30 აპრილიდან - 7 მაისამდე ხარაგაულში საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიმდინარეობს.
ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, ღონისძიებები უკვე ჩატარდა ვერტყვიჭალის, ბაზალეთის, ბორითის, ლაშის, ზვარის, ხევის, სარგვეშის, კიცხის,წყალაფორეთის და მოლითის სასოფლო განყოფილებებში.
საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და მასში შემავალ განყოფილებებში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:
5.მარელისის სასოფლო განყოფილება-ლადო ასათიანის 105წ და მირზა გელოვანის 105წ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით გაიმართება საღამო ,,საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი“-7 მაისი.
6.საღანძილის სასოფლო განყოფილება-ლაშქრობა ჩხერის ციხეზე, აქტიურ მკითხველებთან ერთად -7 მაისი.
7.18 ლეღვნის სასოფლო განყოფილება-ილია ჭავჭავაძე 185წ მიძღვნილი ღონისძიება- ,,ილია უკვდავია“ -7 მაისი.
8.წიფას სასოფლო განყოფილება- ილია ჭავჭავაძე 185წ მიძღვნილი ღონისძიება,,ქართველი ხალხის დიდი განმანათლებელი“ - 7 მაისი.
9.ღორეშის სასოფლო განყოფილება-მურმან ლებანიძე 100წ მიძღვნილი საღამო ,,როცა მტერი ხმალს ლესავდა“-6 მაისი.
11.ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა-ვალერი გოგნაძის წიგნის ,,ჩემი დღეების თეთრი წყვდიადი“.
ამ ეტაპზე ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში 22 სასოფლო განყოფილება, პატარა ხარაგაულის და დაბის საბავშვო ბიბლიოთეკა შედის.