სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/297408673_453751343273758_1862433189532435611_n_1.png

ყურადღება, წყალი დროებით შეწყდება

დაბის 24 საათიანი წყალმომარაგება სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს.

ქსელის გამართული ფუნქციონირებისთვის აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვის-ცენტრი და მშენებელი კომპანია.

როგორც ხარაგაულის სერვის - ცენტრიდან გვატყობინებენ, ახალ ქსელზე არსებული მცირე დაზიანებების გამო და დაბის ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარე მილხიდების და წყალამრიდების მშენებლობის პროცესში შესაძლებელია დრო და დრო მოხდეს წყლის წყვეტა.

დღეს 16:00 საათზე წყალი დროებით შეუწყდება დაბა ხარაგაულის მოსახლეობას. სამუშაოების დასრულებისთანავე წყლის მიწოდება ისევ აღდგება.

შეგახსენებთ წყლის დებეტი ჭარბია და შესაძლო წყვეტა არანაირად არ უკავშირდება წყლის დონის ვარდნას.

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ოფიციალური გრაფიკი, რაც  დილის 8 საათიდან 10 საათამდე და საღამოს 19 საათიდან 22 საათამდე წყლის მიწოდებას ითვალისწინებს, თუმცა ხარაგაულს წყალი სატესტო რეჟიმში 24 საათის განმავლობაში მიეწოდება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვის-ცენტრი გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ შემქნილ მდგომარეობას და ბოდიშს გიხდით არსებული დისკომფორტის გამო.

 

ნანახია: 388 - ჯერ