ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი სამშენებლო სამუშაოები, სოფელ ნადაბურში უახლოეს დღეებში დაიწყება.
ხელშეკრულება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და მშენებელ კომპანია შპს „მეკას“ შორის გაფორმდა.
პროექტის ღირებულება 515 ათასი ლარია.
საერთო ჯამში, ბეტონის საფარი გზის 2360 მეტრ მონაკვეთზე დაიგება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ორ ეტაპად განხორციელდება.
პირველ ეტაპზე , 192 ათას 708 ლარის სამუშაოები შესრულდება.
დარჩენილი ღირებულების სამუშაოები 2023 წელს განხორციელდება.