სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/202946424_3109829119264240_2482375994510665266_n_1.jpg

ხელოვანები ხარაგაულისთვის - ორი დღე ხარაგაულის ხედების დასახატად

30 აპრილს და 1 მაისს ხარაგაულში, ტრადიციული სამხატვრო- მუსიკალურ პლენერი

,,გამა" გაიმართება.

 

როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც პლენერი  მხატვრულ-მუსიკალური და საქველმოქმედო ხასიათის იქნება.

 

 მხატვრები  ხარაგაულის ხედებს დახატავენ და ფერწერულ ტილოებს ლიტერატურულ თეატრს  საჩუქრად გადასცემენ.

 

პლენერის საზეიმო დახურვა 1 მაისს, ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება.  გრანდიოზული კონცერტს ცნობილი საოპერო მომღერალი, ჩვენი ქვეყნის და მათ შორის ხარაგაულის სიამაყე, მამუკა ლომიძე უხელმძღვანელებს .

 

წელს პლენერის მიმდინარეობაში სიახლეა. ამჯერად ხარაგაულის ხედები ცნობილი ფოტოხელოვანების ობიექტივშიც მოხვდება.

 

პროექტში ასევე დისტანციურად ჩაერთვებიან მხატვრები, როგორც უცხოეთიდან , ასევე საქართველოდან. პლენერი „გამა“ ისრაელის დელეგაციას უმასპინძლებს .

 

სამხატვრო- მუსიკალური პლენერი ,,გამა“ ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელშეწყობით იმართება.

 

 

 

 

ნანახია: 1057 - ჯერ