სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5866.JPG

ხარაგაულის მერი,ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა

ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან სოფლის მხარდამჭერი პროგრამის მიმდინარეობის პროცესი განიხილა.

აღინიშნა, რომ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელება იწყება. კობა ლურსმანაშვილმა ხაზი გაუსვა სამუშაოების ყველა ეტაპის დაგეგმილ ვადებში დასრულების აუცილებლობას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სოფლებში გზების რეაბილიტაციის საკითხი. მერმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

 

ნანახია: 10 - ჯერ