28 ივნისს, ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში, ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი ,,ოდეონი" გაიმართება.
მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 20 ივნისიდან დაიწყო და 27 ივნისამდე გაგრძელდება.
მონაწილეთა ასაკი 16 წლიდან იწყება , ზედა ზღვარი შეუზღუდავია.
საკონკურსო თემა კონკურსის დაწყების წინ გამოცხადდება.
კონკურსი დილის 9 საათზე დაიწყება და 18.00 საათზე დასრულდება.
კონკურსის შედეგებს ჟიური შეაჯამებს.
წელს ლიტერატურული კონკურსი ,,ოდეონი“ მეთექვსმეტედ იმართება
ოდეონის პროგრამა:
9.00 _ კონკურსანტების შეკრება კულტურის და დასვენების პარკის შესასვლელში.
9.30 _ საუზმე
10.00 _ კონკურსის დაწყება, "ოდეონის" ჰიმნის მოსმენა და დროშის აღმართვა.
13.00. __ სადილი
17.00 _ კონკურსის დასასრული. ნამუშევრების ჩაბარება.
ჟიურის შემადგენლობა:
ლინა ბარათაშვილი __ ჟიურის თავმჯდომარე
წევრები: მარინე ხვედელიძე, მარინე ვეფხვაძე, მზია აბულაძე, მამუკა ჭიპაშვილი, ვალერი გოგნაძე.
რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით ახალგაზრდული " ოდეონი" სექტემბერში ჩატარდება.