სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/masteraoo_1.jpg
01/02/2022 13:12

ხაშური - ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლით, მოსახლეობის გადაადგილება ძველი გრაფიკით, დღეიდან განახლდა

მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერის , კობა ლურსმანაშვილის აქტიური ჩართულობით ხაშური - ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლით, მოსახლეობის გადაადგილება ძველი გრაფიკით,  დღეიდან განახლდა. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, რკინიგზის დეპარტამენტის საბოლოო გადაწყვეტილებით, მოსახლეობის დაშვება რკინიგზის მომსახურე პერონალის გადამყვან ერთ ვაგონიან შეამდგენლობაზე მოხდა.  დამატებით განვმარტავთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი  აქტიურად იყო ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში და ვინაიდან ეს თემა ბოლომდე არ იყო დადებითად გადაწყვეტილი ხარაგაულის მერიამ მოსახლეობას დამატებით შესთავაზა მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურეობა მოლითი -  ხარაგაულის მიმართულებით. მატარებლის მიმოსვლის განრიგი ასეთია: ზესტაფონი-ხაშური – 06:05 სთ. ხაშური-ზესტაფონი – 10:20 სთ. ზესტაფონი-ხაშური – 14:20 სთ. ხაშური-ზესტაფონი – 17:05 სთ.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_77.jpg
01/02/2022 12:30

კობა ლურსმანაშვილი: მიროწმინდის უძველეს ტაძართან არსებული ინფრასტრუქტურის და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია სრიგპ პროგრამის ფარგლებში მოხდება

სოფელ მიროწმინდაში წმ.ნიკოლოზის სახელობის უძველეს ტაძართან არსებული ინფრასტრუქტურის და მისასვლელი გზის რეაბილიტაციის იდეა, იმერეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ უკვე მოიწონა და პროექტი ამ ეტაპზე დაფინანსების მიღების მოლოდინშია. ხარაგაულის მერიის მიერ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს წარდგენილი იდეები  ტურისტული ლოკაციების, რეკრეაციული სივრცეებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. წელს კონკურსში, დასაფინანსებლად, ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა იმერეთის სამხარეო საბჭოს სამი საპროექტო წინადადება წარუდგინა. სოფელ მიროწმინდაში წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი VI საუკუნით თარიღდება. ტაძარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე წლის წინ დაცული ძეგლის სტატუსი მიანიჭა, რომელიც  ფონდი ,,ქართუს" მიერ იქნა რეაბილიტირებული. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,, ჩვენს მიერ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პროექტი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის დაფინანსების 1 % თანამონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება. განხორციელდება მიროწმინდის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. ეს ტაძარი მოგეხსენებათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია , რომელიც  ფონდი ,,ქართუს" მიერ იქნა რეაბილიტირებული. პროექტის ღირებულება გახლავთ 258,491  ათასი ლარი. პროექტი მოიწონა საკრებულომ და ასევე იმერეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ. ამ დროისთვის, უკვე მომზადებულია მირონწმინდაში გზის რეაბილიტაციის პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ამჯერად დაფინანსების მოლოდინში ვიმყოფებით, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.  ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, უნდა მოწესრიგდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მისასვლელი გზების საფარი, და ასევე მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა. ეს კარგია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ასევე გათვლილია სხვა კულტურულ აქტივობებზე. მოგეხსენებათ, მიროწმინდის ტაძარი უბისის და კოზმანის  სალოცავების საერთო სივრცეშია განთავსებული, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან არც ისე შორსაა და ვფიქრობ რომ მნიშვნელოვან დანიშნულებას შეიძენს  ტურისტული აქტივობების  კუთხით, არ გამოვრიცხავთ მომავალში ტაძარი გახდეს მოქმედი.“ ხარაგაულის მერია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს კიდევ 2 პროექტს წარადგენს, ესენია: 1.დაბა ხარაგაულში კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია; 2.ჩხერის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამ ორი პროექტიდან იმერეთის სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მიერ მოწონებულია ხარაგაულის ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია. ველოდებით მთავრობის განკარგულებას. ჩვენ გვინდა რომ ხარაგაულს ჰქონდეს განახლებული ცენტრალური პარკი.ჩვენ ჯერ არ გვაქვს პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ამიტომ პროექტის ზუსტი ღირებულება  ჯერ არ ვიცით. ხარაგაულის მერია ეცდება მაქსიმალურად მაღალი სტანდარტებით განხორციელდეს პროექტის შესყიდვა. მნიშვნელოვანია სწორად იყოს დამუშავებული ტექნიკური მოთხოვნები, რომ შემოვიდეს მაღალი დონის საპროექტო ორგანიზაცია, რომელიც პარკის განვითარების გეგმას, პროექტს და ხარჯთაღირცხვას დადებს და შემდეგ ეტაპზე ვისურვებდით ისეთი პასუხისმგებლობის მქონე სამშენებლო კომპანიას, რომელიც პროექტს მაღალ დონეზე შეასრულებს და ხარაგაულის ცენტრალურ პარკს ძველებურად მიმზიდველს და გამორჩეულს გახდის. ჩვენ ასევე გვაქვს ორი ალტერნატიული პროექტი , ერთი გახლავთ ჩხერის ციხის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ციხემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასევე განიხილება ნადაბური - ციცქიურის -ხევის დარჩენილი დამაკავშირებელი გზის, დარჩენილი მონაკვეთის  რეაბილიტაციის პროექტი. ჩხერის ციხის საპროექტო წინადადება იმერეთის სამხარეო საკონულტაციო საბჭოს მიერ მოწონებულია. რაც შეეხება ნადაბური - ციცქიური - ხევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას, აღნიშნულ პროექტს არ აქვს გავლილი შესაბამისი პროცედურები და ეს ეტაპები გასავლელია. აქედან ან ორივე პროექტს განვახორციელებთ , ან ერთ-ერთს მაინც. შესაძლებელია ასევე აღნიშნული პროექტები სხვა ფონდებიდან  დაფინანსდეს. 2021 წელს სრიგპ-ს  პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში 2 მასშტაბური პროექტი დაფინანსდა. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,, 2021 წელს, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში  ორი პროექტი დაფინანსდა.სოფელ ხუნევში ბაღის მშენებლობა და  დევების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის შექმნა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხარაგაულში  12  საბავშვო ბაღი აშენდა. იმ 8 საბაშვო ბაღიდან, რომელიც დაგვხვდა. 7 ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა. ხუნევის საბავშვო ბაღი იყო ერთადერთი ძველი შენობა , რომელიც შემოგვრჩა და რომლის ადგილზეც   ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში სრულიად ახალი ბაღი აშენდება.  ხუნევის ბაღის მშენებლობა უკვე დაიწყო, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, პროექტის ღირებულება 619 170 ლარია.” რაც შეეხება ,,დევების“ რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც 282 000 ლარით დაფინანსდა, მერია ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს." ,,ჩვენი სურვილია, დევები ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკრეაციულ ზონად ვაქციოთ, აქ არ არის მხოლოდ არსებულის განახლებაზე საუბარი, პროექტის ფარგლებში უფრო მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება. ვფიქრობთ, კლდოვანი ნაწილის ზემოთ მოეწყოს სკვერი, და დევების ტერიტორიასა და სამომავლოდ შექმნილ რეკრეაციულ ზონასთან დამაკავშირებელი ასასვლელი გაკეთდეს, სადაც იქნება სველი წერტილები, ტურისტული ინფრასტრუქტურის შესაბამისი შენობა ნაგებობები. განახლებას საჭიროებენ  თვითონ დევების მონუმენტებიც. საერთო ჯამში,  ამ პროექტზე ნახევარი მილიონი დაიხარჯება, ეს არის ხარაგაულელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვნი ადგილი. ხარაგაული ამ ადგილზე ეგებება და ხვდება სტუმრებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადგილის მოწესრიგება, რომელიც ქმნის განწყობას ხარაგაულზე და სიმბოლურ დატვირთვას ატარებს”- აცხადებს კობა ლურსმანაშვილი. იმერეთში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 69 656 927 ლარია გამოყოფილი.  საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით.        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_8.png
01/02/2022 11:30

2 თებერვალს ბიუროს სხდომა გაიმართება

ბიუროზე შემდეგი საკითხები იქნება განხილული                                                               საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს # 33 დადგენილებაში „ხარაგაულისმუნიციპალიტეტის საკრებულოსსაკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების  ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                      მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 202 1 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში   „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 20 22   წლის ბიუჯეტის   დამტკიცების   შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი   3.2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კონკურსში წარსადგენად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეების მოწონების შესახებ                                                                                 მომხს: პეტრე შარიქაძე 4.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2021 წელს დამტკიცებულ ი მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშ ი ს განხილვის შესახებ                                                                                      მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/263042516_908649926704380_4263225954806121595_n.png
01/02/2022 11:15

სიახლე ვებ-გვერდზე kharagaulinews.gov.ge

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე  kharagaulinews.gov.ge შეიქმნა მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლატფორმა, რომლის მიზანია შეფასდეს მოქალაქეების მხრიდან მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სერვისები/პროგრამები. თუ ხართ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოქალაქე  და გისარგებლიათ მუნიციპალიტეტის 2021 საბიუჯეტო წლის კონკრეტული სოციალური პროგრამითა თუ სერვისით, გაქვთ შესაძლებლობა ელექტრონულად დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება გაწეული სერვისისა თუ პროგრამის სარგებლიანობაზე, ამისათვის მიყევით მოცემულ ბმულს:https://kharagaulinews.gov.ge/Citizens_feedback/?page=1 გარდა აღნიშნულისა პლატფორმა გთავაზობთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი  მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებების შესახებ. ამისათვის შემუშავდა უნივერსალური კითხვარი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ასახოთ არსებული საჭიროება/პრობლემა და ამასთანავე მიუთითოთ თქვენი მოსაზრება/რეკომენდაცია  აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებთან დაკავშირებით. ამისათვის კი უნდა მიყვეთ შემდეგ ბმულს: https://kharagaulinews.gov.ge/Citizens_feedback/?page=2 ყოველივე მიმართულია იქეთკენ, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს არსებული პროგრამები და მოერგოს მოქალაქეთა ინტერესებსა და საჭიროებების.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9B.jpg
01/02/2022 10:58

ხარაგაულელი ევსემ შველიძე საქართველოს ჩემპიონია

22  წლის, ხარაგაულელი ევსემ შველიძე , თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატზე, რომელიც რუსთავში გაიმართა  ევსემ შველიძე 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის, 79.კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. მან ამ გამარჯვებით ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ევსემ შველიძე სპორტის ამ სახეობაში  5 წლიდან ვარჯიშობს. არის მრავალგზის საქართველოს პრიზიორი, ჭიდაობით მამამ დააინტერესა, და მან მისცა მოტივაცია, გაჰყოლოდა და სერიოზულად მოჰკიდებოდა სპორტის ამ სახეობას. თვლის, რომ ამ ეტაპზე მისი ცხოვრების მთავარ მიღწევა საქართველოს ჩემპიონობაა, ყველაზე დიდ გულშემატკივრად ოჯახს მიიჩნევს, რომელიც ყველანაირად გვერდით უდგას , რომ თავის მიზნებს მიაღწიოს. დიდი სურვილი აქვს მოიგოს ევროპის და  მსოფლიოს ჩემპიონატი და რაც მთავარია ოლიმპიადა. მანამდე კი მარტის თვეში ევსემი მონაწილეობას  მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში 6-13  მარტს გაიმართება. რევაზ შერგელაშვილი, მწვრთნელი: ევსემმა თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიში  პირველი კლასიდან დაიწყო. ის 15 წელია რაც ჭიდაობით არის დაკავებული. თავიდან ევსემს ანზორი მასწავლებელი ავარჯიშებდა, შემდეგ რაც მე ჩავუდექი ამ მეტად საპასუხისმგებლო სპორტის სახეობას სათავეში მე ვავარჯიშებდი. ევსემი სკოლის დამთავრებამდე ხარაგაულში ვარჯიშობდა. შემდეგ თავისი მიღწევების დამსახურებით საქართველოს ნაკრები წევრი გახდა, რის შემდეგაც თბილისში გადავიდა და ვარჯიში იქ გააგრძელა.  იგი ძალიან შრომისმოყვარეა და სწორედ  თავისი შრომით გახდა იგი 23 წლამდელთა  შორის  საქართველოს ჩემპიონი.  ევსემი ჯერ ახალგაზრდაა, მას ქვს საუკეთესო მონაცემები, რომ დიდ ჭიდაობაში თავისი სიტყვა თქვას. ამ შეჯიბრზე ევსემიმ სამი შეხვედრა მოიგო ორი შეხვედრა ფინალამდე აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა. ხოლო ფინალში ევსემს  ევროპის პრიზიორი შეხვდა და მასთან 4:6  ანგარიშით დაასრულა შეხვედრა.   ვულოცავთ ევსემ შველიძეს ამ დიდ გამარჯვებას!
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/search-job.jpg
25/01/2022 17:02

ხარაგაულის მერიის მიერ გამოცხადებული ვაკანსიებზე განაცხადების მიღება დასრულდა

ხარაგაულის მერიამ  სამი სამსახურის უფროსის პოზიციაზე შიდა კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტური იყო შემდეგი პოზიციები: პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.   ინფორმაციისთვის, შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს. შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს. ღია კონკურსი გამოცხადდა  ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროს სპეციალისტის პოზიციაზე კეთილმოწყობისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში განვმარტავთ, რომ ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კონკურსზე საბუთების წარდგენის ვადა 22 იანვარს დასრულდა. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის , საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში ია ტაბატაძის ინფორმაციით, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის პოზიციაზე  დაფიქსირებულია 1 აპლიკანტი. ეკონომიკისა და ქონების მართვის და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის პოზიციებზე 2-2 აპლიკანტი. ხოლო მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროს სპეციალისტის პოზიციაზე, სადაც ღია კონკურსი იყო გამოცხადებული  განცხადება 6 აპლიკანტმა შემოიტანა. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის პოზიციაზე წარმოდგენილმა აპლიკანტმა  საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. ეკონომიკისა და ქონების მართვის და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის პოზიციებზე საკვალიფიკაციო მოთხოვნები თითო კანდიდატმა დააკმაყოფილა. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროს სპეციალისტი კეთილმოწყობისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში , აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსის პირველი ეტაპი 5 - მა აპლიკანტმა გადალახა.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის წინაშე კონკურსანტები 31 იანვარს წარსდგებიან.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Untitled-165aaefsgsdgsrgergergerg.jpg
21/01/2022 22:00

ხარაგაულის სოფლებში  სპეციალური ტექნიკა დღეს აქტიურად მუშაობდა

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი უშუალო კონტაქტზე იმყოფება თითოეული სოფლის წარმომადგენელთან და პრიორიტეტების მიხედვით ხდება გაწმენდითი სამუშაოების დაგეგმვა და  დავალებების გაცემა.  მობილიზიბულია მერიის შესაბამისი სამსახურები.   სამუშაოები ამ წუთებამდე გრძელდება ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში.   დღის განმავლობაში გზები გაიწმინდა სოფელ კიცხში, ვარძიაში, წყალაფორეთში, ხონში, ლახუნდარაში,ბუდიანეთში, დეისში,ლეღვანსა და მარელისში, ასევე გაიწმინდა ვანის და საღანძილის ცენტრალური სასოფლო გზები. ა(ა)ი.პ დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანები"- ს მიერ გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა  ოკიშურას, თეთრაწყაროს, საქარიქედის, კიცხის მიმართულებით.     ხარაგაულის მერი რჩება მოქალაქეებთან უწყვეტ კონტაქტზე და საჭიროების შემთხვევაში,  ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება მათთვის დახმარების და  მომსახურების გაწევა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/271449945_1283725072096142_4881306415995740718_n.jpg
21/01/2022 20:55

გაზეთი ,,ახალი ხარაგაულის“ კითხვებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი პასუხობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის, გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორად ალექსანდრე ტაბატაძე დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი ხელმძღვანელი, შმაგი ხიჯაკაძე, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარედ აირჩა. ალექსანდრე ტაბატაძე განათლებით სამართალმცოდნეა. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2006-2007 წ.წ. გახლდათ გამგეობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამსახურის უფროსი. 2007-2015 წ.წ. ეკავა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა. 2015 წლიდან კი ამავე სამსახურში  სოციალურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. რა გეგმები აქვს ახლად დანიშნულ დირექტორს  და რა იქნება მის საქმიანობაში ძირითადი პრიორიტეტი, ამის შესახებ პირადად გვესაუბრება. -პირველ რიგში, მადლობა მინდა, გადავუხადო  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ბ-ნ კობა ლურსმანაშვილს, რომელმაც ამ მეტად საპასუხისმგებლო  თანამდებობაზე ნდობა გამომიცხადა და  არჩევანი ჩემს კანდიდატურაზე გააკეთა.  მაქსიმალურად შევეცდები,  ეს ნდობა გავამართლო და  ახალ გამოწვევას სათანადოდ  ვუპასუხო. ჯანდაცვის სფერო ჩემთვის უცხო ნამდვილად არაა, რამდენიმე წელი მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურში წამყვან თანამდებობებზე ვიმუშავე. ზოგადი სურათი, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში, რა პრობლემების წინაშე ვართ და რა არის პრიორიტეტული საკითხები,   კარგად ვიცი. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ძალიან მიყვარს ეს სფერო და პირველივე დღიდან შემართებით შევუდექი ჩემზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას. დიდი სურვილი მაქვს, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა,  რაციონალურად გამოვიყენო და სამსახურში ბევრი კარგი სიახლე დავნერგო. თანამშრომლებთან ერთად შევიმუშავე სამოქმედო გეგმა, რომლითაც  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი წლის განმავლობაში იხელმძღვანელებს. დავგეგმეთ  ღონისძიებები, რომლებიც უშუალოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების მიღებას გულისხმობს.  გარდა ამისა, უშუალოდ ცენტრის ორგანიზებით, მოეწყობა რამდენიმე სკრინინგ აქცია, რომელიც დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.  თუმცა ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევად კვლავ კოვიდპანდემია რჩება, რომლის პრევენციის მიზნით, აქტიურად ვმუშაობთ. - გვესაუბრეთ ძირითად პროგრამებზე, რომლებსაც  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს. - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან  პროგრამას  ატარებს. ცენტრი, თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში,  უზრუნველყოფს პროფილაქტიკური ღონისძიებების, რეკომენდაციების შემუშავება-განხორციელებას, ასევე გადამდები და არაგადამდები დაავადებების კონტროლსა და სანიტარულ- ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას. გარდა ამისა, ჩვენი ძირითადი საქმიანობაა ეპიდზედამხედველობა, იმუნიზაცია, ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლა.  უნდა აღინიშნოს,  რომ დღესდღეობით ვირუსული დაავადებები ძალიან გახშირდა, ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ჰქონდეს იმ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. - ბოლო ორი წელია მსოფლიო და, მათ შორის, საქართველო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. რა მდგომარეობაა ამ კუთხით მუნიციპალიტეტში და რა ღონისძიებები ტარდება  ვირუსთან გასამკლავებლად? - ამ ეტაპზე ხარაგაულში ვირუსის საკმაოდ ბევრი შემთხვევა ფიქსირდება. განსაკუთრებით საყურადღებოა ახალი შტამი „ომიკრონი”, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება.  ამ დრომდე, მუნიციპალიტეტში კორონავირუსით  3533  ადამიანი დაინფიცირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია - 3300, ხოლო გარდაცვლილია 43. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები  აქტიურად ატარებენ  მონიტორინგს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, სილამაზის სალონებსა და სხვა ორგანიზაციებში, რათა არ დაირღვეს კოვიდრეგულაციების ნორმები. ჩვენი მთავარი მიზანია, პანდემია მალე დავასრულოთ, ამისათვის კი საჭიროა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ვაქცინირებული. - გვესაუბრეთ covid 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით. რამდენი ადამიანია მუნიციპალიტეტში ვაქცინირებული? - მუნიციპალიტეტში ამჟამად ვაქცინირებული 6500 მოქალაქეა, თუმცა ეს რიცხვი საკმაოდ დაბალია. ჯანდაცვის ცენტრის მთავარი რეკომენდაციაა, მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რადგან ეს პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალია. აცრა 95-%-ით ამცირებს სიკვდილიანობას. ძალიან გვეხმარება ადგილობრივი თვითმმართველობა. მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, რომელიც უშუალოდ კურირებს ამ საკითხებს, სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ვაქცინაციის მსურველთა ტრანსპორტირება უზრუნველყოს ამცრელ პუნქტებამდე. აცრა ხარაგაულში ორ ლოკაციაზე - ხარაგაულის კლინიკასა და ბორითის გადაუდებელ ცენტრში − შეუფერხებლად ხორციელდება და ამ დრომდე რაიმე სახის გართულებას ადგილი არ ჰქონია. გეტყვით იმასაც, რომ ამ დრომდე, მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომი მხოლოდ „სინოფარმისა” და „სინოვაკის” ვაქცინები იყო, თუმცა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის, აქტიური მუშაობის შედეგად, ხარაგაულის კლინიკაში აცრა  „ფაიზერით”  შესაძლებელი გახდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხარაგაულის მოსახლეობას ყველა სერვისზე აქვს ხელმისაწვდომობა, რათა აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე სხვათა სიცოცხლე. და ბოლოს მინდა, ხარაგაულელებს მივმართო, რომ მაქსიმალურად მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარშემომყოფებს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/1122244project.jpg
21/01/2022 16:10

პროექტები რომლებიც 2022 წელს განხორციელდება

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულს  ინფრასტრუქტურული  პროექტების განსახორციელებლად,  რეგიონული განვითარების ფონდიდან პირველ ეტაპზე 2  775 762    ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით  მუნიციპალიტეტში   19  პროექტი განხორციელდება. მათ შორის პრიორიტეტი მიენიჭება გარდამავალ პროექტებს, რომლებიც 2021  წელს დაიწყო  და მიმდინარე  წელს უნდა დასრულდეს.   მიმდინარე  წელს საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება შემდეგ სოფლებში: ბორითში -საუბნო გზების რეაბილიტაცია (გორგაძეებისა  და  ფაბრიკის უბნები), პროექტის ღირებულება -36 853  ათასი ლარი; ლეღვანში- საუბნო  გზის რეაბილიტაცია (ქვიანთის უბანი), პროექტის ღირებულება- 50 077 ათასი  ლარი; უბისაში- საუბნო გზის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება -63 018 ათასი  ლარი; ლეღვანში -საუბნო  გზის რეაბილიტაცია (ქვიანთის უბანი -მეორე ეტაპი), პროექტის ღირებულება -178 700 ათასი  ლარი; ღორეშა-მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება -200 000 ათასი  ლარი; მაქათუბანში- ორი  საუბნო   გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი), პროექტის ღირებულება- 200  000 ათასი  ლარი; ღარიხევში-საუბნო  გზის რეაბილიტაცია (ბრუისის უბანი ),  პროექტის  ღირებულება -150 000  ათასი  ლარი;   ბაზალეთში -საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესხების უბანი), პროექტის ღირებულება- 75 000  ათასი ლარი;   თეთრაწყაროში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (მეორე  ეტაპი), პროექტის  ღირებულება- 270 639 ათასი  ლარი; ფარცხნალში- ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია (მესამე ეტაპი),  პროექტის ღირებულება - 150 000 ათასი  ლარი; ვახანში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (ინასარიძეეების უბანი), პროექტის ღირებულება-200 000 ათასი  ლარი;  კიცხში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბერაძეების და ზვიადაძეების უბანი),პროექტის ღირებულება-229 326 ათასი ლარი; უჩამეთში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძების უბანი), პროექტის ღირებულება- 150 000 ათასი  ლარი; ლაშეში -საუბნო გზის რეაბილიტაცია (ცქიტიშვილების უბანი), პროექტის ღირებულება-75 000 ლარი;  ხევში- საუბნო გზის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება-130 085  ათასი  ლარი; ვერტყვილაში-საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიშველების უბანი), პროექტის ღირებულება -142 783  ათასი  ლარი; მაქათუბანში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (წიქარიშვილების უბანი), პროექტის ღირებულება- 109 234  ათასი  ლარი; ქროლში-საუბნო გზების რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება-100 000  ათასი  ლარი; ახალსოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (მესამე ეტაპი) - პროექტის  ღირებულება  265 047  ათასი  ლარი; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/fghjndfg.jpg
18/01/2022 11:33

ხარაგაულის მერიაში ვაკანსიები გამოცხადდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი; ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი; ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი; ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი კეთილმოწყობისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში. განცხადებების მიღების ვადა 22 იანვრამდეა. ვაკანსიები hr.gov.ge ზე არის განთავსებული.
სრულად