სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/262108074_4603249043057350_3286590987601012225_n.jpg
06/12/2021 14:54

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ფოტოკონკურსს აცხადებს

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, ნინო დიდიძის ინფორმაციით, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი  ფოტოკონკურსს - „შემოდგომა, მე და იზოლაცია" ატარებს.  ფოტოკონკურსში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ.  საუკეთესო ფოტოები დაიბეჭდება, რომელთა გამოფენა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მოეწყობა.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან მუზეუმის სიგელით და გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფოტოები, 14 დეკემბრამდე, უნდა გაგზავნონ მისამართზე xaragaulismuzeumi@gmail.com
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/biujeti%202021/_DSC0304.jpg
05/12/2021 12:43

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში

2021 წელს ხარაგაულში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მერის ანგარიშში ვრცლადაა წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, კულტურის თუ სპორტის მიმართულებით წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები.                         ვრცლად იხილეთ      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_6.png
04/12/2021 12:22

ხარაგაულის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა

ფრაქცია ,,ქართული ოცნება  დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა თავმჯდომარედ , შალვა ლურსმანაშვილი აირჩიეს, მოადგილეებად უშანგი ბერაძე, ნონა ზურაბიანი და ირმა ვაქერ  სებისკვერაძე. ასევე დღეს შეიქმნა ფრაქცია ,, ნაციონალური მოძრაობა“ ,ფრაქციის წევრებმა თავმჯდომარედ თორნიკე ავალიშვილი აირჩიეს ,მოადგილეებად ქეთევან ზუმბაძე და ბაქარ ბარბაქაძე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Capture321.JPG
03/12/2021 20:15

საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიას პავლე კიკალიშვილი უხელმძღვანელებს

ახალ საკრებულოში პავლე კიკალიშვილი ოთხი ადმინისტრაციული ერთეულის ლაშის, ბაზალეთის, სარგვეშის და ღორეშის მაცხოვრებლების ინტერესებს დაიცავს და ასევე საკრებულს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას უხელმძღვანელებს. პავლე კიკალიშვილი წინა მოწვევის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა. ასევე გახლდათ ლაშის მაჟორიტარ დეპუტატი. ,,ხარაგაულში სულ პირველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი გახლდით, შესაბამისად ჩემთვის ამ სფეროში მოღვაწეობა უცხო არაა. თუმცა მაშინ ისეთი რთული პერიოდი იყო, რაიმე ღირებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვეძლეოდა. ახლა როცა ვხედავ, რომ ქვეყანა სწრაფი ტემპით ვითარდება და არაერთი კარგი საქმე კეთდება, რა თქმა უნდა, მეც მსურს ამ პროცესის თანამონაწილე ვიყო და ჩემს მოსახლეობაზე ვიზრუნო. ეს ოთხი წელი საკმაოდ აქტიური და ნაყოფიერი იყო, ბევრი კარგი და საჭირო პროექტები განხორციელდა ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში. ყოველთვის გვერდით მედგა აღმასრულებელი ხელისუფლება, თუ წარმომადგებლობითი ორგანო. თითოეული ჩემი ამომრჩევლის წუხილი გულთან მიჰქონდათ და კომპეტენციის ფარგლებში მეხმარებოდნენ. ასე გაგრძელდება სამომავლოდაც, ამჯერად უკვე ოთხი თემის პრობლემებზე უნდა ვიზრუნო. თითქმის ყველა ოჯახს ვიცნობ, ვიცი მათი მოთხოვნა რა არის და რისი გაკეთება სურთ.“
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Capture123_1.JPG
03/12/2021 20:13

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას შმაგი ხიჯაკაძე უხელმძღვანელებს

  საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას შმაგი ხიჯაკაძე უხელმძღვანელებს. შმაგი ხიჯაკაძე 2015  წლიდან  დღემდე  ხარაგაულის  ჯანდაცვის  ცენტრს  ხელმძღვანელობს.  მისთვის  უმთავრესი  ადამიანის  ჯანმრთელობაზე  ზრუნვაა,  თავდაუზოგავად  იბრძვის  და  აქტიურადაა  ჩართული კოვიდ19-ის    წინააღმდეგ  ბრძოლაში.  ფიქრობს , რომ ახალი პოზიციიდან აქტიურად აქტიურად  ჩაერთვება  ჯანდაცვისა  და  სოციალური  დაცვის  კომისიის  საქმიანობაში.  ,, კარგად  ვიცი,  რა  პრობლემებია  ამ  მიმართულებით  მუნიციპალიტეტში.  შევეცდები,  ეს  საკითხები   მოგვარდეს  და  მოსახლეობას  კიდევ  უფრო  მეტად  ხელმისაწვდომობა  ჰქონდეთ იმ პროგრამებზე,  რომლებსაც  მათ სახელმწიფო  და  ადგილობრივი  თვითმმართველობა    სთავაზობს.  როგორც  ყოველთვის,  ჩემს  საქმიანობაში  პრიორიტეტი  იქნება  ადამიანების ჯანმრთელობა.   დიდი  სურვილი მაქვს,  იმ  სოფლებს,  რომლებსაც  სამედიცინო  მომსახურებაზე  ხელი  არ  მიუწვდება,  უფრო  მეტი  შესაძლებლობები  გავუჩინოთ.  მაქსიმალურად  ვიქნები  ჩემი  ამომრჩევლის  ინტერესების  დამცველი  და   მათთვის  პრიორიტეტულ  საკითხებს,  იქნება  ეს  გზა,  წყალი თუ სხვა,  აქტიურად  დავაყენებ  შესაბამის  სამსახურებთან.“ შმაგი ხიჯაკაძე ამავდროულად ვარძია - წყალაფორეთი - ხიდარის მაჟორიტარი დეპუტატი გახლავთ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/242566130_4358622344175007_4488155324535394027_n.jpg
03/12/2021 19:26

ბესიკ კვირიკაშვილი ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს

დღეს საკრებულოს პირველ სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს. საკრებულოს სულ ხუთი მუდმივი კომისია ეყოლება. მათ შორის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას ბესიკ კვირიკშვილი უხელმძღვანელებს. ბესიკ კვირიკაშვილს წლების  განმავლობაში საჯარო  სამსახურში  საკმაოდ  საპასუხისმგებლო  თანამდებობები  ეკავა. 1997-2004წ.წ.  იყო   მიწის მართვის ხარაგაულის  სამმართველოს უფროსის  მოადგილე; 2004-2020წ.წ. საჯარო  რეესტრის  ეროვნული  სააგენტოს  ხარაგაულის  სამსახურის  უფროსი. 2020  წლიდან  დღემდე  ხელმძღვანელობდა  ა(ა) იპ ,,დასუფთავების  და  კეთილმოწყობის  სამსახურს“. 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბესიკ კვირიკაშვილი  პარტია  ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული  საქართველოს“  მიერ წარდგენილი იყო დაბის მაჟორიტარად. ,,როდესაც  შემომთავაზეს,  რომ დაბისა  და  პატარა  ხარაგაულის  მაჟორიტარი  დეპუტატობის  კანდიდატი  ვყოფილიყავი, გადაწყვეტილება დიდი და გაცნობიერებული  პასუხისმგებლობით მივიღე.  ასევე ორმაგი პასუხისმგებლობაა ჩემთვის  ვიყო ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მჯერა, ქართული ოცნების გუნდთან ერთად, ხარაგაულისთვის ბევრი  კარგი საქმის გაკეთებას  შევძლებ.  ყველა  ვხედავთ,  რომ ბოლო  წლებში  მუნიციპალიტეტი საკმაოდ  კარგი  ტემპით  ვითარდება  და   არაერთი  მასშტაბური  პროექტი  ხორციელდება,  რაშიც  უდიდესი  წვლილი  მიუძღვის   ბატონ  კობა  ლურსმანაშვილს.  მიხარია,  რომ  მეც  ამ გუნდის  ნაწილი  ვარ  და მეძლევა  შესაძლებლობა,  უფრო  მეტად ვემსახურო  ჩემს  ძვირფას  ხალხს.“
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0398.JPG
03/12/2021 18:57

ოთარ ლურსმანაშვილი კვლავ იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას უხელმძღვანელებს

ოთარ ლურსმანაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა იგი გახლდათ წინა მოწვევის საკრებულოს წევრი და 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა  იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას. ოთარ ლურსმანაშვილი: ,,მომავალი 4 წელი ხარაგაულისთვის ნამდვილად იქნება საქმის კეთების, შრომის  და მუნიციპალიტეტის განვითარების წლები.  საკრებულოში ჩემი საქმიანობისას, ყოველთვის ვცდილობდი გადაწყვეტილებები მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიმეღო. შემდეგი ოთხი წელი, ჩემი მთავარი ორიენტირი კვლავ მოსახლეობა და მათი ინტერესები იქნება.“
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/241976512_4325881624115746_5038354615575622616_n.jpg
03/12/2021 18:31

მარინა ხვედელიძე განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს

დღეს საკრებულოს პირველ სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს. განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას მარინა ხვედელიძე უხელმძღვანელებს. მარინა ხვედელიძე სხვადასხვა  დროს   ეწეოდა  ჟურნალისტურ საქმიანობას. 2008 -2012 წ.წ. გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის  პედაგოგი   მოლითის საჯარო სკოლაში.  ასევე  პედაგოგად  მუშაობდა  ხარაგაულის წმინდა  ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში.  2014  წლიდან  მიმდინარე  წლის  აგვისტომდე  იკავებდა  დაბის  მე-3  საჯარო  სკოლის  დირექტორის  პოსტს. 2017  წლის ადგილობრივ თვითმმართველობის  არჩევნებზე  გახდა  ხარაგაულის  საკრებულოს  წევრი  პარტია  ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული  საქართველოს“  პროპორციული  სიით. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმოდგენილი იყო  ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის მეოთხე ნომრად. ,,პოლიტიკა არის საქმიანობა, საზოგადოებრივი აქტივობა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა მოქალაქემ. ჩვენ,  როგორც ოჯახზე ვზრუნავთ, ასევე უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზეც.  შესაბამისად, ჩემი  მიზანიც  არის  ის,  რომ  თანამონაწილე  ვიყო  იმ  ბევრი  კარგი  საქმისა,  რომლებიც   ბოლო  წლებში   ხარაგაულში ხორციელდება და  გარკვეული  წვლილი  შევიტანო  მუნიციპალიტეტის  განვითარებაში.  ჩემი უმთავრესი საზრუნავია ადამიანი, მისი კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და განათლება.   სწორედ  ამიტომ,  საკრებულოში   ჩემი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება   მოსახლეობის  ინტერესების გათვალიწინებით მოხდება“.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/258008366_190401586622095_4177537324181226458_n_4.png
03/12/2021 18:14

საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება

ახლადარჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ მოადგილეების თანამდებობებზე დავით კიკნაძის, პაატა გოგოლაძის და ამირან  ოქრომჭედლიძის კანდიდატურები დაასახელა. საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურები  ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.   საკრებულოს თავმჯდომარის, პირველი მოადგილის სავარძელი დავით კიკნაძემ დაიკავა. დავით კიკნაძე პროფესიით იურისტია, სხვადასხვა დროს გახლდათ პედაგოგი,  საღანძილის საშუალო  სკოლის დირექტორის მოადგილე,  საღანძილის თემის საკრებულოს გამგებლის მოადგილე, საღანძილის საშუალო სკოლის დირექტორი, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტი. 2013 წლიდან 2017 წლამდე  იკავებდა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოზიციას. 2017 წლიდან დღემდე არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრი და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე.  2014 და 2017 წელს არჩეული გახლდათ  საღანძილის თემის მაჟორიტარ დეპუტატად. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.   პაატა გოგოლაძე 2012 წლიდან არის  პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული იცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. 2013-2014 წ.წ. იყო  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 2014-2016 წ.წ-  გამგებლის პირველი მოადგილე. 2016-2017წ.წ გახლდათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი.  2017წლიდან დღემდე გახლდათ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი,  ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე. პაატა გოგოლაძე საკრებულოს მეორე მოადგილედ იქნა არჩეული.   ამირან ოქრომჭედლიძე 1978 წლიდან  დღემდე  არის ხარაგაულში,  ღვინის წარმოების უფროსი. გახლდათ ხარაგაულის  საკრებულოს ორგზის  მოწვევის   დეპუტატი.   2006-2010წ.წ-არჩეულ იყო კიცხის  მაჟორიტარ  დეპუტატად. 2010-2014 წ.წ. პროპორციული  სიით  იყო  საკრებულოს  წევრი. ამჯერად ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილის პოზიციას დაიკავებს.  
სრულად