სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/auction_2021/_DSC0049.JPG
26/10/2021 18:20

,,ხარაგაულის თეატრი საუკეთესოა თავისი შემოქმედებითი პოტენციალით და ღირებული რეპერტუარით“ - ნერონ აბულაძე, თეატრმცოდნე

პროექტში ,,ტელესპექტაკლები“ ხარაგაულის თეატრის სამი სპექტაკლი უმნიშვნელოვანესი პროექტ  ,,ტელესპექტაკლები” -ს  უნიკალურ არქივში ამჯერად ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრის (რეჟისორი, ირინე ჩხეიძე) სპექტაკლი ,,ორნი“ დაიდებს ბინას. აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი ხარაგაულის თეატრს უკვე მესამედ ესტუმრა. გადაღებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.  ინფორმაციისთვის, დღემდე აღნიშნული პროექტის ფარგლებში,   რეგიონული თეატრების დადგმებთან ერთად გადაიღეს და ფართო საზოგადოებას გააცნეს ხარაგაულის თეატრის ორი სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი“,,თანამდევი სული“, რომლებიც  ირინე ჩხეიძის რეჟისორობით დაიდგა. რით დააინტერესა ხარაგაულის სახალხო თეატრმა პროექტ ,,ტელესპექტაკლები“ -ს შემოქმედებითი ჯგუფი ამაზე ნერონ აბულაძე, თეატრმცოდნე, სატელევიზიო პროექტ  ,,ტელესპექტაკლების" პროდიუსერი გვესაუბრება. ,,რაც  შეეხება ჩვენს ინტერესს ხარაგაულის თეატრის მიმართ, თითქმის ყოველწლიურად ვარ ფესტივალის ,, თეატრალური იმერეთის"  ჟიურის წევრი. დაახლოებით, 7 წლის წინ ვნახე  ხარაგაულის თეატრის სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი", რომელიც ძალიან მომეწონა. მინდა გითხრათ, რომ სახალხო სტატუსის მატარებელ თეატრებს  შორის ხარაგაული ერთ -ერთი საუკეთესო თეატრია თავისი  შემოქმედებითი პოტენციალით და ღირებული რეპერტუარით , რამაც მოგვცა შესაძლებლობა  დაგვერწმუნებინა ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი რომ ხარაგაულის თეატრი ნამდვილად  იმსახურებდა ჩვენ პროექტში კვლავ მონაწილეობას. ეს არის მესამე სპექტაკლი,  რომელსაც ხარაგაულში ჩავწერთ. ჩვენ ძირითადად სახელმწიფო  სტატუსის მატარებელ  თეატრებზე ვაკეთებთ აქცენტს და ერთადერთი გამონაკლისი თუ შეიძლება ითქვას  არის ხარაგაულის თეატრი, რომელიც  არაფრით არ ჩამოუვარდება თავის შემოქმედებით სახელმწიფო სტატუსის მატარებელ თეატრებს . ის ნამდვილად ასრულებს იმ ეროვნულ მისიას , რისთვისაც უნდა არსებობდეს თეატრი. ყოველი სპექტაკლი რაც მის რეპერტუარშია ორინეტრიბულია შემეცნებაზე, ეროვნულ იდენტობაზე, თვითმყოფადობაზე, ეროვნული ცნობიერების გაღრმავებაზე. ძალიან  მიხარია, რომ ხარაგაულში ასეთი დონის  ადამიანები  არიან,  რომლებიც ქმნიან თეტარალურ ფესტივალს რეგიონში. ხარაგაულის თეატრი არის მკვეთრად გამორჩეული და განსხვავებული სხვა სტატუსების მატარებელ თეატრებს შორის და ეს აისახება იმ უამრავ ჯილდოზე და  ნომინაციებზე, რომელიც თეატრს  მიღებული აქვს სხვა წლების განმავლობაში.“ მწვავე სოციალურ თემაზე დაფუძნებული,  ძალიან თანამედროვე და აქტუალური - ასე აფასებს ნერონ აბულაძე დრამატურგის, მაკა კაკულიას პიესას. ,,მინდა გითხრათ, რომ ის პრობლემა, რომელიც  სპექტაკლშია დასმული, არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ოჯახის ტკივილი და ტრაგედია. მოგეხსენებათ, რომ თეატრალები და ხელოვანები მეტაფორის ენაზე მეტყველებენ, და შესაბამისად, ეს ოჯახი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც   სახელმწიფო მოდელი, რომელიც  დგას გზაგასაყარზე, სადაც  ადამიანები ერთმანეთს შორდებიან და არის გაუცხოება. თუმცა ძალიან მომწონს ოპტიმისტური ფინალი, ის ძირითადი  ღირებულებები, სულიერი ფასეულეობები, რაზედაც არის დაფუძნებული ურთიერთობები, იმდენად ღრმად არის ფესვგადგმული, რომ მიუხედავად კონფლიქტისა ოჯახი არ იშლება . ვფიქრობ, როგორც ეს ოჯახი, ჩემი ქვეყანაც , მიუხედავად ძალიან ბევრი გამოწვევისა მივა საბოლოო შეთანხმებამდე და უკეთეს ნაბიჯებს გადავდგამთ მომავალში.   საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში  თითქმის 6 წელია მიმდინარეობს პროექტი  ,,ტელესპექტაკლები“, რომლის  მიზანია, რეგიონების თეატრების სპექტაკლები შეინახოს, როგორც ისტორია. სპექტაკლი წლის განმავლობაში 4 ჯერ იქნება ნაჩვენები და მას ფართო მაყურებელი იხილავს. ირინე ჩხეიძე, ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი ,,პროექტი  ,,ტელესპექტაკლი" ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მიხარია,რომ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი თეატრის სამი სპექტაკლი ჩაიწერა.ეს ჩემთვის როგორც რეჟისორისათვის  და მსახიობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაივლის წლები და ჩვენი მომავალი თაობები ამ სპექტაკლებით გაიცნობენ ხარაგაულის თესტრის დასის წევრებს. ეს ჩვენი დთევანდელობაცაა და ჩვენი ისტორიაც.  მოხარული ვართ,რომ ჩვენ იმ დიდი ისტორიის ნაწილი ვართ,რასაც ხარაგაულის 120 წლის თეატრი ქვია. მადლობა აჭარის ტელევიზიას და ნერომ აბულაძეს ამ დიდი საქმისათვის.  მადლობა გადაღების რეჟოსორს გია დიასამიძეს და მთელ გადამღებ ჯგუფს. მახსოვს ,,დარისპანის გადაჭირი" შვიდჯერ იქნა ნაჩვენები. ამ პროექტის საშუალებით უამრავმა ადამიანმა ნახა და გაიცნო ხარაგაულის თეატრი.“ ,,ტელესპექტაკლების“ გადამღები ჯგუფი სამომავლოდ ხარაგაულს ,,იმერული რექვიემის“ გადასაღებად ესტუმრება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/114asd5gsdgf5aefasf45.JPG
26/10/2021 12:55

ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა

ბიუროს წევრებმა ინვენტარიზაციისა და  9 თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა. ბიუროს წევრებს, საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი წარუდგინა. საკრებულოს წევრებს, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ ინვენტარიზაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. „ინვენტარიზაციის კომისია „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასთან“ ერთად მუშაობს.  თითქმის დაასრულა ოთხასამდე ობიექტის დარეგისტრირება, ძირითადად, ესენია გზები, ხიდები და ხიდ-ბოგირები. ინვენტარიზაციის პროცესში ბევრი მოძველებული ინვენტარი გამოვლინდა, რომელთა ჩამოწერა აუდიტის შეფასების დოკუმენტის საფუძველზე მოხდება. ძირითადი საქმე გაკეთებულია და კომისია ცდილობს მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაცია დროულად დასრულდეს.“ სხდომაზე ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა 2021 წლის 9 თვის შესრულების ანგარიში წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯტის შემოსულობები    17 911,8   ათასი ლარს შეადგენს, ხოლო  მიმდინარე წლის  იანვარ-სექტემბრის  თვის  ბიუჯეტის შემოსულობები  14 552,8  ათასი ლარით განისაზღვრა. გადასახადებში  საანგარიშო პერიოდში დაგეგმილი 5 599,5  ათასი ლარიდან მიღებული აქვს 5 793,4  ათასი ლარი.           სახელმწიფო  ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერები  ცხრა  თვეში დაგეგმილი იყო     8 035,9  ათასი ლარი,  მიღებულმა ტრანსფერმა კი  6 187,2  ათასი ლარი შეადგინა.   სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი  კაპიტალური ტრანსფერი  დაგეგმილი 7 574,3   ათასი ლარის ნაცვლად   5 725,6  ათასი ლარი მიღებულია. მათ შორის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიღებულია  3 496,7 ათასი ლარი; სოფლის მხარდამჭერი პროგრამიდან  - 858,5 ათასი ლარი; მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან - 650,0 ათასი ლარი; სპეციალური ტრანსფერი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ  - 683,9 ათასი ლარი, ხოლო სკოლების რეაბილიტაციისათვის 36,5 ათასი ლარია მიღებული. 9 თვის  ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ აქ .    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/auction_2021/asdasdgsdg44asd_1asd.jpg
26/10/2021 11:01

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების პრივატიზების მიზნით განმეორებით ელექტრონულ აუქციონს აცხადებს, რომელიც 2021 წლის 28 ოქტომბერს 16 საათზე გმოცხადდება და დასრულდება 2021 წლის 3 ნოემბერს 16 საათზე. აუქციონთან დაკავშირებით იხილეთ დოკუმენტაცია ბრძანება დანართი      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0104_3.JPG
25/10/2021 17:59

პაატა იმნაძე: ვაქცინის გარეშე, სამწუხაროდ, ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას

დღეს ხარაგაულში ა(ა)იპ სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე დაბა ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი,  მთავარი ეპიდემიოლოგი, ხათუნა ზახაშვილი , დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე და ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ,  პაატა იმნაძემ პანდემიის პირობებში მოქალაქეთა ვაქცინირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე  გაამახვილა ყურადღება, - „მსგავსი ტიპის შეხვედრებს ვატარებთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, რათა უშაუალოდ შევხვდეთ ადამიანებს და მათგან მოვისმინოთ ვაქცინაციის რა ბარიერები აქვთ, გავრცელებულია ბევრი დაუდასტურებელი ინფორმაცია და ადამიანებს აინტერესებთ ავუხსნათ რა არის ტყუილი და რა არის სიმართლე. მილიონი ჩვენი მოქალაქე უკვე აცრილია და არავითარი რისკი არ არსებობს. ყველაზე საფრთხილო რაცაა, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც შეიძლება იმართოს იქვე და ასეთი შემთხვევა 2 მილიონ აცრაზე სულ 8 იყო. ვაქცინის გარეშე, სამწუხაროდ, ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, ერთადერთი გზა არის მოსახლეობის ვაქცინაცია და რაც უფრო მეტი ავიცრებით, მით უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით.“ მთავარი ეპიდემიოლოგმა, ხათუნა ზახაშვილმა ვაქცინების ტიპებსა და მათ შემადგენლობებზე ისაუბრა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე : „იმერეთში სამწუხაროდ აცრილთა სტატისტიკა ძალიან დაბალია, 50 %-ც არაა აცრილი. შესაბამისად ის ეპიდვითარება, რაც ამ წუთში გვაქვს ამის გამოძახილია. იმ რეგიონებში, სადაც მაღალი იყო ვაქცინაციის მაჩვენებელი შედეგებიც უკეთესია. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავმართოთ იმუნიზაციის მარათონები. დღეს ხარაგაულის პარალელურად მარათონი გვაქვს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ზესტაფონში, სამტრედიაში, ხონში, საჩხერესა და თერჯოლაში“. როგორც გოჩა გიორგიძემ აღნიშნა დაბა ხარაგაულის მოსახლეობის მხოლოდ 36%-ა  ვაქცინირებული, ეს არის კრიტიკული ფონი და ხელსაყრელი კოვიდის კიდევ უფრო გავრცელებისთვის. თუ გვინდა რომ გადავარჩინოთ ერთმანეთი და  ჩვენი ოჯახის წევრები სულ მცირე მოსახლეობის 60-70 %  - მა  მაინც უნდა ავიცრათ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი : „დღევანდელი შეხვედრისთვის მინდა მადლობა გადავუხადო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. ასევე აქტიური საქმიანობისთვის, მოსახლეობის ჯანმრთეოლობის სადარაჯოზე დგომისთვის, პროფესიული თავდადებისთვის  რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრისა და  ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს, ასევე სამედიცინო პერსონალს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ და იმყოფებიან ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. პრობლემა ნამდვილად გვაქვს, მოიმატა დაავადებულთა რიცხვმა, ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, ხარაგაულის მერია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, თუმცა ბოლო პერიოდში მსურველთა რიცხვმა სამწუხაროდ საგრძნობლად მოიკლო.“ შეხვედრაზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხევზე, რომლებიც ძირითადად ვაქცინაციის რისკებს ეხებოდა. დასასრულს გაიმართა იმუნიზაციის მარათონი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0286_3.JPG
25/10/2021 17:14

27 ოქტომბრიდან, კობა ლურსმანაშვილი, მერის ამპლუაში, ახალი უფლებამოსილებით შეუდგება საქმიანობის განხორციელებას

2021 წლის  2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხარაგაულში პირველსავე ტურში დასრულდა. ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით, რეგისტრირებული 5 მერობის კანდიდატიდან „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი  აირჩიეს. დღეს N48 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გია ცისკაძემ  კობა ლურსმანაშვილს შესაბამისი დოკუმენტი გადასცა, რომლითაც მისი მერად არჩევა დასტურდება და ის კანონის საფუძევლზე შემაჯამებელი ოქმიდან მე-11 დღეს ,  27 ოქტომბერს, ახალი უფლებამოსილებით შეუდგება საქმიანობას. N48 ხარაგაულის  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გია ცისკაძე: ,,ბატონ კობას გადაეცა რწმუნება, რომ მას შეუძლია შემაჯამებელი ოქმიდან  მე - 11 დღეს ოფიციალურად შეუდგეს  უფლებამოსილების განხორციელებას და მოვალეობის შესრულებას. მინდა  წარმატება ვუსურვო მას ამ საპასუხისმგებლო საქმეში.“ ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: დღეს გადმომეცა ცენტრალური  და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც მე როგორც არჩეულმა მერმა მივიღე დადასტურება, რომ შემაჯამებელი ოქმიდან მე-11  დღეს, 27 ოქტომბრიდან, ახალი სტატუსით ოფიციალურად შევუდგები მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მინდა განსაკუთრებული მადლობა  გადავუხადო ხარაგაულელებს, ამომრჩევლებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს. ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველა სოფელი შემოვიარეთ, შევხვდით მოქალაქეებს და მათ  წინასაარჩევნო კამპანიის ფორმატში,  ჩვენი სამომავლო გეგმები გავაცანით. შედეგი სახეზე გვაქვს, მათ ირწმუნეს ჩვენი. მაღალი შედეგი აქვს  ხარაგაულში ,,ქართულ ოცნებას“. ჩვენმა მაჟორიტარმა კანდიდატებმა 11 - ვე საარჩევნო ოლქში გაიმარჯვეს, ხოლო პარტიული სიით 13 მანდატი ერგო ქართულ ოცნებას. ჯამში 33 საკრებულოს წევრიდან ,,ქართულ ოცნებას“ 24 საკრებულოს წევრი ეყოლება. მათ  შორის, არჩეული მერი იქნება ,,ქართული ოცნების“.  ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი და  მაჟორიტარ დეპუტატთან და ცენტრალურ  ხელისუფლებასთან ერთად ვაპირებთ ყველა ის დაპირება, რაც გავეცით წინა საარჩევნოდ შევასრულოთ. რა  გეგმებიც გვქონდა გავაგრძელებთ და ძალიან მალე ხარაგაულში ჩვენი მოაქალაქეები იხილავენ განახლებულ დაბის ცენტრს, ასევე, სოფლებში ჩვენს მიერ დეკლარილებული ყველა პროექტი მზის სინათლეს იხილავს. არჩევნებში  ჯამში 12 189 ამომრჩეველი მონაწილეობდა, აქედან  7010  ხმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კობა ლურსმანაშვილმა მიიღო, 478  ბიულეტენი გაბათილდა, ხოლო დარჩენილი 5179 ბიულეტენი 4  ოპოზიციურ კანდიდატზე გადანაწილდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/180838899_3937929829624780_944316189847325526_n.jpg
22/10/2021 22:43

როგორ არის ჩართული ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობა ვაქცინაციის პროცესში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია პანდემიის პირობებში მოსახლეობის სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად და ვაქცინაციის პროცესში მათი აქტიურად ჩართვისთვის სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. სოციალური პროგრამის ფარგლებში, მოქალაქის ოპერაციის,სამედიცინო მომსახურების, კვლევის და მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას დაემატა პუნქტი, რომელიც კოვიდის და კოვიდის შემდგომი გართულებების მკურნალობისას, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, მედიკამენტების შესაძენად - 150 ლარამდე თანხის გაცემას ითვალისწინებს. ვარლამ ჭიპაშვილი, მერის პირველი მოადგილე: ,,რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს, ზოგადად სოციალური ფონი ხარაგაულში არ არის სახარბიელო, ამას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ პანდემიაა ქვეყანაში და მსოფლიოში. მინდა გითხრათ, რომ სოციალური მიმართულებით ცხრა თვის ხარჯები ნამდვილად არის გაზრდილი სხვა პერიოდთან შედარებით. რატომ? პასუხი მარტივია, ახლა პანდემიაა და არავის დაავიწყდეს რომ დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს ყურადღება და ვერავინ ერთ მაგალითსაც ვერ დაასახელებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას რაიმე პოლიტიკური ნიშნით ვიხელმძღვანელეთ. შესაბამისი კომისიის მიერ ფასდება ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია ოჯახს.კობა ლურსმანაშვილისთვის, როგორც მერისთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი სოციალური მიმართულება და ამ კუთხით ჩვენ მთელი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვეცადეთ თითოეულ ოჯახამდე მივსულიყავით და მათი საჭიროებები მოგვეცვა."   ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, მოსახლეობის ინფორმირების კუთხით აქტიურად მუშაობენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მათი მონაწილეობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით ხდება ჯგუფების შედგენა და იმ მოქალაქეთა ტრანსპორტირება, რომელთაც სურვილი აქვთ ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში. მერიაში ასევე შექმნილია სპეციალური შტაბი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის განცხადებით, ხარაგაულის მერიის სპეციალურ შტაბს მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია ინფიცირებულთა სტატისტიკის შესახებ, რომელიც ყოველდღიურად ახლდება. აქტიურად და მთელი დატვირთვით მუშაობს ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ მათ შორის,სწრაფი და პისიარ ტესტების აღებაზე. სამედიცინო პერსონალის გადაადგილებისთვის მერიის მიერ უზრუნველყოფილია სატრანსპორტო მომსახურება. ხარაგაულის მერია კონტაქტზეა კოვიდ ინფიცირებულთა ოჯახებთან და ახდენს მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას. რეკომენდაციის ფარგლებში მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა პირადად მისცეს მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვის მაგალითი. ვარლამ ჭიპაშვილი: ,,მერიის სპეციალური შტაბის წევრები უკავშირდებიან ინფიცირებულებს და ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებენ. კორონა ვირუსი მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ არის, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა უნდა ჩავერთოთ, და, გავაცნობიეროთ , რომ მის წინააღმდეგ ერთადერთი იარაღი მხოლოდ დროული ვაქცინაცია არის.“
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/236833864_3151068518473633_617840365459012165_n.jpg
22/10/2021 17:24

ხარაგაულში იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას ამირან გამყრელიძე ადგილზე გაეცნობა

ორშაბათს , 25 ოქტომბერს ხარაგაულში   დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს ელოდებიან. ამირან გამყრელიძე კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს,  ადგილზე გაეცნობა და მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდვითარებას შეაფასებს. მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: ,,  იგეგმება დაბის მოსახლეობასთან შეხვედრა. სამიზნე ჯგუფი იქნება ის ოჯახები, რომლებიც არ არიან ჩართულები იმუნიზაციის პროცესში, ვფიქრობთ მათთან გასაუბრებას და ინფორმირებას ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.  ამავე დროს, მოხდება ბორითისა და და ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში იმუნიზაციის პროცესის ადგილზე გაცნობა და დაკვირვება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/kharagaulidasruleba.jpg
22/10/2021 17:12

2021 წლის ,,ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე,, ცნობილია

22 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის,, ხარაგაულის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის  „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე,,  გამოვლინდა. ტიტული  ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე ქეთევანი მანჯავიძემ  მოიპოვა.  შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის,, ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.  ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონისა,, და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.  გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/uijkol.jpg
22/10/2021 16:39

ქეთევან მანჯავიძე - ,,ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელია

  22 ოქტომბერს დასრულდა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპი, რომლის შედეგად გამოვლინდა 2021 წლის „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ - ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე ქეთევან მანჯავიძე.   გამარჯვებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტს წარმოადგენს მესამე, ფინალურ ტურში - რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში და მასში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის მეორე პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩართული მუნიციპალიტეტების გამარჯვებული მოსწავლეები. ფინალური ტურის მონაწილეებს შორის გამოვლინდებიან საპრიზო სამი ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რომელთაც გადაეცემათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერები. მესამე ეტაპი გაიმართება LIVE რეჟიმში, რომლის დროსაც „ეტალონის“ წამყვანი კონკურსანტებთან ერთად ვიდეო ფორმატში შეძლებს კომუნიკაციას.   კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობა ხარაგაულის 26 სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელმა მოსწავლეებმა მიიღეს. ჯამში კონკურსში 210 ხარაგაულელი მოსწავლე ჩაერთო შემდეგი კლასობრივი განაწილებით: მე-8 კლასი 44 მოსწავლე, მე-9 კლასი 60 მოსწავლე, მე-10 კლასი 57 მოსწავლე და მე-11 კლასი 49 მოსწავლე. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგებით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადამსვლელი მოსწავლეები, რომელთა შორის გამოვლინდა 2021 წლის „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“.   კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ხოლო მეორე - 22 ოქტომბერს. კონკურსის პირველი ეტაპის ყველა მონაწილეს გადაეცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბით დამშვენებული ონლაინ სიგელი, ხოლო მეორე ეტაპის მონაწილეს ოქროს სიგელი, გამარჯვებული და მომდევნო ორი ადგილის მფლობელები კი დაჯილდოვდნენ ონლაინ დიპლომებით.   ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ: https://www.etaloni.ge/geo/main/index/60872
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/247281881_1031336197686986_3014669497729775064_n_1.jpg
21/10/2021 16:31

ხარაგაულიდან ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტურში 74 მოსწავლე ჩაერთვება

22 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტურში ონლაინ რეჟიმში ჩაერთვებიან. ჩემპიონატის პირველი ეტაპი 19 ოქტომბერს გაიმართა და მასში ხარაგაულიდან 74 მოსწავლე გადავიდა.  ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.  
სრულად