სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/fgasd.jpg

ხარაგაულის თეატრი, იმერეთის თეატრალური ფესტივალისთვის ემზადება

ხარაგაულის სახალხო  თეატრი,  საერთაშორისო ფესტივალზე -"თეატრალური იმერეთი 2025" , მაყურებლის წინაშე, ბასა ჯანიკაშვილის სპექტაკლით  ,,მშვიდობით, თემურ!" წარსდგება.

,,კომედია ერთ მოქმედებიანია, რომელიც გაგაცინებთ, დაგაფიქრებთ და გულგრილს არ დაგტოვებთ. ეს არის დრამატული და ამავდროულად კომედიური ნაწარმოები“ - ამბობს თეატრის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე

სპექტაკლის საფესტივალო ჩვენება, 30 ივნისს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. სპექტაკლის ჩვენება ხარაგაულელი მაყურებლისთვის 3 ივლისს გაიმართება.

რეჟისორი -- ირინე ჩხეიძე;

მხატვარი -- გაიოზ შუბითიძე;

მონაწილეობენ :

თემური - ვასილ კიკნაძე;

ინგა ( თემურის მეუღლე ) - ლია ჭიპაშვილი;

სესხის ოფიცერი - ბათუ კიკნაძე;

მხატვარი -ირინე ჩხეიძე;

პოლიტიკოსი - ნიკოლოზ მაჭავარიანი;

დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენელი - დავით ჭყოიძე;

ჟურნალისტი - მაია ბერაძე;

წელს, იმერეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე , რეგიონის

პროფესიული და სახალხო თეატრების მიერ , 18 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.

საერთაშორისო  ფესტივალი ,, თეატრალური იმერეთი - 2025" 2 ივლისს საზეიმოდ დაიხურება.

 

 

 

ნანახია: 104 - ჯერ