითოეული სამსახურის წინაშე დგას.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0100asd.JPG
22/08/2022 22:14

ორშაბათის თათბირის მთავარი თემა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა.  თათბირზე მერმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისგან  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მოისმინა ინფორმაცია.  კობა ლურსმანაშვილმა წარმომადგენლებს სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი მოთხოვა, რათა პროექტები დროულად და ხარისხიანად დასრულდეს. რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული 19 პროექტიდან 18 პროექტი დასრულდა.  მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ინფორმაციით,  სამუშაოები მიმდინარეობს კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება. ინფორმაციისთვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე,  ხარაგაულმა   2 მილიონ 940 ათას 390 ლარი მიიღო. ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში და წისწრებით შესრულების მხრივ ხარაგაული 10 საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის არის. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაული რეგიონული განვითარების ფონდმა, მეორე ეტაპზე ,   2 მილიონ 150 000    ლარით დააფინანსა. ახალი დაფინანსება , რომელიც მუნიციპალიტეტმა მიიღო სოფლებში რთულად გადასაადგილებელი მონაკვეთების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.  თათბირის მიმდინარეობისას, კობა ლურსმანაშვილმა,  პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები მიმოიხილა.  ,, ის პროგრამები, რასაც ხარაგაულის მერია სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით აწვდის მოსახლეობას მაქსიმალურად ორიენტირებულია სხვადასხვა სეგმენტ ჯგუფების საჭიროებებზე. ჩვენი ვმუშაობთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გავაფართოოთ შესაბამისი პროგრამები. 2023 წელს ჩვენ გვექნება შშმ პირთა პერსონალური დახმარების სერვისები, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ ფონს სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის კუთხით“- განაცხადა თათბირზე ვარლამ ჭიპაშვილმა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/FB_IMG_1661165544500_1.jpg
22/08/2022 15:52

ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ,  სოფელ ვარძიაში რგფ - ის დაფინანსებით  განხორციელებული  პროექტი დაათვალიერა 

  ვარლამ ჭიპაშვილმა, სოფელ ვარძიაში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტი დაათვალიერა.     მერის პირველი მოადგილე, შესრულებულ სამუშაოებს ვარძია-წყალაფორეთი-ხიდარის მაჟორიტარ დეპუტატთან, შმაგი ხიჯაკაძესთან ერთად გაეცნო.   ხარაგაულის მერიის პრიორიტეტი  სოფელში გადასაადგილებლად რთული მონაკვეთების რეაბილიტაციაა.    ოკრიბელაშვილების უბანში, ბეტონის საფარი 1200 მეტრ მონაკვეთზე დაიგო.   პროექტის ღირებულება 228 ათას 888 ლარი.    ️ სამუშაოებს შპს ,,სანდრო“ ასრულებს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/61c1bf307ec6f.jpg
22/08/2022 15:49

ხარაგაულში უფასო იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი იხსნება

  23 აგვისტოს 13:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში  იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება.   შეხვედრაზე  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, რაჟდენ კუპრაშვილი  დამსწრე საზოგადოებას, სამსახურის სერვისებსა და მიმდინარე პროექტებს გააცნობს.   საკონსულტაციო ცენტრი ხარაგაულის მერიის პირველ სართულზე განთავსდება .   სადაც მოქალაქეები სამართლებრივ საკითხებზე კვალიფიციური რჩევის მიღებას შეძლებენ.    მოქალაქეებს ასევე გაეწევათ იურიდიული დახმარება . სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს.    მოწყვლადი ბენეფიციარებისთვის, #უფასო სამართლებრივ დახმარებას სახელმწიფო მთლიანად უზრუნველყოფს.     საქართველოს მასშტაბით,  იურიდიული დახმარების სამსახური 13 ბიუროსა და 34 საკონსულტაციო ცენტრის სახით არის წარმოდგენილი.     ხარაგაულის იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი რიგით  35-ე  იქნება.   შეხვედრის დასასრულს, მოქალაქეებს შეეძლებათ იურისტებს სამართლებრივ საკითხებზე დაუსვან კითხვები და კვალიფიციური პასუხები მიიღონ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/299466469_427837839374457_3499790053074447203_n.jpg
20/08/2022 10:02

22 აგვისტოს 11-დან 18 საათამდე ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის გზა დაიკეტება

     საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ნიუ როუდი“ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სამუშაოთა შესრულების მიზნით, აღნიშნული გზის მე-7 კმ-ზე 2022 წლის 22 აგვისტოს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.  საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზების გავლით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0225_1.JPG
18/08/2022 16:07

ხარაგაულის თეატრალურმა დასმა ხარაგაულელ მაყურებლისთვის სპექტაკლი ,,მაცეკვე ტანგო“ განმეორებით ითამაშა

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრალურმა დასმა ხარაგაულელ მაყურებლისთვის სპექტაკლი ,,მაცეკვე ტანგო“ განმეორებით ითამაშა. სპექტაკლს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი ( ბოგვერაძე) და დეკანოზი თომა (ლაცაბიძე) ესწრებოდნენ.   სპექტაკლის რეჟისორი ირინე ჩხეიძე გახლავთ.  მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, ვასიკო კიკნაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ლია ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე. სპექტაკლი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა.
სრულად