სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdvhbc.jpg

ირინე ჩხეიძის წარმატების გასაღები

ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროექტის ,,წარმატების გასაღების" ფარგლებში, ხარაგაულელი ახალგაზრდები, მერიის კულტურის სამსახურის უფროსს, თეატრის რეჟისორს, ხარაგაულის დიდი თეატრალური ტრადიციების გამგრძელებელს, ირინე ჩხეიძეს შეხვდნენ.

ირინე ჩხეიძის, როგორც რეჟისორის და მსახიობის წარმატებას 17 სპექტაკლი  და არაერთი ჯილდო განსაზღვრავს.

შეხვედრაზე თეატრალური ექსკურსი გაკეთდა და ირინე ჩხეიძემ ახალგაზრდების წინაშე  საკუთარი სასცენო თუ სატელევიზიო სახეების შექმნის ისტორია გაიხსენა.

,,ძალიან ბევრი უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, უნდა წაიკითხოთ ბევრი წიგნი, ნახოთ ძალიან ბევრი კარგი ფილმი, მოუსმინოთ  სხვადასხვა ჟანრის მუსიკას, უნდა ეცადო ბევრი ცოდნა და გამოცდილება, ბევრი ემოცია დაგროვდეს შენში. წარმატების მთავარი გასაღები არის შრომა და სიყვარული“ - ამბობს ირინე ჩხეიძე.

შეხვედრა ახალგაზრდული ფესტივალის ,,გაზაფხულის ხარაგაულის" ფარგლებში ატარდა.

 პროექტის იდეა  ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ეკუთვნის.

 

ნანახია: 400 - ჯერ