სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0107.JPG
17/10/2022 17:33

კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის ახალი ტურისტულ-რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა

,,ჩაიფიქრე_ხარაგაული“ - ახალი ტურისტულ-რეკრეაციული სივრცე, სულ მალე ხარაგაულელების საყვარელი ადგილი გახდება.   ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის განხორციელებით დაინტერესდა და ახალი რეკრეაციული სივრცე მერის მოადგილესთან, დავით დევდარიანთან და თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან ერთად დაათვალიერა.   ხარაგაულის სერზე, სარეკრეაციო ზონის მოსაწყობად  სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. დარჩენილია პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე დეტალი, რის შემდეგაც ახალი ტურისტულ - რეკრეაციული სივრცე  სრულ სახეს მიიღებს. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა  ორ ადგილიანი საქანელა, ფოტოს გადასაღები ჩარჩო და ფანჩატური. ხარაგაულის მერმა ახალი სივრცე ბავშვებთან ერთად დაათვალიერა და პროექტის უსაფრთხოების დეტალებით დაინტერესდა. ადგილი, საიდანაც ხარაგაულის ულამაზესი ხედები იშლება , მალე საინტერესო და სიმბოლური დატვირთვის მქონე გახდება, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე სტუმრებისთვის. პროექტი კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი იდეაა, რომელიც სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. იდეა, ხარაგაულელ ზურაბ თაბუკაშვილს ეკუთვნის. პროექტის ღირებულება  10 279 ლარს შეადგენს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0105.JPG
17/10/2022 17:27

,,ჩაიფიქრე_ხარაგაული“ - ახალი ტურისტულ-რეკრეაციული სივრცე ხარაგაულში

,,ჩაიფიქრე_ხარაგაული“ - ახალი ტურისტულ-რეკრეაციული სივრცე, სულ მალე ხარაგაულელების საყვარელი ადგილი გახდება.   ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის განხორციელებით დაინტერესდა და ახალი რეკრეაციული სივრცე მერის მოადგილესთან, დავით დევდარიანთან და თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან ერთად დაათვალიერა.   ხარაგაულის სერზე, სარეკრეაციო ზონის მოსაწყობად  სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. დარჩენილია პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე დეტალი, რის შემდეგაც ახალი ტურისტულ - რეკრეაციული სივრცე  სრულ სახეს მიიღებს. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა  ორ ადგილიანი საქანელა, ფოტოს გადასაღები ჩარჩო და ფანჩატური. ხარაგაულის მერმა ახალი სივრცე ბავშვებთან ერთად დაათვალიერა და პროექტის უსაფრთხოების დეტალებით დაინტერესდა. ადგილი, საიდანაც ხარაგაულის ულამაზესი ხედები იშლება , მალე საინტერესო და სიმბოლური დატვირთვის მქონე გახდება, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე სტუმრებისთვის. პროექტი კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი იდეაა, რომელიც სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. იდეა, ხარაგაულელ ზურაბ თაბუკაშვილს ეკუთვნის. პროექტის ღირებულება  10 279 ლარს შეადგენს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/302190647_857807445631908_3704224838900148106_n.jpg
17/10/2022 10:58

ლიტერატურული თეატრი სპარტაკ ლაცაბიძის ახალი წიგნის პრეზენტაციაზე გიწვევთ

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის,ხელმძღვანელის , იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, 18 ოქტომბერს, 15 საათზე , ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში, სპარტაკ ლაცაბიძის წიგნის ,,მზის ამოსვლამდე" პრეზენტაცია გაიმართება. ეს სპარტაკ ლაცაბიძის მეორე წიგნია. წიგნის რედაქტორია მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მურად მთვარელიძე. წიგნის წინასიტყვაობის ავტორები მურად მთვარელიძე და იზა ვეფხვაძე. დასწრება თავისუფალია.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/311227936_1412680502589729_4497206432767920041_n_1.jpg
13/10/2022 18:52

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ზურაბ მენთეშაშვილი და პროგრამის ხელმძღვანელი ანა ბენდელიანი დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დამსაქმებლებს შეხვდნენ, მათთან ერთად პროგრამის მიმდინარეობის პროცესებს გაეცნენ  და არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრას  ხარაგაულის მერის პირველ მოადგილე  ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან და  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად  ესწრებოდა. ვარლამ ჭიპაშვილმა პროგრამის განხორციელებისას გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ გამოწვევებზე დეტალურად ისაუბრა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხარაგაულს საზოგადოებრივი სამუშაოების  პროგრამის განხორციელების საუკეთესო მენეჯმენტი და პრაქტიკა აქვს. ,,ყველაზე მეტი დასაქმებული იმერეთში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ჰყავს , რაც კიდევ ერთხელ  პროგრამის განხორციელების მიმართ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მიუთითებს“ - აღნიშნა პროგრამის ხელმძღვანელმა ანა ბენდელიანმა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ზურაბ მენთეშაშვილმა შეხვედრაზე პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ გააჟღერა ინფორმაცია, რაც მონიტორინგის პროცესის დაწყებას  გულისხმობს. ზურაბ მენთეშაშვილი: ,,მონიტორინგის ეტაპი სამ თვეს მოიცავს და  წლის ბოლომდე ყველა დამსაქმებლისა და დასაქმებულის შემოწმებას ითვალისწინებს. შემოწმება შრომის ინპექციის , დასაქმების სააგენტოს და მერიის მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელდება. პროექტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შეფასება გავაკეთოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ არსებული გამოწვევები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შესაბამისი რეკომენდაციები გავცეთ. ჩვენი მიზანია დასაქმების  პროცესი იყოს სამართლიანი და პროგრამა გამჭირვალედ წარიმართოს.“    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0474.JPG
13/10/2022 17:34

13 ოქტომბერი, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა

დღეს, ეროვნული გმირის გარდაცვალების დღეს, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი საკრებულოს წევრთან, ოთარ ლურსმანაშვილთან ერთად სოფელ ბორითში, იმ ადგილზე მივიდა,  სადაც მერაბ კოსტავა 33 წლის წინ, ავტოკატასტროფაში, ტრაგიკულად დაიღუპა. მერის პირველმა მოადგილემ,  მერაბ კოსტავას მონუმენტი გვირგვინით შეამკო და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირი ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული და გადასახლებული.  ბოლოს1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს დაიღუპა.  დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_11.png
13/10/2022 17:13

17 ოქტომბრის ბიუროს სხდომა გაიმართება

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ოქტომბრის ბიუროს მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა 1..ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 2.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,, ხარაგაულის დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანება “ - ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ მომხს: ზაზა კაციტაძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ბაზალეთის და სოფელ ვარძიის სასოფლო ამბულატორიების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების, გასხვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 5.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/download%20(1).jpg
13/10/2022 11:25

18 ოქტომბერს  გოჩა ბუაჩიძის სახელობის ტურნირი გაიმართება

18 ოქტომბერს , სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ინიციატივით,  საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის მინი ფეხბურთში გოჩა ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდება. ტურნირი სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დარბაზში 10 საათზე დაიწყება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/BPG_DSC0078.jpg
12/10/2022 23:13

ხარაგაულში, შინ მოვლის და პერსონალური ასისტენტის პროგრამის განხორციელება დაიწყო  

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაული“,  ასოციაცია “ანიკას” დაფინანსებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში ახორციელებს.  პროექტის პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“. პროექტს, თანადაფინანსებას უწევს ხარაგაულის მერია. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი აქტიურად არის ჩართული პროგრამის განხორციელების პროცესში,  მხარდაჭერას უცხადებს პროექტს და მზადაა ერთი წლის შემდეგ,  შინ მოვლის და პეროსნალური ასისტენტის, როგორც სოციალური სერვისის  მართვა მერიამ გადაიბაროს.  როგორც ა/ო ,,ნაბიჯი ხარაგაული“-ს დამფუძნებელი, რუსუდან გურგენიძე განმარტავს შინმოვლის პროგრამა იმ მოქალაქეებს მოიცავს,  რომელთაც ფიზიკური და  ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვთ საკუთარი თავის მოვლის უნარი და ზრუნვას საჭიროებენ . ამ ეტაპზე, შინ მოვლის პროგრამის განხორციელება  სოფელ წიფაში, ზვარეში, მოლითში, ვახანში, ლეღვანში, წყალაფორეთში, საღანძილესა და ფარცხნალში მიმდინარეობს  და მასში 30 ბენეფიციარია ჩართული. დღეს ხარაგაულში პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ დეტალებს  ასოციაცია „ანიკას“ წარმომადგენელი, პროექტის იმერეთის რეგიონალური კოორდინატორი ანუკი ჯანელიძე გაეცნო.  ანუკი ჯანელიძე მონიტორინგის მიზნით, უშუალოდ დაესწრო შინ მოვლის პროგრამის ბენეფიციარის შეფასების პროცესს. როგორც პროგრამის კოორდინატორი, თამარ შავიძე აცხადებს ბაზაში 100 ბენეფიციარია, სამუშაო ჯგუფი თითოეულ ბენეფიციართან მიდის და ბართელის ინდექსის მიხედვით ახდებს ზუსტ იდენტიფიცირებას რამდენად საჭიროებს ბენეფიციარი მომსახურების მიღებას. მისი განცხადებით  სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის მონიტორინგი პროგრამის მიმდინარეობას გააუმჯობესებს. ,,დღევადელი ვიზიტი პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა, ექთნები და პერსონალური ასისტეტები ამას ყოველდღიურად აკეთებენ. ჩვენი მიზანია, რომ ვნახოთ პრაქტიკაში თუ როგორ ხორციელდება შინ მოვლის პროგრამა  და გავიაროთ ის გზა,  რასაც ყოველდღიურად გადიან ექთნები და პერსონალური ასისტენტები, რათა შემდეგ გუნდს დავუბრუნო უკუკავშირი და რეკომენდაციები.“ კითხვაზე ხომ არ დადგა პროგრამა განხორციელების ეტაპზე სხვადასხვა გამოწვევების წინაშე პროგრამის იმერეთის რეგიონის კოორდინატორი, ანუკი ჯანელიძე პასუხობს , რომ გამოწვევებისთვის მზად იყვნენ, რადგან ხარაგაული რთული რელიეფის მქონე მუნიციპალიტეტია, სადაც ბევრი მაღალმთიანი სოფელია, პროგრამაში კი ტრანსპორტირების ხარჯები არ არის გათვალისწინებული. ,,არ გვიკვირს ეს გამოწვევები, მაგრამ გვინდა პროგრამის მიმდინარეობის პროცესში არცერთი დეტალი არ გამოგვრჩეს,რისი გამოსწორებაც და გათვალისწინებაც შეიძლება,  რომ შემდეგ წელს როდესაც მუნციპალიტეტი გადაიბარებს პროექტს მაქსიმალურად აწყობილ პროგრამა გადავცეთ“- ამბობს ანუკი ჯანელიძე.                  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/311618439_5517570744946822_4491213025793306461_n.jpg
12/10/2022 22:05

ინგა თურქაძე შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის , შიდა აუდიტის განყოფილების უფროსად დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე , ხარაგაულის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კარიერული განვითარების საფუძველზე, შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის, შიდა აუდიტის განყოფილების უფროსად ინგა თურქაძე დაინიშნა.  ინგა თურქაძე, ამ დრომდე მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებდა. ინგა თურქაძე პროფესიით იურისტია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ხარაგაულის მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე. აქვს ადვოკატად მუშაობის მრავალი წლის გამოცდილება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/FB_IMG_1665570440572_1.jpg
12/10/2022 15:16

ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ ახალი წიგნები მიიღო

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და ფონდი არველაძის ფინანსური მხარდაჭერით, უკვე მეშვიდედ  ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი განხორციელდა.  პროექტის მიზანია, ასოციაციის წევრმა ბიბლიოთეკებმა, ყოველწლიურად შეძლონ წიგნადი ფონდების შევსება გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებით. პროექტის ფარგლებში ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკას  900 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა, რომლითაც  ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და მასში შემავალი განყოფილებების წიგნადი ფონდი განახლდება.  ,, პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო რამდენიმე გამომცემლობა, 900 ლარის ფარგლებში შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი ლიტერატურა. ჩვენს მიერ არჩეული წიგნები ფოსტით გამოგვიგზავნეს. წიგნები უკვე დამუშავებულია და გადაეცემა როგორც ცენტრალურ, ასევე მასში შემავალ განყოფილებებს. დღეს ახალი წიგნები გადავეცით პატარა ხარაგაულის ბიბლიოთეკას. იმედი მაქვს,რომ ეს ქველმოქმედება კვლავ გაგრძელდება.“-ამბობს საბიბლიოთეკო განყოფილებათა ხელმძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი.
სრულად