სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sss.png
27/12/2023 01:01

27 დეკემბერს საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

რიგგარეშე  სხდომის საკითხთა ნუსხ ა   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                             მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დამხმარე ამოცანების შესასრულებლად           შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის             დაშვებაზე თანხმობის მიცემის შესახებ                                                                                                მომხს:კახაბერ გოლუბიანი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/412437993_321448317379368_1654359034152285215_n_1.jpg
23/12/2023 14:34

24 დეკემბერს ხარაგაულში მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართება

24 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ხარაგაულში,   საახალწლო ღონისძიება გაიმართება ღონისძიების ადგილი: ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელი 14:00 - ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა  14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, კრეპი, ცხელი შოკოლადი, ჰოთდოგი 14:00-18:00 - საბავშვო სივრცე: ნაძვის ხის სათამაშოს გაფერადება, საახალწლო კერამიკის და ხის ფიგურების დამზადება და გაფერადება, ქისების, მისალოცი ბარათების, ჯინჯერის სათამაშოების დამზადება  14:00 - 18:00 - საახალწლო ორცხობილების მოხატვა  14:00 - 18:00 - სახის მოხატვა ბავშვებისთვის 14:00-19:00 - მუსიკალური ინსტალაცია - „ლაპლანდია“ 15:00 - ზღაპრის გმირების მსვლელობა ორკესტრთან ერთად და სანტას შეხვედრა ბავშვებთან  15:15 –16:45 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი 16:45-17:00 - ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა 14:15-18:00 - დღის მუსიკალური გაფორმება: Dj Roy Fitz  18:00 - 20:00 გალა კონცერტი - ,,რანინა" , ,,დუეტი ჯორჯია" , ,,SALIO" 20:00 - საზეიმო ფოიერვერკი ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დღეები საქართველოში.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6001.JPG
21/12/2023 18:41

ხარაგაულის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

დღეს საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოს სხდომას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილეები,  და საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე საკითხი  მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა  წარადგინა და იმ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც  განხილვების შედეგად, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში აისახა. ,,მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და  სხვადასხვა ფრაქციების მიერ  გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები. შენიშვნების გათვალისწინებით  გაიზარდა მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების, და სხვადასხვა სოციალური პროგრამების  დაფინანსება“- განაცხადა ბიუჯეტი პროექტის წარდგენისას, მერის პირველმა მოადგილემ. 2024 წლის ბიუჯეტი გაზრდილია  და   14 928,5 ათასი ლარს შეადგენს. მერის პირველი მოადგილის განმარტებით ბიუჯეტი კვლავ სოციალურ თემატიკაზე ორიენტირებულია. მთავარ პრიორიტეტებად, სოციალური,ინფრასტრუქტურული,  კულტურული  და განათლების მიმართულებები რჩება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან დაკავშირებული ყველა საკითხი გამჭვირვალე და საჯაროა.  ბიუჯეტის პროექტი  გამოქვეყნებულია მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისათვის. 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი  https://bit.ly/3v5rKeR პროგრამული ბიუჯეტი  https://bit.ly/3NArZVH  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5790.JPG
21/12/2023 17:09

ხარაგაულის მერმა 2023 წლის ანგარიშის საჯარო განხილვა ხევის საზოგადოებრივ ცენტრში მოაწყო

შეხვედრას ხევის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და ხარაგაულისთვის  მნიშვნელოვან, განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა. ,,2023 წელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის თამამად შეიძლება, წარმატებულ წლად ჩაითვალოს, თუმცა, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, რომელთა მოგვარებისთვის ხარაგაულის მერია აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ხარაგაულის მერია მთელი წლის განმავლობაში გამორჩეულ და ზრუნვაზე ორიენტირებულ სოციალურ პროგრამებს სთავაზობდა სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს. მიმდინარე  წელს  ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით  მომსახურება გაეწია 5000 - მდე  მოქალაქეს, ცალკე უნდა აღინიშოს, მერიის სოციალური მიმართულების ეფექტური და მოქნილი მუშაობა, რასაც ჩვენი ბენეფიციარების დადებითი უკუკავშირი  ცხადჰყოფს“- განაცხადა შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა. მერმა ანგარიშის წარდგენისას, ასევე უპასუხა მოქალაქეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.   ხარაგაული გამორჩეული იყო 2023 წელს და მომავალ წელს ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში 2024 წელს ახალი საბავშვო ბაღის და საექიმო ამბულატორიის მშენებლობა დასრულდება. სამუშაოები აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტზებზე უკვე მიმდინარეობს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის შემაჯამებელ საანგარიშო შეხვედრას მერის მოადგილეები,ვარლამ ჭიპაშვილი, დავით დევდარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე , მანანა ბარბაქაძე და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/656as6afsd.jpg
21/12/2023 17:07

კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს 2023 წლის ანგარიში წარუდგინა

ხარაგაულის საკრებულომ მერის 2023 წლის ანგარიში მოისმინა ,,კანონის დაცვა, საჯაროობა, მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულება - ეს ის მთავარი პრინციპებია, რომლითაც  ხარაგაულის მერი და მერია  საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობა, მათი ჯანმრთელობის დაცვა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა”- აღნიშნა ანგარიშის წარდგენისას ხარაგაულის მერმა. მერმა ანგარიშის წარდგენისას მერიის მთავარ პრიორიტეტებზე - სოციალურ თემაზე, ინფრასტრუქტურაზე, განათლებასა და კულტურაზე გააკეთა მთავარი აქცენტები. როგორც კობა ლურსმანაშვილმა განმარტა, საანგარიშო წლის განმავლობაში , ხარაგაულის მერი, მერიის შესაბამის სამსახურებთან და საკრებულოსთან ერთად აქტიურად ვთანამშრომლობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სამინისტროებთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, პარლამენტის კომიტეტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ხარაგაულის მერიამ წარმატებით გაართვა თავი იმ ამოცანებს და ვალდებულებებს, რომელიც 2023 წლის დასაწყისში აიღო. 2023 წელს განხორციელებული პროექტებით და დროულად ათვისებული თანხებით ხარაგაული იმერეთის მასშტაბით 12 მუნიციპალიტეტს შორის მოწინავე ადგილზეა.  ხარაგაულელები უშუალოდ სარგებლობენ იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით , რომელიც მაღალი ხარისხით შესრულდა და მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება. 2023 წელი ხარაგაულისთვის გამორჩეული იყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით. გაიხსნა რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი 27 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთი, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან მთავრდება. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გზის მშენებლობისთვის მიმდინარე საერთაშორისო ტენდერი დასრულდა. როგორც მერმა აღნიშნა, ეს საუკუნის პროექტი და ხარაგაულისთვის 2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. საერთო ჯამში სხვადასხვა ფონდებიდან მიღებული თანხით, ხარაგაულში წლის განმავლობაში ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა. ,,ხარაგაული გამორჩეული იყო 2023 წელს და მომავალ წელს ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ გვყავს განვითარებაზე ორიენტირებული, საქმისადმი პასუხისმგებლობით გამორჩეული და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები, რაც მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე წარმატებულად აისახება”- განაცხადა მერმა საკრებულოს წევრების წინაშე ანგარიშის წარდგენისას.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/411007073_1429365921332289_2544505920683656410_n.jpg
20/12/2023 13:56

დღეს ხარაგაულის სკოლებში საახალწლო კარნავალი დაიწყო

ღონისძიებების ორგანიზატორი მუნიციპალიტეტის მერიის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურია. 20  დეკემბერს კარნავალი  მარელისის სკოლაში  ზონის სკოლებისთვის ჩატარდება; 21 დეკემბერს ბორითის საჯარო სკოლაში; 22 დეკემბერს- ბორის სკოლა პანსიონში. 29 დეკემბერს - ხარაგაულის კინო-თეატრში.  საახალწლო კარნავალი გასართობი ხასიათისაა და არ ითვალისწინებს კონკურსის ფორმატს!  სასკოლო კარნავლები ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით იმართება. საგანმანათლებლო რესურსცენტრი მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის მერიას თანადგომისთვის. საახალწლო კარნავალზე მოსწავლეებს მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები  საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ. ბედნიერი წელი შემობრძანებულიყოს!
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/5544sd44sdgf.jpg
20/12/2023 10:59

დავით მაღრაძე - საქართველოს ეტალონი მოსწავლე ხარაგაულიდან

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ "ეტალონის" მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის გამარჯვებული ხარაგაულის სოფელ ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლე დავით მაღრაძე გახდა. 19 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურ ფორმატში გაიმართა.   LIVE კონკურსში 37 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც თავის მხრივ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.   ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან ჩაერთნენ. ხოლო ცოდნის წარმოჩენა კი სპეციალურად მათთვის შექმნილი ონლაინ პორტალის საშუალებით შეძლეს.   გთავაზობთ კონკურსის ყველაზე მაღალქულიანი ცხრა მონაწილის რეიტინგს:   საპრიზო ადგილებზე გასულ სამეულს გადაეცათ დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი. ვულოცავთ დავით მაღრაძეს და ვახანის საჯარო სკოლას ამ დიდ წარმატებას! 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/unnamed.png
19/12/2023 20:28

რა ღონისძიებებია დაგეგმილი საახალწლოდ ხარაგაულში

ახალ წელს ხარაგაული ტრადიციულად მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით ხვდება. 19- 28 დეკემბრამდე  საახალწლო ზეიმები მუნიციპალიტეტის  ყველა საბავშვო ბაღში გაიმართება. საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდელს თოვლის ბაბუა საახალწლო საჩუქრებს დაურიგებს.   20 -21-22-29 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებები გაიმართება მუნიციპალიტეტის სკოლებში. ღონისძიებები გაიმართება ზონალურად. დასაწყისი 14 საათი.   23 დეკემბერის ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლები ,,ხარაგაული“ და ,,ხარაგაულის კვარტეტი“ მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისში გამართულ ფესტივალში  ,,ამღერებული იმერეთი“.   24 დეკემბერს , საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ხარაგაულში,   საახალწლო ღონისძიება გაიმართება. საზეიმოდ აინთება ნაძვის ხე, გაიმართება ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, მოეწყობა საბავშვო სივრცე. გალა კონცერტზე იმღერებენ: ,,რანინა" , ,,დუეტი ჯორჯია"  და  ,,SALIO". კონცერტი ფეიერვერკით დასრულდება. დასაწყისი - 14 საათზე.   25 დეკემბერი--  სამუსიკო სკოლაში გაიმართება  სასახალწლო საფორტეპიანო კონცერტი მოსწავლეთა მონაწილეობით. დასაწყისი 15 საათი.   26 დეკემბერს  ხარაგაულის ისტორიული მუზეუმში  სტუმრად მისული   ბავშვები   დაამზადებენ საახალწლო აქსესუარების და მოისმენენ ისტორიებს საქართველოში საახალწლო ტრადიციების შესახებ. დასაწყისი 14 საათი.   27 დეკემბერი-- ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის    საახალწლო კონცერტი. კონცერტამდე  კინოთეატრის ფოიეში გაიმართება მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. დასაწყისი 15 საათზე.   28 დეკემბერს  ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება სამუსიკო სკოლის  ,,საახალწლო კარნავალი“. დასაწყისი 15 საათზე.   29 დეკემბერს , ხარაგაულში საახალწო ღონისძიებები სასკოლო საახალწლო კარნავალით დასრულდება. კარნავალი კინოთეატრში 14 საათზე დაიწყება.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ssss.jpg
19/12/2023 12:19

სოფელ უბისაში, სერის უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ უბისაში, სერის უბანში,  გარდამავალი პროექტი მიმდინარეობს. 2024 წელს დასასრულებელ პროექტს ხარაგაულის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს. პროექტის  საერთო ღირებულება ღირებულება-461 226 ლარია. ბეტონის საფარი 1 700 მეტრ მონაკვეთზე დაიგება.   დაფინანსება ხარაგაულის მერიამ რეგიონალური განვითარების ფონდიდან მიიღო. სამუშაოების მიმდინარეობას მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან , პეტრე შარიქაძესთან ერთად გაეცნო. 2023 წელს ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდმა 4 800 000 ლარით 35 პროექტი დააფინანსა. წლის ბოლომდე ახალი გზა 35 სოფელში რეაბილიტირდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5515_1.JPG
18/12/2023 15:27

ხარაგაულის მერმა საკრებულოს ბიუროს 2023 წლის ანგარიში  წარუდგინა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს ბიუროს 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმაა მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენა.  ხარაგაულის მერი გეგმავს  2023 წლის ანგარიში ახლოს გააცნოს ახალგაზრდებს და სხვადასხვა სეგმენტ ჯგუფებს. ,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობა, მათი ჯანმრთელობის დაცვა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია  მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 2023 წელს  ჩვენი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღია და გამჭვირვალე. სამუშაო პროცესის განხორციელებისას, გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია  ხალხთან, ვიყენებდით ყველა შესაძლებლობას საზოგადოების ინფორმირებისთვის, თუ რა სახის სოციალურ სერვისებს ვთავაზობდით მათ და რა პროექტები იგეგმებოდა  და ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვენ ვუსმენდით მოსახლეობას , ვაკეთებდით საბიუჯეტო პროგრამების,  მერიის სოციალური სერვისების და ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზს, რამაც  მოგვცა  შესაძლებლობა შევაფასოთ, თუ რომელ გამოწვევებს ვუპასუხეთ ღირსეულად,  და რა საჭიროებები რჩება კვლავ მოსახლეობის წინაშე“- განაცხადა ხარაგაულის მერმა. ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე https://bit.ly/4ap4fgY მერის ანგარიშს, საკრებულოს წევრები, 21 დეკემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე , განიხილავენ და შეაფასებენ.      
სრულად