სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdaasd141414414sdasd.JPG

გაიღე სისხლი - 10 მაისს ხარაგაულის მერიაში სისხლის დონაციის აქცია გაიმართება

სამშაბთს ,10 მაისს,11 საათზე,  ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში  სისხლის დონაციის აქცია გაიმართება.

დონაციის აქციას მ. იაშვილის სახელობის რეგიონული სისხლის ბანკი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გაუწევს ორგანიზებას.

 საჭიროების შემთხვევაში. მომზადებული სისხლის პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინაში გაიგზავნება.

ყველა დონორს  C ჰეპატიტზე, B ჰეპატიტზე, აივ ინფექციასა და სიფილისზე უფასო კვლევა ჩაუტარდება. ასევე მოხდება სისხლის ჯგუფისა და რეზუსფაქტორის დადგენა.

გამოკვლევის შედეგები მოგეწოდებათ ინდივიდუალურად , დახურულ კონვერტებში.

გელოდებით, ხარაგაულის მერიის პირველ სართულზე, 10 მაისს , 11 საათზე.

ნანახია: 888 - ჯერ