10 აგვისტოდან ლეღვანში ახალგაზრდული კარვების ბანაკი გაიმართება
10 აგვისტოდან ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ორგანიზებით, სოფელ ლეღვნის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალგაზრდული კარვების ბანაკი გაიმართება.
,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის ინფორმაციით, ბანაკი 3 დღიანი იქნება და სპორტული აქტივობებით, გასართობი და ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშებით იქნება დატვირთული.
ლეღვნის ახალგაზრდული ბანაკი 14 -დან 18 წლამდე ახალგაზრდებს მიიღებს. ბანაკში დაცული იქნება უსაფრთხოების წესები.
კარვების ბანაკში ჩაწერა დაიწყო. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:592 11 82 99, 577 42 48 12.