სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1.jpg

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საგანმანათლებლო რესურსცენტრში, მოსწავლეთა რაიონული კონფერენცია ჩატარდა

სხვადასხვა აქტივობებში წარმატებულმა  მოსწავლეებმა  მსმენელთა წინაშე შთამბეჭდავი პრეზენტაციები წარადგინეს თემაზე ,,წარმატებული მოსწავლე“.

   კონფერენციაში მონაწილეობდნენ:  სანდრო ტაბატაძე- ხევის საჯარო სკოლა;  ლიზი კურტანიძე- N3 საჯარო  სკოლა; მარიამ ბერაძე- ბორის საჯარო  სკოლა; შოთა ზვიადაძე- კიცხის საჯარო სკოლა; შოთი წიქარიშვილი- ვაშლევის საჯარო სკოლა.

  აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთაგან ორი აბიტურიენტია. თითოეულ მათგანს ბოლო წლების მანძილზე დიდი შრომა და ძალისხმევა აქვთ გაწეული სკოლების, მუნიციპალიტეტის საამაყოდ.

  კონფერენციას  მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი,  პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიწურულს, რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა,მარინე ვეფხვაძემ და მერის პირველმა  მოადილემ , ვარლამ ჭიპაშვილმა, ნიჭიერ ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრები  გადასცეს.

ნანახია: 14 - ჯერ