ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, ხარაგაულის მერის
სახელით მადლობის სიგელი გადასცა და პროფესიული დღე მიულოცა შინაგან
საქმეთა სამინისტროს , საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის , ხარაგაულის
და ბორითის სახანძრო - სამაშველო განყოფილების თანამშრომლებს.
,, ჩვენ ვაფასებთ თქვენს სიმტკიცეს, პროფესიონალიზმსა და ყოველდღიურ
თავდადებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, წარმატებულ და უსაფრთხო სამსახურს!“ -
განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.
მადლობის სიგელი მეხანძრე-მაშველებს სამსახურეობრივი მოვალეობის მაღალ
დონეზე შესრულებისა და გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის გადაეცათ.