სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/ukra%20foto.JPG

ხარაგაულში  უკრაინიდან ლტოლვილი ხუთი ოჯახი ცხოვრობს

მერის , კობა ლურსმანაშვილის დავალებით,  ხარაგაულის მერიის და ხარაგაულელი ხალხის სახელით ,  უკრაინიდან ლტოლვილ ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები გადაეცათ.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ქალაქ ხერსონიდან და ხარკოვიდან ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილები, სოფელ ჩხერში, ვარძიასა და პატარა ხარაგაულში მასპინძელ ოჯახებში აგრძელებენ ცხოვრებას.

მერის მოადგილემ , დავით დევდარიანმა, უკრაინელი ლტოლვილები სოციალური სამსახურის უფროსთან ნანა კიკნაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან და ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის უფროსთან, ალექსანდრე ტაბატაძესთან ერთად მოინახულა.

შეხვედრისას, უკრაინელებმა ყურადღებისთვის უზომო მადლიერება გამოხატეს.

დროული რეაგირების მიზნით, ჩანიშნული იქნა ის საჭიროებები , რაც უკრაინელი ოჯახების წინაშე დგას. მერიის სოციალური სამსახური მუდმივ კონტაქტზეა ლტოლვილებთან და მათ სხვადასხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში აქტიურად ეხმარება.

ხარაგაულის მერიის ორგანიზებით, მსგავსი ტიპის აქტივობები უკრაინელების მხარდასაჭერად კვლავ გაგრძელდება.

ნანახია: 934 - ჯერ