სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0897.JPG
18/11/2021 13:33

საპატიო ხარაგაულელი, ცნობილი ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ლევან ცუცქირიძე გარდაიცვალა

2016 წელს ლევან ცუცქირიძეს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა. მის მიერაა მოხატული თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი, ილუსტრირებული აქვს არაერთი წიგნი.  ლევან ცუცქირიძის ნამუშევრები საქართველოს ხელოვნების მუზეუმსა და  არაერთ კერძო კოლექციაშია დაცული. მხატვრის ნამუშევრები ინახება, ასევე, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე: ,,დიდი მხატვარი  და დიდი პიროვნება, საპატიო ხარაგაულელი ლევან ცუცქირიძე გარდაიცვალა. მისი სახელი უკვდავია ქართულ ხელოვნებაში. მისი პატივისცემით და სიყვარულით შეიქმნა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში  შესანიშნავი გალერეა, რომელზედაც მრავალი თაობა გაიზრდება. ეს უანგარო მაგალითი მშობლიური მხარის  სიყვარულისა კი, დარჩება ხარაგაულის ისტორიაში , როგორც  სიყვარულის, პატრიოტიზმის და პატივისცემის უდიდესი გამოხატულება.“ საპატიო ხარაგაულელის წოდება ლევან ცუცქირიძეს 2017 წელს მიენიჭა. სამარადისო ხსოვნა ხელოვნების დიდ ქურუმს ლევან ცუცქირიძეს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo%20Hall.png
17/11/2021 20:29

გიწვევთ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე

მიმდინარე წლის 24 ნოემბერს 12 საათზე, ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართულზე მოხდება ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. (მისამართი დ. ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა #15). იხილეთ: ხარაგაულის მუნიციპალუტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათი და პრიორიტეტების დოკუმენტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაიწყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოება. პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი განსახილველად გადაეცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედ კომისიებსა დაფრაქციებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ -დასკვნის, ხოლო საკრებულოს სხვა კომისიებმა, ფრაქციებმა, საკრებულოს წევრებმა და საკითხით დაინტერესებულმა სხვა პირებმა და ორგანიზაციებმა - წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები  საკრებულოს აპარატში  არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 24 ნოემბრისა უნდა წარმოადგინონ.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/257524732_422181582845962_5958487872807517598_n.png
16/11/2021 17:42

როგორია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი აქცენტები

ხარაგაულის მერიამ  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი წარუდგინა.  სხდომას ესწრებოდა  მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი. ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტში კვლავ პრიორიტეტად რჩება  ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება, განათლება და კულტურის  სფერო. ,, თითოეული პროექტი, რომელსაც ბიუჯეტში განვსაზღვრავთ  მოსახლეობის ინეტერესებზე იქნება მორგებული, სადაც მაქსიმალურად იქნება მათი მოსაზრებები გათვალისწინებული. მერის , კობა ლურსმანაშვილის გადაწყვერტილებით, გაიზარდა სოციალური ხარჯები. ბიუჯეტის პროექტში სოციალურ სფეროზე უპრეცედენტო თანხებს, მილიონ ხუთასი ათას ლარამდე, ვითვალისწინებთ.  დამატებითი თანხები ჩავდეთ ასევე  სასმელი წყლის რეაბილიტაციის მიზნით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში  სოფლებში ჭაბურღილები მოეწყობა. 2022 წელს ხარგაულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გახლდათ ,,მონაწილეობითი ბიუჯეტი“, რომელიც 150 000 ლარით დაფინანსდა ,  პროექტის ფარგლებში მოსახლეობამ თავად შეარჩია პრიორიტეტული პროექტები, რომლის ფარგლებში შვიდი პროექტი განხორციელდება და ეს პროექტები უკვე ასახულია 2022 წლის ბიუჯეტში. ასევე გაზრდილია თანხები სხვადასხვა მიმართულებით და ამ მხრივ პროგრესია წინა წლებთან შედარებით. მინდა აღვნიშნო, რომ მერმა და მერიის სამსახურებმა სრული დატვირთვით იმუშავეს. სამუშაო ჯგუფში ჩართვის საშუალება ჰქონდა ყველა სამსახურს, პოლიტიკური თანამდებობის პირს და  საკრებულოს წარმომადგენელს.” მერის პირველი მოადგილე,ვარლამ ჭიპაშვილი  მოსახლეობას, საკრებულოს წარმომადგენლობას და ოპოზიციური პარტიების წევრებს მოუწოდებს  აქტიურად ჩაერთონ ბიუჯეტის პროექტის  განხილვაში. ,,მოსახლეობაში გასვლა პანდემიის პირობების გათვალისწინებით შესაძლებელია გაჭირდეს, თუმცა შესაძლებელია მოგვმართონ წერილობით, მოვიდნენ მერიაში, ან მოგვწერონ ონლაინ, ყველას მოვუსმენთ. ველოდებით მოსაზრებებს , რომელიც იქნება დასაბუთებული. მზად ვართ აქტიური თანამშრომლობისთვის, გამოვცხადდეთ კომისიების, ბიუროსა და საკრებულოს სხდომაზე და გავცეთ პასუხები.  მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც ჩაერთონ პროექტის განხილვაში, დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, რომ არ იყოს დაუსაბუთებელი, არასამართლებრივი პრეტენზიები სხვადსხვა საბიუჯეტო საკითხთან და პროექტებთან დაკავშირებით. ყველამ ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელი ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მოსახლეობის წინაშე. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე." თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის განმარტებით, ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს დაევალათ.    ბიუჯეტის პროექტს და პრიორიტეტების დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ ხარაგაულის ვებ გვერდზე Kharagaulinews.gov.ge 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი  2022-2025 წლების პირველადი პრიორიტეტების დოკუმენტი პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/123.jpg
16/11/2021 15:38

ხარაგაულის დევების ,,ახალი სიცოცხლე“

იმერეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ ,,დევების''  რეაბილიტაციის პროექტი მოიწონა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 282 000 ლარით დაფინანსდება.  ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით , ხარაგაულის დევების ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონა შეიქმნება.  ,,პროექტის ფარგლებში ჩვენ  ხარაგაულის დევების განახლებული მონუმენტი გვექნება. განახლდება მიმდებარე სკვერი, გაიზრდება რეკრეაციული ზონა, გაკეთდება მანქანების სადგომი და განათების ახალი სისტემა. ასევე, ხელნაკეთი ნივთებისთვის შესაბამისი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება რეგულარულად ან ღონისძიებების დროს მოხდეს ადგილობრივი ნაწარმის რეალიზება.  დევები ხარაგაულისთვის, სავიზიტო ბარათია. ეს არის ადგილი, რომელიც წარსულიდან მოყოლებული, ახსოვს ყველას სტუმარს.  რამდენჯერმე მოხდა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ასე კომპლექსურად,  რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, არასდროს მომხდარა. კობა ლურსმანაშვილი  განმარტავს , რომ დევებს ცაშეკრულას კანიონისა და ხანდების მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მოჰყვება.  ,,იდეაშია, რომ დევების გამოქვაბულიდან ხანდების, ცაშეკრულას კანიონის და დევების მონუმენტის ჩათვლით ერთიანი  სარეკრეაციო ზონა მივიღოთ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი სარგებლობს იმ შეთავაზებებით, რომელთაც საპილოტე პროგრამის სახით აკეთებს საქართველოს მთავრობა და ცხადია ეს შესაძლებლობა გაალამაზებს და  ბევრად უკეთესს გახდის ხარაგაულს.“  ხარაგაულის მერი აცხადებს , რომ მომავალი წელი ხარაგაულისთვის კიდევ უფრო მეტი სიახლეების მომტანი იქნება.  ,, მას შემდეგ რაც წყალარინების სამუშაოები დასრულდება, დაბა ხარაგაულში   საგზაო ინფრასტრუქტურა აღდგება,  ასევე  პრემიერ მინისტრის,  ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ჩვენ მივიღებთ სრულიად განახლებულ შენობებს და  ახალი წელს  ჩვენს მოქალაქეებთან ერთად განახლებული ხარაგაულით შევხვდებით.”        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdjjkasjdfjajsfjakskfjaskfjaskfjaksfjaksfjaksfjs.jpg
16/11/2021 10:47

დღეს ხარაგაულში შეგიძლიათ პფაიზერით აიცრათ

დღეს 16 ნოემბერს, ხარაგაულში შესაძლებლობა გექნებათ აიცრათ კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით პფაიზერით.  13 საათზე, ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრში ვაქცინაციას განახორციელებს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს გამსვლელი  ამცრელი ბრიგადა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_3.png
15/11/2021 22:28

გაეცანი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს და პრიორიტეტების დოკუმენტს

გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მიმდინარე წლის 12 ნოემბერს დარეგისტრირდა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადმოგზავნილი „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი“. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტებს ვაქვეყნებთ მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე და ა.ა.ი.პ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის მეშვეობით, გაზეთ ,,ახალ ხარაგაულში“. დაინტერესებულ პირებს დოკუმენტის ნახვა ასევე შეუძლიათ ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე განთავსებულ საკრებულოს აპარატში. გთხოვთ, საკითხით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და ორგანიზაციებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგინოთ საკრებულოს აპარატში არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 24 ნოემბრისა. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის, პატივისცემით საკრებულოს აპარატი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი  2022-2025 წლების პირველადი პრიორიტეტების დოკუმენტი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_75.jpg
15/11/2021 13:00

დღეს 82 კაცი გარდაიცვალა კოვიდით, რას ელოდებით!

დღეს 82 კაცი გარდაიცვალა კოვიდით, რას ელოდებით!    საქართველოში რამდენი სოფელია, სადაც 82 კაცზე ნაკლები, ან ცოტათი მეტი ცხოვრობს...  ანუ გამოდის რომ ყოველდღიურად ერთ პატარა სოფელს ვკარგავთ!...  ხალხო, როდემდე ვუყუროთ ამ საშინელებას,  ვის ვეჯინებით,  რას ველოდებით,  რა მოგვდის, ნუთუ თქვენს გვერდით არ არიან ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ამტკიცებდნენ არ ავიცრითო და დღეს სამწუხაროდ აუცრელობით გარდაიცვალნენ?  ნუთუ ასე დაყრუვდით და დაბრმავდით, რომ ისევ უსაფუძვლო მიზეზებს ეძებთ, თუ რატომ არ უნდა აიცრად? დღემდე რომ მოვსულიყავით, რამდენ ტანჯვას და წამებას გაუძლო ქვეყანამ...  რამდენი ომი და უბედურება გადაიტანა...  რამდენი ჩვენი წინაპარი შეეწირა ჭირსა თუ პანდემიას, იმის გამო, რომ წამალი არ არსებობდა და მოვედით აქამდე...  და თქვენ რას აკეთებთ... დღეში 82 კაცს ვკარგავთ, და კიდევ ვეძებთ მიზეზებს და ელოდებით? რას ელოდებით!!!!  თუ შენ საქართველო და ქართველი ხალხი გიყვარს, აიცერი და  მოუწოდე სხვასაც!!!!   პოსტს სოციალურ ქსელში ა(ა)იპ  ე.კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი აქვეყნებს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/wera.jpg
09/11/2021 17:04

თუ შენ სკოლის მოსწავლე ხარ და წერა გიყვარს

 საქართველოს საჯარო, კერძო სკოლებისა და უცხოეთში მცხოვრები ქართულენოვანი VII-XII კლასის შესაბამისი ასაკის მოსწავლეებისათვის,აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე აცხადებს დიდი ქართველი მწერლების ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურსს „ზღვაური-2021”. კონკურსზე მიიღება პოეზია - 3 ლექსი ( პოემებს ნუ გამოგზავნით), მცირე პროზა - მოთხრობა არაუმეტეს 2- 3 ნაბეჭდი გვერდი. თემატიკა: პატრიოტული, რეალური ისტორიები რეალურ ადამიანებზე,  ( განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პატრიოტულ თემატიკას(რომელიც მიეძღვნება დიდგორობის 900 წლისთავს),  ასევე რეალურ თუ გამოგონილ ისტორიებზე დაფუძნებულ მოთხრობებს).  მინიატურა ან ჩანახატი ( 15 სტრიქონიდან - 1 გვერდამდე) საკონკურსო ნაწარმოებები არანაირი ფორმით არ უნდა იყოს გამოქვეყნებული. ნაწარმოებები გამოგზავნეთ WORD-ის ფაილით, შრიფტი Sylfaen, ზომა 12.  საკონკურსო მასალების მიღება დაიწყება 25 სექტემბერს და დასრულდება 25 ნოემბერს.  დაჯილდოება გაიმართება 10 დეკემბრამდე. კონკურსში მონაწილობის მსურველებმა თქვენი შემოქმედება გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - konkursizgvauri@gmail.com  აუცილებლად მიუთითეთ: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მუნიციპალიტეტი, სკოლა და კლასი ყურადღება მიაქციეთ: შემოსულ მასალებს შეაფასებს კომპეტენტური და შესაფერისი რეგალიების მქონე ჟიური, რომელთაც აღნიშნული მასალა ავტორის მითითების გარეშე, სპეციალური ნომრის მინიჭებით მიეწოდებათ, რაც ლიტერატურულ ნაწარმოებთა ობიექტური შეფასების საფუძველია. ჟიური 5 წევრისგან შედგება. შეფასება 10 ბალიანი სისტემით განხორციელდება. ფინალში გადავლენ ის ავტორები, რომელთა ნაწარმოებიც  35 დან 50-მდე  ქულამდე შეფასდება. გამარჯვებულნი,  რეიტინგის შესაბამისად,  3 ოქროს, 3 ვერცხლის,  6 ბრინჯაოს დიპლომითა და შესაბამისი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ხოლო, ოქროს დიპლომოსანი სამეული  ,,ზღვაურის“ სპეციალური პრიზის მფლობელიც ხდება. თანაბარი ქულების შემთხვევაში, ჟიური იმსჯელებს, რათა გამარჯვებული გამოავლინოს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შემოქმედება კონკურსგარეშე მიიღება და ჟიურის წევრების მხრიდან შესაფერისი შეფასების მიღების შემთხვევაში - დიპლომით ჯილდოვდება. შემოქმედებითი მასალა, რომელიც მითითებულ მოცულობას აღემატება -არ შეფასდება!!! საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 25 ნოემბერი.   ამასთან ერთად,  პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ნაწარმოებებისთვის, დიდგორობის 900 წლისთავისთავთან დაკავშირებით,  ამ ნომინაციაში გამარჯვებულთათვის დაწესებულია სპეციალური, სანომინაციო  8 დიპლომი და წიგნები.    ასევე, სამომავლო მოტივაციის  მიზნით,  ფინალისტის დიპლომითა და წიგნებით დაჯილდოვდებიან ფინალში გადასული ის მონაწილეები, რომლებიც 35 ქულიან  ბარიერს გადალახავენ .  საჭიროების შემთხვევაში, ჟიურის წევრთა ყველა ქულა გამოქვეყნდება. გამარჯვებული ნაწარმოებები, მომავალ წელს დაიბეჭდება  ლიტერატურულ ჟურნალ ,,ზღვაურში“, გამორჩეული მასალა-კი  ჟურნალ ,,ჭოროხშიც“. კონკურსის მხარდამჭერნი: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,  საქართველოს მწერალთა კავშირი, აჭარის მწერალთა რეგიონული ორგანიზაცია,  აჭარის მწერალთა სახლი,  ჟურნალი ,,ჭოროხი“ და საერო ელიტური სკოლა ,,გორდა“.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/unnamed.jpg
08/11/2021 15:23

9 ნოემბრიდან ხარაგაულის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები პროდუქტებს მიიღებენ

  ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება,   9 ნოემბრიდან, საბავშვო ბაღებში,  აღსაზრდელებისათვის პროდუქტების შეტანას იწყებს. ერთ აღსაზრდელზე შემდეგი დასახელების პროდუქტი გაიცემა:  1კგ შაქარი,  1კგ ბრინჯი,  1კგ ლობიო, 1კგ ქათმის ფილე, 1კგ მაკარონი,  1პ. (200)გ კარაქი,  0,5კგ ორცხობილა,  1 ქილა შესქელებული რძე, 1ლ ზეთი, 10 ც კვერცხი.    ხარაგაულში გართულებული ეპიდისტუაციიდან  გამომდინარე, ბაღების გაერთიანების დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი, სასწავლო პროცესის განახლების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/615c22e647f8b.jpg
08/11/2021 14:55

ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებები

დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა. კერძოდ , დღეიდან 200 ლარიან, ერთჯერად საპენსიო  დანამატს მიიღებს თითოეული  პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას  1 იანვრამდე  ჩაიტარებს და დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.  1 დეკემბრიდან ამოქმედდება მწვანე პასპორტის კონცეფცია და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი. რას_ნიშნავს_მწვანე_პასპორტი?  პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ანუ ორჯერ. ჩატარებული აქვს 72 საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლამდე ასაკის ზემოთ. 1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებზე. კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ვაქცინააციის სააგიტაციო ღონისძიებები. ვაქცინაცია სავალდებულო არაა, ეს ნებაყოფლობითი პროცესია. ის არის გამოსავალი ვაქცინაციის დასრულების, აცრა გვიცავს სიკვდილისგან.  - განაცხადა პრემიერ მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა.
სრულად