სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_3548.JPG
11/03/2024 17:13

,,იუბილე სიურპრიზებით“ - ახალი სპექტაკლი ხარაგაულელი მაყურებლისთვის

დღეს,ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა, სპექტაკლი  ,,იუბილე სიურპრიზებით’’ ხარაგაულის  საზოგადოების  წინაშე, განმეორებით ითამაშა. სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება  საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით 6 მარტს გაიმართა. სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. პიესის ავტორი და რეჟისორი , მამუკა ჭიპაშვილი გახლავთ. მონაწილეობენ: ვასილ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, მაია ბერაძე, დავით ჭყოიძე, ირინე ჩხეიძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, გიორგი ჭიპაშვილი, ზაზა ლურსმანაშვილი, გიორგი მაქაძე, ბექა ხიჯაკაძე, რამაზი ოსანაძე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/430118695_367188499472016_1750850155409323554_n.jpg
08/03/2024 17:06

ხარაგაულის მერმა 8 მარტს მრავალშვილიან დედებს საჩუქრად საოჯახო ტექნიკა გადასცა

დღეს ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მრავალშვილიან დედებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა. მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყვავილები და საჩუქრები თითოეულ ქალბატონს პირადად გადასცა. მერის გადაწყვეტილებით, მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სარეცხი მანქანა და საცხობი გადაეცათ. ტექნიკის გადაცემის იდეა ოჯახების საჭიროებების მოკვლევის შემდეგ გაჩნდა. ხარაგაულის მერია მთელი წლის განმავლობაში გააგრძელებს ზრუნვაზე ორიენტირებულ სოციალურ პოლიტიკას და მერიის სოციალური პროგრამების დახმარებით მრავალშვილიანი ოჯახების და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერისა  და გაძლიერებისთვის მუდმივ რეჟიმში იმუშავებს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_3254.JPG
08/03/2024 16:52

ვარლამ ჭიპაშვილმა უხუცეს ქალბატონს, ჟუტა გოცირიძეს 8 მარტი მიულოცა

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა გაზაფხულის დღესასწაული სოფელ სარგვეშში მცხოვრებ  ჟუტა  გოცირიძეს მიულოცა, რომელიც 1 მარტს 99 წლის გახდა. ვარლამ ჭიპაშვილმა ქალბატონ ჟუტას 8 მარტი სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორთან, რევაზ შერგელაშვილთან და მერის წარმომადგენელთან სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვეფხვია ვეფხვაძესთან ერთად მიულოცა. პირველმა მოადგილემ ქალბატონს ყვავილები და სასაჩუქრე ნაკრები გადასცა.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/popopopo.png
08/03/2024 13:19

საგაზაფხულო კონცერტი სამუსიკო სკოლაში

შოთა ბუაჩიძის სახელობის  სამუსიკო სკოლაში საგაზაფხულო კონცერტი გაიმართა. კონცერტი გაზაფხულის დღესასწაულებს მიეძღვნა. ხარაგაულის საზოგადოების წინაშე სამუსიკო სკოლის მოსწავლეები წარსდგნენ, რომელთაც ცნობილი კლასიკოსების ნაწარმოებები ინდივიდუალურად და პედაგოგებთან ერთდ შეასრულეს. საღამოზე კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის სიმღერა შეასრულა, სკოლის წარმატებულმა მოსწავლემ, სხვადასხვა კონკურსების ლაურეატმა და პრიზიორმა , ნიცა ზუმბაძემ. სიმღერები შეასრულდა ასევე გოგონათა გუნდმა ,,ედელვაისი“ (ხელმძღვანელი, დარეჯან კაციტაძე). ღონისძიების დასასრულს შესრულდა ფერიების ცეკვა. კონცერტის დასასრულს, სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ლალი ალექსიძემ, დამსწრე საზოგადოებას მიმართა,  გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა ქალბატონებს და ღონისძიებაზე დასწრებისთვის მობრძანებულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D.jpg
07/03/2024 22:21

ცხადდება კონკურსი - „სუფთა რეგიონი 2023“

კონკურსს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“  აცხადებს. გთხოვთ ჩაერთოთ კონკურსში, და მოგვაწოდოთ ფოტოსურათი შემდეგი თემატიკის მიხედვით: სუფთა მუნიციპალიტეტი, სოფელი,ქუჩა, ეზო, აივანი, ყველაზე სუფთა საწარმოს ეზო,სუფთა ლურჯი ნაკადული.  საქართველოში კონკურსი „სუფთა რეგიონი“ პირველად  პროექტი „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში 2015 წელს ჩატარდა და თავიდან მხოლოდ 4 ნომინაციას მოიცავდა (ყველაზე სუფთა რეგიონი, მუნიციპალიტეტი, ქალაქი/დაბა და სოფელი). საზოგადოების აქტიურობამ  ნომინაციების რიცხვი გაზარდა. 2023 წელს კონკურსის მიზანია გამარჯვებულის გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით შემდეგ ნომინაციებში: „სუფთა რეგიონი“ „სუფთა მუნიციპალიტეტი“ „სუფთა ქალაქი“ „სუფთა სოფელი“ „სუფთა ქუჩა“ „ლამაზი ეზო“ „ლამაზი აივანი“ ,,ყველაზე სუფთა საწარმოს ეზო“ სუფთა ლურჯი ნაკადული. კონკურსში მონაწილეებს შესაძლებლობა გაქვთ  გადმოგზავნონ ფოტო და ვიდეო მასალები ელ. ფოსტაზე: xaragauli.meria.qonebismartva@gmail.com მიმდინარე წლის 18 მარტამდე. აღსანიშნავია,რომ კონკურსის შდეგად პრიორიტეტული გახდა ნარჩენების მართვა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ნარჩენების მართვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, გარემოს მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, სტიქიური ნაგავსაყრელების შემცირებას და მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შორის. საზოგადოების აქტიურობის შედეგად გაზარდა ნომინაციების რიცხვიც.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1980.JPG
06/03/2024 23:01

იურიდიული  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის  თავმჯდომარემ საკრებულოს ანგარიში წარუდგინა

დღეს, 4 მარტს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.  სხდომაზე საკრებულოს წევრებს საკრებულოს  იურიდიული  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის  თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა ანგარიში წარუდგინა. საკრებულომ იურიდიული  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის    თავმჯდომარის ანგარიში დადებითად შეაფასა.  ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ  აღნიშნულ ბმულზე:  https://bit.ly/42H2SH7  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2028.JPG
06/03/2024 22:58

ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში საკრებულომ დადებითად შეაფასა

4 მარტს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინეს, რომელიც საკრებულოს სამსახურის უფროსმა , პეტრე შარიქაძემ გააცნო.   ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე: https://bit.ly/42HuQCD წარდგენილი ანგარიში საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1999.JPG
06/03/2024 22:53

საკრებულომ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში დადებითად შეაფასა

დღეს, 4 მარტს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს წევრებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა , კახა გოლუბიანმა.  ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ  აღნიშნულ ბმულზე: https://bit.ly/42H2SH7  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2506.JPG
06/03/2024 13:40

ბორითში საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის 477 189 ლარი დაიხარჯება

ხარაგაულის მერია 2024 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 6 051 271  ლარით იწყებს. ,, ჩვენ შევძელით და 2023 წელი წარმატებით დავასრულეთ. ხარაგაული მიმდინარე წელსაც გამორჩეული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტებით და განხორციელებული საქმიანობით“ - აცხადებს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი. საერთო ჯამში, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით 28 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის 477 189 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსთან, ბესარიონ ჭიპაშვილთან და მერის წარმომადგენელთან ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხათუნა ჯობაძესთან ერთად გაეცნო.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2013%20w_1.jpg
04/03/2024 23:02

დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, 4 მარტს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.   სხდომაზე საკრებულოს წევრებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა , კახა გოლუბიანმა. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე:  https://bit.ly/42H2SH7 საკრებულოს წევრებმა ასევე მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც საკრებულოს სამსახურის უფროსმა , პეტრე შარიქაძემ წარუდგინა. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე:  https://bit.ly/42HuQCD წარდგენილი ანგარიშები საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს. ასევე დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  იურიდიული  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის   ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც საკრებულოს, ამავე კომისიის თავმჯდომარემ  ოთარ ლურსმანაშვილმა გააცნო. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე:  https://bit.ly/42H2SH7 სხდომას მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდნენ. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა.    
სრულად