სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/297225812_476319313831882_449878090607272727_n.jpg

დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები ხარაგაულში

დილიდან, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები, ხარაგაულის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად,  ხარაგაულის ქუჩებს და სკვერებს ასუფთავებენ. 

დასაქმების პროგრამაში ჩართული პირები , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში არიან გადანაწილებულები.   გაერთიანების, დირექტორის, ზაზა კაციტაძის ინფორმაციით, სოფლებში სოციალურად დაუცველი პირების დასაქმება დადებითად აისახა გაერთიანების  საქმიანობაზე.  

გზის პირების მოვლა - დასუფთავება , სასაფლაოს,  არხების და სპონტანური ნაგავსაყრელების გაწმენდა - ასეთი სახის საზოგადოებრივ სამუშაოებს,  პროგრამის ბენეფიციარები, სოფლებში ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. 

 შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.  ️

 პროგრამაში ჩართვა არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. შესაბამისად, მოსარგებლის ოჯახს დახმარება 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება. ამასთან, პროგრამაში ჩართული ადამიანები დამატებით 300 ლარს იღებენ.

ნანახია: 407 - ჯერ