სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/mmmate.jpg

28 აპრილს ხარაგაულში წიგნის „ბილიკი უფლისკენ“ პრეზენტაცია გაიმართება

28 აპრილს, ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში, იზა ვეფხვაძის წიგნის "ბილიკი უფლისკენ" პრეზენტაცია გაიმართება .

ავტორი,  წიგნში „ბილიკი უფლისკენ“  ბერმონაზონ მამა მათეს ( ბუაჩიძე) ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს.

აღნიშნული წიგნის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა  25 მარტს,  თბილისში, მწერალთა სახლში მოეწყო.

როგორც ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ განმარტა,  პრეზენტაციაზე ასევე შესრულებული იქნება მამა მათეს ლექსზე შექმნილი ახალი სიმღერა, რომლის მუსიკის ავტორი  დალი მერაბიშვილი გახლავთ .

დამსწრეთ საჩუქრად გადაეცემათ წიგნი "ბილიკი უფლისკენ".

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია...

დასაწყისი 14:30 სთ

ნანახია: 822 - ჯერ