სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202022-02-17%20165648%20(1)_1.png

სკრინინგის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით

მიმდინარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის E-60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის (F2) მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება, ხოლო პროექტის შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭიროა ფუჭი ქანების სანაყაროს მოწყობა.

აღნიშნულის გათვალისწინებით დაიგეგმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში მდ.ძირულას მარცხენა სანაპიროზე გამონამუშევარი ფუჭი ქანების №17 სანაყაროსა და ნაპირადმცავი ნაგებობის (ნაპირდამცავი ფლეთილი ქვის კონსტრუქციის) მოწყობის განხორციელება.

წარმოგიდგენთ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ.საქასრიაში საერთაშორისო მნიშვნელობის E60 ავტომაგისტრალის ბორითი-ხევის მონაკვეთის (F2) მშენებლობის პროექტის ფარგლებში გამონამუშევარი ფუჭი ქანების №17 სანაყაროს ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობის სკრინინგის განცხადებას.

სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად

განთავსებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ.

ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/414).

 დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შეგიძლიათ უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

 

სანაყაროს სკრინინგის ანგარიში - ელ. ვერსია

ნანახია: 412 - ჯერ