სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/292389798_342262898078795_6717206365243670710_n.jpg

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებების კონკურსი ცხადდება

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ვირტუალური პლატფორმა-„ქართული გამოგონების მუზეუმი“  კონკურსს „ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებები“ აცხადებს.

კონკურსის მიზანი ისეთი იდეების მოძიება და პოპულარიზაციაა, რომლებიც  წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას ამცირებს და განახლებად ენერგიაზე გადასვლას უწყობს ხელს.

კონკურსის ფარგლებში განიხილავენ უკვე არსებულ გამოგონებებს ან პროექტებს, რომლებიც ენერგიის გამომუშავების, შენახვის, გავრცელებისა და დაზოგვის მიზნით შეიქმნა.

 ასევე ისეთ გამოგონებებს, რომლებიც იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს, წყლის, მზის, ქარის და სხვა სახის ენერგო რესურსებს.

ან გვთავაზობს ენერგოეფექტურ გადაწყვეტებს, რომელთა გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში შეიძლება - გათბობა და გაგრილება, საჭმლის მომზადება, წყლის გაცხელება, განათება, ირიგაცია და სხვა.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სახალხო გამოგონებები და მიგნებები, რომლებიც ადამიანებმა სხვადასხვა ყოფითი საჭიროების დასაკმაყოფილებლად შექმნეს და ამისთვის      ადგილობრივად ხელმისაწვდომი ცოდნა, რესურსები და ხელსაწყოები გამოიყენეს.

გამოგონება შეიძლება იყოს როგორც ახალი ხელსაწყო, ნივთი, ასევე მომსახურება ან საქმიანობა.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სახალხო გამოგონებები და მიგნებები.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის თუ გამოცდილების  მქონე გამომგონებელს. მცირე ბიზნესებს, სათემო ორგანიზაციებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს.

საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენს.

კონკურსის პირობების სანახავად ეწვიეთ გაეროს განვითარების პროგრამის ვებ გვერდს https://www.undp.org/ka/georgia

 კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ელფოსტას- 

acclab.geo@undp.org

განცხადებები მიიღება 15 აგვისტოს ჩათვლით.

 კონკურსის განაცხადი იხილეთ ვებგვერდზე: gamogoneba.ge

 

ნანახია: 378 - ჯერ