სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/image%20(2).png

პასუხი საჭიროებაზე —  შალვა ლურსმანაშვილს ფუნქციური საწოლი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ხარაგაულის მერ კობა ლურსმანაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძესთან ერთად, სოფელ ვერტყვიჭალაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შალვა ლურსმანაშვილს ესტუმრა.

მინისტრმა მისი საჭიროებები მოისმინა და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის პრიორიტეტულია იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ დამატებითი ზრუნვა სჭირდებათ.

შალვა ლურსმანაშვილს პერსონალური საჭიროებების გათვალისწინებით შერჩეული ფუნქციური საწოლი გადაეცა, რომელიც მისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა.

 

ნანახია: 123 - ჯერ